ჰიგია / Higia

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პერმეთრინი/permethrin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პედიკულოზის სამკურნალო საშუალებები
1. რა არის ჰიგია და რისთვის გამოიყენება ის:
ჰიგია არის ინსექტიციდური მოქმედების შამპუნი ტილებისა და წილების საწინააღმდეგოდ. რეკომენდირებულია მოზრდილთათვისა და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შამპუნის გამოყენების შემდეგ, თმა დაივარცხნეთ სავარცხლით, რომელიც თან ახლავს შამპუნს შეფუთვაში. განმეორებითი გამოყენება შესაძელებელია 7-10 დღის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს თვეში ორჯერ. პერმეტრინი არის შამპუნის აქტიური ინგრედიენტი, რომელიც არ განიცდის შეწოვას საერთო ცირკულაციაში.

2. ჰიგიას გამოყენებამდე რას მივაქციოთ ყურადღება:
– ჰიგია მხოლოდ გარე გამოყენების პრეპარატია
– თავის ტილიანობის დამახასიათებელი სიმპტომია თავის კანის ქავილი და შავი ტილები საყელოსა ან ბალიშზე.
– თუ ოჯახიდან ერთ-ერთს აქვს ეს პრობლემა, მაშინ გამოკვლეული უნდა იყოს ოჯახის ყველა წევრი. გამოკვლევისთვის საჭიროა ტილების სავარცხელი და გამადიდებელი შუშა. ჰიგია უნდა გამოიყენონ მხოლოდ ტილისა და წილის მქონე პაციენტებმა. ოჯახის წევრებმა, რომელთაც არ ჰყავთ ტილები, თმა უნდა დაივარცხნონ ტილების სავარცხლით, რათა დარწმუნდნენ რომ არ ჰყავთ.

ტილების გადაცემა ძირითადად ხდება პირდაპირი კონტაქტით. იმისთვის რომ განმეორებითი გადადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გამავრცელებელი წყაროს პოვნა. თუ ოჯახის ყველა წევრს აღმოაჩნდა, თითეულმა უნდა იმკურნალოს ამ პროდუქტით. ტილი,ისევე როგორც სხვა მწერები, შეიძლება იყოს რეზისტენტული პროდუქტის მიმართ. არაადეკვატური ან პროფილაქტიკური მიზნით მკურნალობა შეიძლება გახდეს  ტილის რეზისტენტულობის მიზეზი პერმეტრინის მიმართ. ეფექტის არ არსებობა შეიძლება იყოს მიზეზი არასწორი მკურნალობის, განმეორებითი გადადების ან ტილის რეზისტენტულობით პროდუქტის მიმართ. შესაბამისად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ დოზას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ტილები შესაძლებელია მკურნალობის შემდეგ მაშინვე არ გაქრეს, რაც არ ნიშნავს იმას რომ ტილი რეზისტენტულია, უბრალოდ მკურნალობის შემდეგ ცოტა დროა საჭირო ტილების გასანადგურებლად.

3. როგორ გამოვიყენოთ ჰიგია
ყოველთვის გამოიყენეთ ჰიგია ისე, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული.
მოზრდილთათვის და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: ოჯახის ყველა წევრმა და ახლობელმა, რომელთაც ტილები ჰყავთ, ერთდროულად უნდა ჩაიტაროს მკურნალობა.

4 მარტივი ეტაპი ტილებისა და წილების გასანადგურებლად
1 ეტაპი: დაისველეთ თმა თბილი წყლით. თუ გირჩევნიათ თმა ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თმის კონდინციონერი ან შამპუნი + კონდინციონერის შემცველი კომბინირებული პროდუქტი.დაბალი  პH-ის შემცველი შამპუნებიც არ არის რეკომენდირებული. თმა პირსახოცით გაიმშრალეთ. თმა უნდა იყოს ნოტიო, მაგრამ არა სველი.
2 ეტაპი: გამოყენებამდე ჰიგიას შამპუნი შეანჯღრიეთ. თმა გადაიყავით და დაიწყეთ თავის ერთი მხრიდან. პროდუქტი დაიტანეთ გადაყოფილი თმის გასწვრივ და ფრთხილად შეიზილეთ. ეს პროცესი დაამთავრეთ მთლიან თავზე შეზელვით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჰიგია შეზელილი იყოს თმის ძირებში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურისა და კისრის უკანა ნაწილს. ამასთან ერთად, დარწმუნდით რომ მთელ თმაზეა დატანილი. თუ ამ დროის განმავლობაში თმა გაშრა, ისევ დაისველეთ წყლით.
3 ეტაპი: მოიცადეთ 10-15 წუთი, სანამ პროდუქტი მოქმედებას დაიწყებს. თმა წყლით კარგად ჩამოიბანეთ და შემდეგ გაიშრეთ სუფთა პირსახოცით, ისე რომ თმა იყოს ნოტიო, მაგრამ არა ძალიან სველი.
4 ეტაპი: მოიცილეთ ტილები და წილები სპეციალური თმის სავარცხლით ჩამოვარცხნით, რომელიც შეფუთვაში მოყვება პროდუქტს. ამისთვის დაყავით თმა 4 ნაწილად და თითოეული ცალკე გაიმშრალეთ. თუ გრძელი თმა გაქვთ, პროცესს უდრო დიდი ხანი დაჭირდება. დაიწყეთ თავის ზემო ნაწილიდან. აიღეთ 4-5 სმ-ის ფართობის თმა ერთი ხელით, მოათავსეთ სავარცხელი სკალპთან(თავის კანთან) რაც შეიძლება ახლოს და დაივარცხნეთ უხეშად და თანაბარი მოძრაობებით სკალპიდან თმის მთელ სიგრძეზე.

ჩვენი რჩევაა:
– ტილებისა და წილების მოშორების შემდეგ, გამოიყენეთ თმის შესაკრავი, რათა შეასწოროთ დეზინფიცირებული თმის ყველა ნაწილი. სავარცხელი კარგად გაწმინდეთ და თმის ახალი ნაწილი ისე ჩამოივარცხნეთ. მოაშორეთ წილები სავარცხელს ხელსახოცით, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა მოთავსდეს ნეილონის პარკში, კარგად შეფუთეთ და შორს გადააგდეთ, რათა თავიდან აიცილოთ განმეორებითი გამოვლინება.
– თმის ჩამოვარცხნის შემდეგ, მთელი თავი შეიმოწმეთ წილებზე და თუ საჭიროა, თავიდან ჩამოივარცხნეთ.
– თავი ყოველდღე შეიმოწმეთ, რათა დარწმუნდეთ რომ წილები აღარ გყავთ.

გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ ამ პროცესისთვის განკუთვნილ დროს (10-15წუთი) და არ გამოიყენოთ 7-10 დღეზე ნაკლები ინტერვალით.
თმა მკურნალობიდან 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დაივარცხნეთ შეფუთვაში მოცემული სავარცხლით რათა მოიშოროთ ახალი გამოჩეკილი წილები. შეგიძლიათ ამ პერიოდში თმა დაიბანოთ ისე როგორც იბანთ ხოლმე.
ჩვენ ვურჩევთ ადამიანებს ვინც ჰიგიას გამოყენებით წარმატებულ შედეგს მიაღწია გამოიყენონ ხელთათმანები.
აიცილეთ პროდუქტის კონტაქტი თვალთან, პირთან ან ცხვირთან. თუ ეს მოხდა, მაშინვე წყლით უნდა მოიბანოთ შესაბამისი მიდამო.
თუ შამპუნი გადაგეყლაპათ საჭიროა კუჭის გამორეცხვა, უნდა გამოვიწვიოთ გულისრევა და მივიღოთ  სიმპტომური ზომები.
არ გამოიყენოთ თუ ალერგია გაქვთ პროდუქტის შემცველ რომელიმე ინგრედიენტზე.
გამონაყრის, გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში სასწრაფოდ შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიბანეთ თმა ჩვეულებრივი შამპუნით.
გაასუფთავეთ თქვენი სახლი და პირადი მოხმარების ნივთები
ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მოხმარების ნივთებისა და სახლის გასუფთავება ჰიგიას მოხმარების შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ ტილების გავრცელება. ტილს ადამიანის სხეულის გარეთ 1 დღეზე მეტის არსებობა არ შეუძლია, წილს – 7-12 დღე.
– ყველა პირადი მოხმარების ნივთი და თავსაბურავი, შარფები, პირსახოცები და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით(55 გრადუსზე მეტით) და თუ შესაძლებელია გაშრობილი იქნას საშრობში მაღალ მაჩვენებელზე 20 წუთის განმავლობაში მაინც.
– პირადი სავარცხელი, წილების სავარცხლის ჩათვლით და ჯაგრისები უნდა გაივლოს ცხელი წყლით (55 გრადუსზე მეტით) 10წუთის განმავლობაში მაინც.
– პირადი მოხმარების ნივთები, ისეთი როგორიცაა ტანსაცმელი, თეთრეული, საბნები, ბალიშები და ხავერდის სათამაშოები, რომლებიც არ ირეცხება, მშრალად უნდა გაიწმინდოს ან მჭიდროდ უნდა იყოს მოთავსებული ნეილონის პარკში 4 კვირის განმავლობაში მაინც. თავიდან გამოყენებამდე უნდა იქნას ამოღებული ნეილონის პარკიდან სადმე ეზოში ან ღია ადგილას და კარგად დაიბერტყოს.
– ყველა ადგილი გაასუფთავეთ მტვერსასრუტით – ნოხები, ლეიბები, ავეჯი, მანქანის ადგილები რომლებიც გამოყენებული იქნა დაავადებული ოჯახის წევრების მიერ.

4. გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება ახლდეს თან შამპუნის გამოყენებას
ქავილი და კანზე გამონაყარი შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, ამ დროს შამპუნის გამოყენება უნდა შეწყდეს.

5. ჰიგიას შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, შუქისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს
25℃ ტემპერატურისა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
როგორია შეფუთვა და მისი შემადგენლობა
ჰიგია არის ყვითელი, წებოვანი სითხე სპეციფიური გარგარის  სუნით.
120გ შამპუნი არის პოლიეთილენის ბოთლში პოლიპროპილენის თავსახურით. ბოთლი და სავარცხელი მოთავსებულია მუყაოს ყუთში ფურცელ ჩანართთან ერთად.

შემადგენლობა:
წყალი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილ ეტოქსი სულფატი, კოკამიდი-პროპილ ბეტაინი, კოკამიდ DEA, ნატრიუმის ქლორიდი, პერმეტრინი, PEG-18 გლიცერილ ოლეატ/კოკოატი, არომატი, დისოდიუმ ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, მეთილქლოროიზოთიაზოლინონი, მეთილიზოთიაზოლინონი, სანსეტ ყვითელი(E-110).
გამოშვების ფორმა: 120გ შამპუნი პოლიეთილენის ბოთლში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Medica,  ბულგარეთი

გაფრთხილება