ფეროლინ C / Ferrolin C

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა 1 პაკეტის:
აქტიური ნივთიერება:
რკინა(III) პიროფოსფატი   15 მგ.
ვიტამინი C        62,5 მგ.
ფოლის მჟავა     200 მკგრ.
დამხმარე ნივთიერებები:
საინექციო წყალი, სტბილიზატორები: გლიცერინი, გუმფისი, არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი:  ასკორბინიდ მჟავა, კონსერვანტი:კალიუმის სორბატი, დამჟანგველი: ლიმონმჟავა.
რკინის პროფოსფატი  წარმოქმნის ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. სწორედ ამიტომ რკინის პიროფოსფატის მიღებისას უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება ანემიის მკურნალობ

ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილად შეწოვად ფორმად.
ფოლის მჟავა    აუცილებელი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, აქტიურად მონაწილეობას ნუკლეინმჟავების სინთეზში, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უჯრედების ზრდა და გამრავლებაში.
ციანკობალამინი ვიტამინი B12-ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წითელი უჯრედების, ნუკლეინის მჟავების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სინთეზში.

ჩვენებები
–  სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიისას
–  რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
– სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის
– ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნისას
– ბავშვებისათვისს აქტიური ზრდის პერიოდში,
– მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს
– არაბალანსირებული კვება
– ხანგრძლივ  მედიკამენტოზურ თერაპიაზე მყოფი ასაკოვან პაციენტებში

მიღების წესები და დოზები:
პაკეტი:1 პაკეტი დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ (ორსულობის დროს 2 პაკეტი დღეში.)
კაფსულა: 1 კაფსულა  დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ (ორსულობის დროს 2 კაფსულა დღეში.)

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.

უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა ფეროლინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, დაავადებები  რკინის ჭარბი შემცველობით

ორსულობა და ლაქტაცია
ფეროლინის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები
ფეროლნის და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ შეიცავს:  გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, წარმოადგენს  ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

გამოშვების ფორმა: 20 მლ პაკეტი #24

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ESI s.p.a, იტალია

გაფრთხილება