ფორტაკელ D6 ამპულები

ფორტაკელ D6 ამპულები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium roquefortii D5/D6-ის 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– სიმბიოზის აღდგენა დისბიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს
– გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტით და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი,
როდესაც გამოხატულია დიარეა, ობსტიპაცია და გულისრევა
– კუჭის წყლული
– ნაწლავის, საშოს და კანის მიკოზები

თვისებები
Fortakehl-ს იღებენ ობის სოკოსაგან Penicillium roquefolii. იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ გამოიმუშავებს პენიცილინის მჟავას. ამიტომ მის გამოყენებას არ ახლავს ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ტიპიური გამოვლინებები ალერგიის, ღვიძლის დაზიანების, ნაწლავური ფლორის დარღვევის, პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოშობის სახით. Fortakehl-ი ინიშნება სიმბიოზის აღდგენის დაწყების დროს. ინიშნება საწყისი პრეპარატის სახით – ნაწლავების, საშოს, კანის, პირის ღრუს მიკოზების დროს. ენდერლაინის მიხედვით, ადამიანის და ყველა ძუძუმწოვრის სისხლში ყველთვის არსებობს, ეგრეთ წოდებული, მცენარეული წარმოშობის ენდობიონტები. ენდობიონტების ყველაზე პრიმიტიული ტიპია აპათოგენური კოლოიდური სტადია, უმცირესი ცილოვანი ნაწილაკი, რომელიც თავისი ზომით ვირუსებს უტოლდება (0.01 მმ). სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური მიზეზი ახდენს ბაქტერიების პრიმიტიული ფორმების განვითარების
ციკლის ინიცირებას სოკოვან ფაზამდე, ამასთან ყოველ სტადიასთან ერთად მისი ვირულენტობაც იზრდება. არ არსებობს ისეთი ადამიანი და ძუძუმწოვარი, რომელსაც ტრანსპლაცენტურად პრიმიტიული სტადიები არ გადაეცემა და და არ შეიცავს მათ თავის უჯრედებში და ქსოვილოვან სითხეებში. ჯანმრთელ ორგანიზმში მითითებული პრიმიტიული ფორმები რეგულაციურ მოქმედებას ახდენს. რადგან ისინი ციკლოგენიის მხრივ უფრო მაღლა მდგომ პარაზიტულ ფორმებთან შეკავშირების და უფრო დაბალ სტადიებამდე მათი დაშლის უნარით ხასიათდებიან. წარ მოქმნილი დაშლის პროდუქტები ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს. თუ დაავადების დროს ორგანიზმი მათ სრულ გამოდევნას ვერ შეძლებს კანის, ნაწლავის, თირკმლების, ბრონქების საშუალებით, შეიძლება უკუგანვითარება განიცადონ უმაღლესი სტადიების მიმართულებით. ამ პროცესის ხელის შესაშლელად აუცილებელია ორგანიზმიდან შესაბამისი პრეპარატებით მათი გამოდევნის უზრუნველყოფა.

მიღების წესი და დოზირება
ინექცია კეთდება კვირაში 2-ჯერ, 1 მლ კანში ან კანქვეშ

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

მითითებები
Penicillium roquefortii -ი მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, პრეპარატ Exmykehl-ის შემადგენლობაში

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება