ჰიდრამილი / Hydramil

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები
განკუთვნილია გულისრევის საწინააღმდეგოდ,  კუჭნაწლავის პერსიტალტიკის გასაუმჯობესებლად და ელექტროლიტური ბალანსის შესავსებად.
შემადგენლობა:
წყალი, გლუკოზა,  კოჭას ფესვების  ექსტრაქტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ციტრატი, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდრიქლორიდი), ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი). ლიმონის და კოლას არომატი, ლიმონმჟავა.

გამოიყენება:
• ნებისმიერი გენეზის გულისრევის და ღებინების  საწინააღმდეგოდ;
• კუჭ-ნაჭლავის  ტრაქტის მოტორიკის  გასაუმჯობესებლად;
• ელექტროლიტული ბალანსის აღსადგენად;

კოჭას ფესვების ექსტრაქტი  ამცირებს გულისრევას და ღებინებს. არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სისტემის  მომნლებელ და მოტორულ ფუნქციას  – ამცირებს მეტეორიზმს და ყაბზობას.
B1 და B6 ვიტამინები ხელს უწყობს ფსიქოემოციური და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2  ხელს უწყობს დაღლილობის და ასთენოპათიის შემცირებას.

გამოყენების წესი:
რეკომენდებულია 1 საშეტი დღეში.
შესაძლებელია გამოყენება  სხავასხვა გზით:
1. განუზავებლად;
2. წყალში გნზავებული;
3. გაყინული;

შენახვის წესი:
ინახება  მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,  არაუმეტეს  25° C  ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 15 მლ საშეტი №10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: PJ Pharma, იტალია

გაფრთხილება