ჰეპარინი – ჰუმანითი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰეპარინი/heparin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები

ათქ კოდი: B01AB01.

შემადგენლობა:
ყოველი 1 მლ შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას:
ჰეპარინ ნატრიუმს   5000 სე
დამხმარე ნივთიერებებს:
ქლორკრეზოლს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ციტრატს, საინექციო წყალს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოკინეტიკა:
ჰეპარინი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სუბლინგვალურად, ამიტომ ის გამოიყენება მხოლოდ ინექციის სახით. ინექციის შემდეგ ჰეპარინი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს. ჰეპარინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და მისი მეტაბოლიზმის არააქტიური პროდუქტები გამოიყოფა შარდში. ჰეპარინის ნახევარდაშლის პერიოდი დამოკიდებულია დოზაზე.
კანქვეშა ინექციის შემდეგ აქტიური ნივთიერების Cmax აღინიშნება სისხლის პლაზმაში 3-4 საათში. დიდი მოლეკულური წონის გამო, ცუდად გადადის პლაცენტარულ ბარიერს. არ გამოიყოფა დედის რძეში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30-60 წუთს.

ფარმაკოდინამიკა
ჰეპარინი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს. ააქტიურებს ანტიტრომბინ III-ს და აჩქარებს მის შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას. აფერხებს პროთრომბინის თრომბინად გარდაქმნას და აინჰიბირებს თრომბინის და აქტივირებული X (Xa) ფაქტორის აქტივობას. ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
გამოყენების ჩვენებები
• ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის მკურნალობა და   პროფილაქტიკა.
• არასტაბილური სტენოკარდია, მოციმციმე არითმია
• პერიფერიული არტერიების მწვავე ოკლუზიის მკურნალობა.
• მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თრომბოზის პროფილაქტიკა.
• ექსტრაკორპორალური ცირკულაციის და ჰემოდიალიზის დროს.

დოზირება და მიღების წესი:
მიღების გზა:
უწყვეტი ინტრავენური ინფუზიით 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ერთად, წყვეტილი ინექციის სახით ან კანქვეშა ინექციით.
ინტრავენური ინექციის დროს ჰეპარინის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 15მლ-ს. რადგან ჰეპარინის ეფექტები ხანმოკლეა, წყვეტილ ინტრავენურ ინექციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ინტრავენურ ინფუზიას ან კანქვეშა ინექციას.
რეკომენდებული დოზა
ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა:
მოზრდილები:

ოპერაციამდე 2 სთ-ით ადრე 5,000 ერთეული კანქვეშ
შემდგომ 5,000 ერთეული კანქვეშ ყოველ 8 – 12 საათში ერთხელ, 7 – 10 დღის განმავლობაში, პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ჰეპარინის დაბალი დოზით (თრომბის წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ)გამოყენებისას  არანაირი ლაბორატორიული დაკვირვება არ არის აუცილებელი. თუ სასურველია მონიტორინგი, უნდა ჩატარდეს ანტი -Xა გამოკვლევები, რადგანაც აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (APTT)   მნიშვნელოვნად  არ იცვლება.

ორსულობის დროს 5,000 – 10,000 ერთეული ყოველ 12სთ-ში ერთხელl, კანქვეშ, (APTT)-ს და anti-Xa ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.

მოზრდილები: სასურველია დოზის კორექცია  და  APTT -ს მონიტორინგი.
ღრმა ვენების თრომბოზის  და ფილტვის  ემბოლიის  მკურნალობა  მოზრდილებში:
დარტყმითი დოზა: 5.000 ერთეული ინტრავენურად (10.000 ერთეული შეიძლება იყოს საჭირო ფილტვის ძლიერი ემბოლიის დროს).

შენარჩუნება: 1.000-2.000 ერთეული/სთ ინტავენური ინფუზიით,

ან 10.000-20.000 ერთეული 12 სთ-ში ერთხელ კანქვეშ, ან 5.000-10.000 ერთეული 4სთ-ში ერთხელ ინტრავენური ინექციით.

ხანდაზმულები: სასურველია დოზის შემცირება.
ბავშვები და  მოზარდები: დარტყმითი დოზა: 50 ერთეული/კგ ინტრავენურად.

შენარჩუნება:: 15-25 ერთეული/კგ/სთ ინტრავენური ინფუზიით, ან 250 ერთეული/კგ/სთ 12 სთ-ში ერთხელ კანქვეშ, ან 100 ერთეული/კგ/სთ 4 სთ-ში ერთხელ ინტრავენური ინფუზიით..

არასტაბილური სტენოკარდიის და პერიფერიული არტერიების მწვავე ოკლუზიის მკურნალობა:
მოზრდილები: დარტყმითი დოზა: 5.000 ერთეული ინტრავენურად.

შენარჩუნება: 1.000-2.000 ერთეული/სთ ინტრავენური ინფუზიით, ან 5,000-10,000 ერთეული 4 სთ-ში ერთხელ ინტრავენური ინექციით.

ხანდაზმულები: სასურველია დოზის შემცირება.
ბავშვები და ადრეული ასაკის მოზარდები: დარტყმითი დოზა 50 ერთეული/კგ ინტრავენურად.

შენარჩუნება: 15-25 ერთეული/კგ/სთ ინტრავენური ინფუზიით, ან 100 ერთეული/კგ 4სთ-ში ერთელ ინტრავენური ინექციით.

ყოველდღიური ლაბორატორიული მონიტორინგი (სასურველია ერთსადაიმავე დროს, უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებიდან 4-6 სთ-ის შემდეგ) ჰეპარინის სრული დოზით მკურნალობის დროს აუცილებელია, APთთ მონაცემის 1.5-2.5 X ნორმალური დიაპაზონის შუაში შენარჩუნება ან საკონტროლო მნიშვნელობამდე დოზირების რეგულირება.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თრომბოზის პროფილაქტიკა.
მოზრდილები: 12.500 ერთეული 12სთ-ში ერთხელ კანქვეშ, 10 დღის განმავლობაში.
ხანდაზმულები: სასურველია დოზის შემცირება.
ექსტრაკორპორალური ცირკულაციის და ჰემოდიალიზის დროს:
მოზრდილები: კარდიოპულმონარული შუნტი:
საწყის ეტაპზე 300 ერთეული/კგ ინტრავენურად, აქტივირებული შედედების დროს (ACT) 400-500წმ დიაპაზონში რეგულირების მიზნით – დოზის შემდგომი კორექციით.
ჰემოდიალიზი და ჰემოფილტრაცია:
საწყისი: 1-5.000ერთეული,
შენარჩუნება: 1 – 2.000 ერთეული/სთ, შემდეგ – >40 წთ შედედების დროის შენარჩუნების მიზნით დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები
– სისხლდენა
– იშვიათად- ჰეპარინთან დაკავშირებული სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში (იშვიათად) თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
– იშვიათად თრომბოციტოპენია. განსაზღვრულია ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის 2 ტიპი: I ტიპი არის ხშირი, საშუალო (როგორც წესი >50 X 109/ლ) და გარდამავალი, რომელიც ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 -5 დღეში. II ტიპი ნაკლებად ხშირია მაგრამ, დაკავშირებულია ძლიერ თრომბოციტოპენიასთან (როგორც წესი <50 X 109/ლ). ეს წარმოადგენს იმუნომედიატორულ რეაქციას და ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ (პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ჰეპარინით). აღნიშნული რეაქცია დაკავშირებულია თრომბოციტების მიერ ანტისხეულებთან  აგრეგაციასთან და თრომბოემბოლიურ გართულებებთან, რომლებიც წინ უსწრებენ თრომბოციტოპენიის განვითარებას. საჭიროა ჰეპარინის გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
– არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰეპარინის გახანგრძლივებული მიღება შესაძლოა იწვევდეს თმის ცვენას (მრავალი თვის შემდეგ) და ოსტეოპოროზს. ძვლების მნიშვნელოვანი დემინერალიზაცია აღწერილია ქალებში, რომლებიც დღეში ღებულობდნენ ჰეპარინის 10.000 სე-ზე მეტს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.
– ჰეპარინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოალდოსტერონიზმი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის დონის მომატება.
– იშვიათად შეიძლება განვითარდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია თირკმლის ფუნქციის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
– იშვიათად ვითარდება ჰეპარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, რინიტი, ასთმა, ციანოზი, ტაქიპნოე, დათრგუნვის შეგრძნება, ცხელება, შემცივნება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ითვლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უფრო მეტად არის კონსერვანტი ნივთიერება, ვიდრე თვითონ ჰეპარინი. იშვიათად
– შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანება და კანის ნეკროზი. ჰეპარინით მკურნალობის დაწყებიდან 3-21 დღის განმავლობაში, ხშირია ინექციის ადგილას ერითემატოზული კვანძების, ინფილტრირებული და ზოგჯერ ეგზემის მსგავსი ფოლაქების წარმოქმნა.
– დაფიქსირებულია პრიაპიზმის შემთხვევა.
– შესაძლოა განვითარდეს შრატის ტრანსამინაზების მომატება და როგორც წესი, იკლებს ჰეპარინის შეწყვეტასთან ერთად. ჰეპარინის გამოყენება დაკავშირებულია პლაზმაში ლიპოპროტეინ ლიპაზას გამოთავისუფლებასთან; ჰიპერლიპიდემია გაივლის ჰეპარინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები
– ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა:
ჰეპარინის მიმართ რეაგირების ცვლილების ან მდგრადობის მქონე პაციენტებს შესაძლოა დაჭირდეთ ჰეპარინის შეუსაბამოდ მაღალი დოზების გამოყენება სასურველი ეფექტის მისაღწევად.
– ჰეპარინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
– დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში.
– პაციენტები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ალკოჰოლს.
– პაციენტები სისხლდენით, ჰემოფილიით, სისხლის შედედების სხვა დაავადებებით,
– ღვიძლის მძიმე დაზიანება (მათ შორის საყლაპავის ვარიკოზით მიმდინარე ციროზი)
– პურპურა,
– ძლიერი ჰიპერტენზია,
– აქტიური ტუბერკულოზი
– მომატებული კაპილარული გამტარობა.
– პაციენტები, თრომბოციტოპენიით და ანამნეზში მისი არსებობისას თრომბოციტოპენიის მომატებული რისკის გამო.
– პაციენტები ჰეპარინით გამოწვეული კანის ნეკროზის იშვიათი შემთხვევებით, ჰეპარინის შემდგომი გამოყენება კანქვეშა და ინტრავენური გზით უკუნაჩვენებია.
– ოპერაციის შემდგომი სისხლდენების მომატებული რისკის მქონე პაციენტები, ჰეპარინის გამოყენება თავის ტვინის, ზურგის ტვინის ან თვალის ოპერაციის შემდეგ, ასევე სისხლდენის საშიშროების არსებობისას ლუმბალური პუნქციის, და რეგიონალური ანესთეზიის შემდეგ უკუნაჩვენებია.
– პაციენტები სისხლდენების მიმართ მიდრეკილებით – პოტენციურად სისხლმდენი ადგილების (თიაქარი, კუჭის წყლული, ნეოპლაზმა, სისლხმდენი ბუასილი) არსებობისას, ბაქტერიული ენდოკარდიტის,  რეტინოპათიის, ქალაშიდა სისხლდენაზე ეჭვის არსებობის, თავის ტვინის თრომბოზის, მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში საჭიროა ჰეპარინის რისკის და სარგებლის სათანადო შეფასება. მენსტრუაცია არ წარმოადგენს პოტენციურ უკუჩვენებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები: სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას, მაგ. ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. კეტოროლაკთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი (თავი აარიდეთ ჰეპარინის ერთდროულ გამოყენებას მისი დაბალი დოზითაც კი).
ანტიკოაგულანტები, თრომბოციტების ინჰიბიტორები და ა.შ.: პერორალური ანტიკოაგულანტების, ეპოპროსტენოლის, კლოპიდოგრელის, ტიკლოპიდინის, სტრეპტოკინაზას, დიპირიდამოლის, დექსტრანის შემცველი ხსნარების ან ნებისმერი ისეთი პრეპარატის გამოყენებისას, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ჰეპარინთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი. ცეფალოსპორინები: ზოგიერთ ცეფალოსპორინს, მაგ. ცეფაკლორი, ცეფიქსიმი და ცეფტრიაქსონი, შეუძლიათ იმოქმედონ შედედების პროცესზე და ჰეპარინთან ერთდროული გამოყენებისას გაზარდონ სისხლდენის განვითარების რისკი.
აგფ ინჰიბიტორები: ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკალიემია.
ნიტრატები: ინტრავენური გლიცერილ ნიტრატთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს ჰეპარინის მოქმედების შემცირების რისკი.
პრობენეციდი: პრობენეციდმა შეიძლება გაზარდოს ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
თამბაქოს მოხმარება: ნიკოტინს შეუძლია ნაწილობრივ იმოქმედოს ჰეპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტზე. მწეველებში საჭიროა ჰეპარინის დოზის მომატება. ცდომილება შეიძლება მოხდეს დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარებისას მაგ. ფსევდოჰიპოკალცემია (ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში), საერთო თიროქსინის და ტრიიოდოთირონინის არტეფაქტული მომატება, სიმულირებული მეტაბოლური აციდოზი და ენდოტოქსინისთვის ქრომოგენული ლიზატის ანალიზის ინჰიბირება. ჰეპარინმა შესაძლოა ხელი შეუშალოს იმუნოლოგიური კვლევით ამინოგლიკოზიდების განსაზღვრას.

განსაკუთრებული გაფრთხილებები
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ჰეპარინით 5 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, უნდა ჩაუტარდეთ თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა. ასეთ პაციენტებში თრომბოციტოპენიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში (განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში) მომატებულია სისხლდენის განვითარების რისკი.
თუმცა ჰეპარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევები ძალიან იშვიათია, ალერგიულ პაციენტებში მაინც სასურველია საცდელი დოზის, 1.000 სე გამოყენება. დაბალმოლეკულური ჰეპარინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
უმეტესობა პაციენტებში, რეკომენდებული დაბალდოზიანი რეჟიმი არ იწვევს შედედების დროის გახანგრძლივებას. თუმცა, ჰეპარინის მიმართ პაციენტების პასუხი  ინდივიდუალურია, რის გამოც ფართო ოპერაციული ჩარევების დროს მნიშვნელოვანია შედედების დროის კონტროლი.
სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს (ზურგის ტვინის ჰემატომის რისკის გამო) რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ჰეპარინი ამცირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის სეკრეციას, რაც იწვევს ჰიპერკალიემიის განვითარებას, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, ასევე არსებული მეტაბოლური აციდოზის, პლაზმაში კალიუმის მომატების, ან კალიუმის შემნახველი შარდმდენების გამოყენების დროს. ჰიპერკალიემიის რისკი იზრდება მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად და ყოველთვის შექცევადია.
პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ ჰეპარინით მკურნალობა, ან მკურნალობენ 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, საჭიროა პლაზმაში კალიუმის განსაზღვრა.
ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა:
ჰეპარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების მიმართ ინდივიდუალური პასუხებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება.
ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა, რომელიც განისაზღვრება როგორც სასურველი დოზის მიღწევის მიზნით გამოყენებული სტანდარტული დოზის მიმართ არაადექვატური პასუხი, ვითარდება პაციენტების დაახლოებით 5-30%-ში.
ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობას:
ანტითრომბინი III-ის მოქმედება 60%-ით ნაკლებია ნორმალურთან შედარებით (ანტითრომბინ-III დამოკიდებული ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა): ანტითრომბინი III-ის შემცირებული მოქმედება შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან უფრო ხშირად, შეძენილი (მეორადი, განვითარებული პრეოპერაციული ჰეპარინით მკურნალობის შემდეგ, ღვიძლის ქრონიკული დაავადების, ნეფროზული სინდრომის, კარდიოპულმონური შუნტის, დაბალი ხარისხის დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის დროს ან წამლით გამოწვეული მაგ. აპროტინინი, ესტროგენი ან შესაძლოა ნიტროგლიცერინი);
• პაციენტები ანტითრომბინ III-ის ნორმალური ან ნორმის ზედა დონით (ანტითრომბინ III-დამოუკიდებელი ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა);
• თრომბოემბოლიური დაავადებები;
• ჰეპარინის მომატებული კლირენსი;
• ჰეპარინის შემაკავშირებელი ცილების, VIII ფაქტორის, ვონ ვილებრანდის ფაქტორის, ფიბრინოგენის, თრომბოციტების ფაქტორი 4-ის ან ჰისტიდინით მდიდარი გლიკოპროტეინის მომატებული დონე;
• მწვავე ინფექცია (სეფსისი ან ენდოკარდიტი);
• პრეოპერაციული აორტისშიდა ბალონური კონტრაპულსაცია;
• თრომბოციტოპენია;
• თრომბოციტოზი;
• ხანდაზმული ასაკი;
• პლაზმის ალბუმინის კონცენტრაცია ≤35გ/დლ;
• შედარებითი ჰიპოვოლემია;
ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა ასევე გვხვდება პაციენტებში მწვავე დაავადებებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ორსულობის დროს ან ორსულობის შემდგომ პერიოდში.

დოზის გადაჭარბება
ჰეპარინით მკურნალობის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს სისხლდენა, მაგრამ ეს ყოველთვის წარმოადგენს დოზის გადაჭარბების შედეგს, რომლის რისკის შემცირებაც შესაძლებელია მკაცრი ლაბორატორიული კონტროლის საშუალებით. მსუბუქი სისხლდენის მკურნალობა ყოველთვის შესაძლებელია წამლის შეწყვეტით. თუ სისხლდენა შედარებით ძლიერი ხასიათისაა, უნდა განისაზღვროს შედედების დრო და თრომბოციტების რაოდენობა. გახანგრძლივებული შედედების დრო მიუთითებს ანტიკოაგულანტების ჭარბ ეფექტებზე, რომელიც საჭიროებს ნეიტრალიზაციას 1მგ ინტრავენური პროტამინ სულფატის გამოყენებით, ჰეპარინის ყოველი 100სე-სთან მიმართებაში. პროტამინ სულფატის ბოლუსური დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, ჰეპარინის შეყვანიდან დაახლოებით 10 წთ-ის განმავლობაში და არ უნდა აღემატებოდეს 50მგ-ს. ჰეპარინის შეყვანიდან 15 წთ-ზე მეტი დროის გასვლის შემთხვევაში, საჭიროა პროტამინ სულფატის შედარებით დაბალი დოზების გამოყენება.

შეფუთვა:
5მლ ფლაკონი, 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე. სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:
2 წელი.

გამოშვების ფორმა: 5000ს.ე./მლ 5მლ ი.ვ. ან კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: SWISS PARENTERALS PVT, ინდოეთი

გაფრთხილება