ფინალგელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო  დასახელება: პიროქსიკამი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა::
გარეთ გამოსაყენებელი გელი 0,5%
1 გ გელი შეიცავს: აქტიურ ნივთიერება პიროქსიკამს – 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ცეტიოლი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დისტილირებული წყალი.

აღწერილობა:
იზოპროპილის სპირტის სუსტი სუნის მქონე, გამჭირვალე ან ოდნავ მაოპალისცირებული ღია – ყვითელი ფერის გელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანტიაგრეგანტული მოქმედება. არასელექციურად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა 1 და 2.

გამოყენების ჩვენება:
ტკივილის სინდრომი: მაანკილირებელი სპონდილოართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, ტენდინიტი, ტენდოვაგინიტი, მხარ – ბეჭის სინდრომი; სპორტული ტრავმები (დაჟეჟილობა, ნაღრძობი, იოგების დაზიანება).

უკუჩვენება:
– ჰიპერმგრძნობელობა პიროქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
– ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასპ – ს მიმართ;
– ორსულობა (III ტრიმესტრი);
– თირკმელების უკმარისობა;
-14 წლამდე ასაკი.

სიფრთხილით
ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ცხვირის და მიმდებარე წიაღების რეციდიული პოლიპოზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან ფილტვების ქრონიკული ინფექციები.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ფინალგელი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს. პიროქსიკამი უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება აღწევდეს დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება:
გარეგანი გამოყენების. მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში 1 გ გელი (ეს რაოდენობა დაახლოებით შეესაბამება ტყის თხილის ზომას) 3-4- ჯერ დღეში. გელი თავსდება კანზე დაზიანებულ ადგილას და ოდნავ შეიზილება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების გამოხატულებაზე და თენდინიტების, ტენდოვაგინიტების და მხარ – ბეჭის სინდრომის დროს საშუალოდ წარმოადგენს 2-3 კვირას, სპორტული ტრამვების დროს 1-2 კვირას.

გვერდითი მოვლენები:
– კანის ადგილობრივი გაღიზიანება (ანთება, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი, აქერცვლა);
– ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა:
პრეპარატის რეკომენდებულზე ჭარბი დოზით გამოყენებისას, ერთეულ შემთხვევაში არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოშობა: თავის ტკივილი; დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში); ქოშინი. აღწერილია თირკმელების ფუნქციონალური უკმარისობით და ნეფროზული სინდრომით მიმდინარე ინტერსტიციალური ნეფრიტის განვითარების ერთეული შემთხვევა. ჭარბი დოზის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის რჩევის მიღება.
მკურნალობა: სიმპტომატური.

ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები:
როგორც წესი, ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის, ცხვირის და მიმდებარე წიაღების რეციდიული პოლიპოზის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ან ფილტვების ქრონიკული ინფექციების მქონე ავადმყოფები უფრო მგძნობიარენი არიან აასპ – ს გამოყენების მიმართ. ამ პაციენტებში შეიძლება გახშირდეს ასთმის შეტევები, განვითარდეს ლორწოვანი გარსის შეშუპება და ჭინჭრის ციება. არ შეიძლება გელის მოთავსება კანის დაზიანებულ ადგილას. თავი აარიდეთ თვალში მოხვედრას.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:
არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა:
გარეგანი გამოყენების გელი 0,5%. მემბრანის სახვრეტელას მქონე პლასტმასის ხუფით თავდახურული 35 გრ ან 50 გრ – იანი ალუმინის ტუბი. ტუბი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, თავსდება მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ტუბის გახსნის მომენტიდან 6 თვე. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250 C.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ს. პ. მ. კონტრაკტფარმა გმბხ და კო კგ, გერმანია.

გაფრთხილება