ჰეპატოდორონი – ველედა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ტყის მარწყვის (Fragaria vesca) ფოთლები 40 მგ / ვაზის (Vitis vinifera) ფოთლები 40 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმბეჰენატი.

ჩვენებები
ღვიძლის ფუნქციის გააქტიურება; ღვიძლის დაავადებების ბაზისური სამკურნალო საშუალება, მათ შორის ქრონიკულ-ანთებითი და დეგენერაციული ფორმებისაც, რომლებსაც ახლავს ობსტიპაცია და ეგზემა.

მიღების წესები და დოზები
ჰეპატოდორონის ტაბლეტები უმჯობესია კარგად გაიღეჭოს. ჩვილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები ტაბლეტებს იღებენ დაფხვნილი სახით.
6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამის წინ; 6-დან 12 წლამდე ბავშვები: 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამის წინ;. მოზარდები 12 წლის ასაკს ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #200 ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ველედა,  გერმანია

გაფრთხილება