ქსალატანი

ქსალატანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ლატანოპროსტი/LATANOPROST

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროსტაგლანდინების სინთეზური ანალოგი, გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები
0.005%: ფლაკონში 2.5 მლ
1 მლ
ლატანოპროსტი……    50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი – 0.2 მგ; ნატრიუმის ქლორიდი – 4.10 გ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო) – 4.60 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი (უწყლო) – 4.74 მგ, საინექციო წყალი – 1 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსალატანი არის პროსტაგლანდინ F2 α-ს ანალოგი, რომელიც წარმოადგენს FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტი. იგი ამცირებს თვალშიდა წნევას სითხის დინების გაძლიერებით. თვალშიდა წნევის დაქვეითება იწყება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 8-12 სთ-ის შემდეგ, რომელიც გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში.
წინაკლინიკური და კლინიკური კვლევებით დადგენილ იქნა, პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია უვეოსკლერული სითხის დინების გაძლიერებასთან. მას არ ახასიათებს ჰემატოფთალმიურ ბარიერზე ზემოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:
ლატანოპროსტი ადგილობრივი გამოყენებისას ადვილად აღწევს რქოვან გარსში, რის შედეგადაც მიმდინარეობს მისი ჰიდროლიზი აქტიურ ფორმამდე. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია თვალის სითხეში აღინიშნება თითქმის 2 სთ-ის შემდეგ ადგილობრივი გამოყენებისას.

ჩვენებები:
პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
მომატებული ოფთალმოტონუსი.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია დაზიანებულ თვალში 1 წვეთის ჩაწვეთება დღეში ერთხელ.
ოპტიმალური ეფექტი ვითარდება ღამით მიღებისას პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს მისი ეფექტი მცირდება.

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, მცირე (დაახლოებით 10%) და საშუალოდ გამოხატული (10%) კონიუნქტივის ჰიპერემია, გარდამავალი წერტილოვანი ეპითელური ეროზიები (უმეტეს შემთხვევებში უსიმპტომოდ მიმდინარე), ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, გარკვეული შემთხვევებში – მაკულარული შეშუპება (ძირითადად ავადმყოფებში – აფაკიური და ფსევდოაფაკიური ბროლით თვალის წინა კამერაში).
დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში ქსალატანის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატს არ ახასიათებს ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედება თანდაყოლილი ეფექტების სახით.
ლაქტაციის დროს ქსალატანის დანიშვნისას, პრეპარატი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ვენაში შეყვანილი ქსალატანის დაახლოებით 100-ჯერ მეტი დოზის გამოყენებისას, ვიდრე ადამიანებში, ახასიათებდა ტოქსიკური ზემოქმედება ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ვლინდებოდა ნაყოფის მასის დაქვეითებით და მკვდრად შობადობის შემთხვევებით.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ქსალატანის გამოყენების შესახებ თვალის ანთების, ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი და თანდაყოლილი გლაუკომის დროს.
◄ შედარებთ მცირე გამოცდილება არსებობს პრეპარატის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით, აგრეთვე ფსევდოფაკიით და პიგმენტური გლაუკომების დროს.
◄ ქსალატანმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის შეცვლა, ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მომატებით, რასაც განაპირობებს მელანინის შემცველობის გაზრდა ფერადი გარსის სტრომის მელანოცტებში. კლინკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტებს თვალის ლურჯი, ყავისფერი და მწვანე ფერით, 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ თვალის ფერის შეცვლა აღენიშნებათ ძალიან იშვიათად. ამავე კვლევებით დადგენილია, რომ თვალის ფერის შეცვლა არ მიმდინარეობს რაიმე კლინიკური და პათოლოგიური ცვლილებებით, თუმცა მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება თვალის ფერის შესაძლო შეცვლაზე. მხოლოდ ცალ თვალზე მკურნალობა იწვევს ხანგრძლივ ჰეტეროქრომიას.
◄ ქსალატანი, რომელიც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აბსორდირდება კონტაქტური ლინზებით, რის გამოც აუცილებელია პრეპარატის თვალში ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზების გამოღება და მათი ჩადგმა ჩაწვეთებიდან 15 წთ-ის შემდეგ.
◄ 3 მკგ/კგ დოზით პრეპარატის ვენაში ინფუზია ჯანმრთელ მოხალისეებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს,ხოლო 5.5-10 მკგ/კგ-ზე დოზით იწვევს ღებინებას, ტკივილებს მუცლის არეში, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ჰიპერემიას და ოფლის გაძლიერებულ გამოყოფას.
◄ პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
◄ ქსალატანის მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში აუცილებელია თავის შეკავება (შესაძლო მხედველობის ხანმოკლე დაქვეითების გამო) ავტომობილის მართვისაგან და იმ საქმიანობისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:
– კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის ლორწოვანის გაღიზიანება.
– ქსალატინის 7-ჯერ გადაჭარბებული თერაპიული დოზა ავადმყოფებში საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმით, არ იწვევდა ცვლილებებს სასუნთქი სისტემის, არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის და გულის კუმშვადობის მხრივ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ხანმოკლე კლინიკური კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ქსალატანის კომბინაცია ბეტა-ადრენობლოკატორებთან (თიმოლოლი), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან (აცეტაზოლამიდი) და ქოლინომიმეტურ (პილოკარპინი) საშუალებებთან ხასიათდება ადიტიური მოქმედებით თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე.
კვლევებით in vitro დადგინდა, რომ ქსალატანის შერევით თვალის წვეთებთან, რომლებიც შეიცავენ თიომერსალს მიმდინარეობს პრეციპიტაცია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას. იგი გამოყენებულ უნდა იქნას ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში. დასაშვებია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 250C).

მწარმოებელი: PFIZER, ბელგია

გაფრთხილება