ფორტაკელ D5 წვეთები

ფორტაკელ D5 წვეთები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium roquefortii  D5-ის 1 მლ ხსნარს, HAB-ის
5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch –
გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– სიმბიოზის აღდგენა დისბიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს
– გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტი და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი, რომელსაც ახლავს დიარეა, ობსტიპაცია, გულისრევა
– კუჭის წყლული
– ნაწლავის, საშოს და კანის მიკოზები

თვისებები
Fortakehl-ს იღებენ ობის სოკო Penicillium roquefolii-საგან. იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ გამოიმუშავებს პენიცილინის მჟავას. ამიტომ მის გამოყენებას, არ ახლავს ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ტიპიური გამოვლინებები: ალერგია, ღვიძლის დაზიანება, ნაწლავური ფლორის დარღვევა, პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოშობა. Fortakehl-ი ინიშნება სიმბიოზის აღდგენის დაწყების დროს. ის უნდა დაინიშნოს საწყისი პრეპარატის სახით ნაწლავების და ასევე საშოს, კანის, პირის ღრუს მიკოზების დროს. ენდერლაინის მიხედვით, ადამიანის და ყველა ძუძუმწოვრის სისხლში ყოველთვის არსებობს, ეგრეთ წოდებული, მცენარეული წარმოშობის ენდობიონტები. ენდობიონტების ყველაზე პრიმიტიული ტიპია აპათოგენური კოლოიდური სტადია, უმცირესი ცილოვანი ნაწილაკი, რომელიც თავისი ზომით ვირუსებს უტოლდება (0.01 მმ). სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური მიზეზი ახდენს ბაქტერიების პრიმიტიული ფორმების განვითარების ციკლის ინიცირებას სოკოვან ფაზამდე, ამასთან ყოველ სტადიასთან ერთად მისი ვირულენტობაც იზრდება. არ არსებობს ისეთი ადამიანი და ძუძუმწოვარი, რომელსაც ტრანსპლაცენტურად არ გადაეცა პრიმიტიული ფორმები და არ შეიცავს მათ თავის უჯრედებში და ქსოვილოვან სითხეებში. ჯანმრთელ ორგანიზმში მითითებული პრიმიტიული ფორმები რეგულაციურ მოქმედებას ახდენს. რადგან მათ აქვთ უნარი შეუკავშირდნენ ციკლოგენიით უფრო მაღლა მდგომ პარაზიტულ ფორმებს და დაშალონ ისინი უფრო დაბალ სტადიებად. წარმოქმნილი დაშლის პროდუქტები ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს. თუ დაავადების დროს ორგანიზმი მათ სრულ გამოდევნას ვერ შეძლებს კანის, ნაწლავის, თირკმლების, ბრონქების საშუალებით, შეიძლება უკუგანვითარება განიცადონ უმაღლესი სტადიების მიმართულებით. ამ პროცესის შესაჩერებლად, აუცილებელია ორგანიზმიდან შესაბამისი პრეპარატების გამოყენებით მოხდეს მათი გამოდევნა.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) შეიზილეთ დღეში ერთხელ 5-10 წვეთი, მტკივნეულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
ბ) პარენტერული თერაპიის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის,
შეიზილეთ კვირაში 2-ჯერ 5-10 წვეთი
ინჰალაცისათვის:
2-3-ჯერ დღეში, 10-20 ღრმა ჩასუნთქვა

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითებები Penicillium roquefolii მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, პრეპარატ Exmykehl-ის შემადგენლობაში

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება