ქრისოკორ D5

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

მოქმედი ნივთიერება
ადამიანის პლაცენტის D5 ჰიდროლიზატი

შემადგენლობა 2 მლ შეიცავს: ადამიანის პლაცენტის D5 ჰიდროლიზატის 2 მლ წყალხსნარს.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი

ჩვენება
მამაკაცის სასქესო ორგანოების ფუნქციური დარღვევები, გამოწვეული დაავადებით ან ასაკით: მამაკაცების კლიმაქსი, სექსუალური უძლურება, სექსუალური სისუსტე, უჯრედული რეგენერაციისათვის, ჰიპოგენიტალიზმის დროს დამხმარე თერაპია

თვისებები
Chrysocor ადამიანის პლაცენტის ჰიდროლიზატია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის აქტივაციისათვის გამოიყენება. ფილატოვის თანახმად, პლაცენტის ექსტრაქტი ბიოლოგიური სტიმულატორია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, განსაკუთრებით კი ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ჟანგვით პროცესებზე (უჯრედული
სუნთქვა) გამააქტივებელ ზემოქმედებას ახდენს. დადასტურებულია, რომ პლაცენტის ექსტრაქტის შემადგენლობაში, თავისუფალ ამინომჟავებთან ერთად, უპირველესად, ჰორმონული თვისებების მქონე პეპტიდები შედის. მომზადების განსაკუთრებული მეთოდის წყალობით, პოტენციური ალერგენი-სუბსტანციების შემცველობა Chrysocor-ში ძლიერ რედუცირებულია (ცილების დაბალი შემცველობა).

მიღების წესი და დოზირება
მკურნალობას იწყებენ 1 მლ-ის ინექციით, დღეგამოშვებით, დოზას თანდათან ზრდიან 2 მლ-მდე. პრეპარატი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ღრმად, მწოლიარე მდგომარეობაში, როგორც წესი, დუნდულა კუნთში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება