ფინალგონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარეთ გამოსაყენებელი მალამო
1 გრ მალამო შეიცავს:
ნონივამიდი ………..              4   მგ
ნიკობოქსილი  ………           25 მგ
შემავსებლები:
დიიზოპროპილადიპატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, ვაზელინი, სორბინის მჟავა, ციტრონელის ზეთი.
აღწერილობა:
თითქმის უფერო ან მოყავისფრო, გამჭვირვალე ან თითქმის გამჭვირვალე, ერთგვაროვანი ჰომოგენული მალამო.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნონივამიდი
წარმოადგენს კაპსაიცინის სინთეზურ ანალოგს და ავლენს გამაყუჩებელ თვისებას, რომელიც კანზე პრეპარატის ხელმეორედ მოთავსების შემდეგ, ვლინდება ნივთიერების A- დელტა ნერვული ბოჭკოებში და პერიფერიულ ნოციცეფტურ C- ბოჭკოებში თანდათანობით შეღწევის შედეგად.
ნიკობოქსილი
ახდენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ პირდაპირ მოქმედებას.
კომბინირებული მოქმედება:
ნონივამიდი და ნიკობოქსილი ავლენენ ერთმანეთის მაპოტენცირებელ სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას, რომელიც იწვევს კანის ჰიპერემიას, ზრდის ფერმენტული რეაქციების სისწრაფეს, ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას.
გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში კანის ტემპერატურის მომატება და ჰიპერემიის გამოვლინება მოწმობს კანში პრეპარატის აქტიური კომპონენტების სწრაფ შეღწევადობაზე. ფინალგონის მოქმედება ვლინდება ლოკალურად.   მალამოს მოქმედება ვითარდება რამდენიმე წუთის განმავლობაში, მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 20-30 წუთის შემდეგ.

გამოყენების ჩვენება:
ართრიტი, რევმატოიდული ტკივილი სახსრებში და კუნთებში, სპორტული ტრავმა, დაჟეჟილობები და იოგოვანი აპარატის დაზიანება, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთის ტკივილი, ლუმბაგო, ნევრიტი,  იშიალგია, ბურსიტი და ტენდოვაგინიტი.
პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევისას კომპლექსური სისხლძარღვთა გამაფართოებელი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, დერმატოზი.არ შეიძლება მალამოს მოთავსება ღია ჭრილობებზე და კანის დარღვეული შეღწევადობის უბნებზე, კისერზე, მუცლის ქვედა მიდამოსა და ბარძაყების შიგნითა მხარეზე.

გამოყენების წესი და დოზირება:
მალამოს სვეტი, არაუმეტეს მალამოს 0,5 სმ, დართული აპლიკატორის დახმარებით თავსდება კანის შესაბამის უბანზე (დაახლოებით ხელის გულის ზომა) სუსტი შეზელვითი მოძრაობით და კანის დაზიანებული უბანი იფარება შალის ქსოვილით.
ფიზიკური ვარჯიშის, სპორტული შეჯიბრებების წინ კუნთების წინასწარი გახურების მიზნით რეკომენდებულია შეზელვა, მათ დაწყებამდე 30 წუთით ადრე. მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში მალამოზე რეაქცია შეიძლება შემცირდეს, რაც ითხოვს დოზის გაზრდას, რომელიც დგინდება ინდივიდუალურად. მალამო გამოიყენება 2-3- ჯერ დღეში.
პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ფინალგონის კანზე მოთავსების შემდეგ საჭიროა ხელის გულდასმით დაბანა საპნით.

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი სახეზე, სახის შეშუპება, კანის მსუბუქი ხანმოკლე გაღიზიანება და წვის შეგრძნება. პრეპარატის ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უფრო მეტად.

ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
ზემოქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენებიან ადგილობრივად ან სისტემურად,  ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
ფინალგონის გამოყენების შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ ხელის გულდასმით დაბანა საპნით.
საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება და პრეპარატის კანის სხვა უბანზე, თვალებში, ცხვირში ან პირში შემთხვევით მოხვედრის თავიდან აცილება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს უვნებელი, მაგრამ უსიამოვნო წვის შეგრძნება.
მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ცხელი აბაზანა ან შხაპი ფინალგონის კანზე მოთავსებამდე ან მოთავსების შემდეგ.
ფინალგონის ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, მცენარეული ზეთის ან მკვებავი მალამოს დახმარებით კანის ზედაპირიდან, ან ვაზელინის დახმარებით თვალებიდან, მალამოს მოცილებისას, მისი ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ვინაიდან არ არის გამოყენების საკმარისი გამოცდილება, ფინალგონის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. არ არის მონაცემები ფინალგონის დედის რძეში შეღწევადობის შესახებ.

გამოშვების ფორმა:
გარეგანი გამოყენების მალამო. მემბრანის სახვრეტელას მქონე პლასტმასის ხუფით თავდახურული 20 გრ ან 50 გრ – იანი ალუმინის ტუბი. ტუბი, აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250C.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: ბერინგერ ინგელხაიმ ინტერნეშნლ გმბხ, გერმანია

გაფრთხილება