ვიტრუმ ბეიბი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები და მულტიმინერალები

ათქ კოდი  [A11AA04]

შემადგენლობა: ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს:
ვიტამინი A (ბეტაკაროტინი) 900მკგ*
ვიტამინი E 4,5მგ**
ვიტამინი  C 60 მგ
ფოლიუმის მჟავა 150 მკგ
ვიტამინი  B 1 0.7მგ
ვიტამინი  B2 0.8 მგ
ვიტამინი  B6 1 მგ
ვიტამინი  B12 1.1 მკგ
ნიკოტინამიდი 10 მგ
ვიტამინი  K1 10 მკგ
ვიტამინი  D3 5 მკგ***
ბიოტინი 20 მკგ
პანტოტენის მჟავა 3 მგ
რკინა (ფუმარატის სახით)) 9  მგ
კალციუმი 100 მგ
ფოსფორი 20 მგ
იოდი 80 მკგ
მაგნიუმი 40 მგ
სპილენძი 1 მგ
თუთია 10 მგ
მარგანეცი 1  მგ
ქრომი 20 მკგ
ქლორი 36,3 მგ
მოლიბდენი 20 მკგ
სელენი 25 მკგ
900მკგ*ბეტაკაროტინი შეესაბამება 1500 სე ბეტაკაროტენს
ვიტამინი E 4,5მგ**
შეესაბამება 6 სე ვიტამინ E-ს.
5მკგ  ქოლეკალციფეროლი შეესაბამება 200 სე ვიტამინ D3

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი,  სუკრალოზა, სორბიტოლი, მალტოდექსტრინი, ფორთოხლის წვენის ფხვნილი, E 412,  ლიმონმჟავა, კურკუმინი(E 100)+ კარმინი (E 120), ვანილინი, ვანილი.

აღწერილობა: ცხოველების ფორმის საღეჭი ტაბლეტები ღია ნაცრისფერიდან ნარინჯისფერ-მონაცრისფრო ფერამდე, ღია ან მუქი ფერის  ჩანართებით, ხილისა და ვანილის ნაზი სუნით და არომატით

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების ბალანსირებული კომპლექსი, რომელიც შეესაბამება ბავშვის დღიურ მოთხოვნას ვიტამინებზე, მინერალებსა და მიკროელემენტებზე. ხელს უწყობს  ორგანიზმის დამცავი ძალების ამაღლებას, ბავშვისა და მოზარდის ზრდასა და ფიზიკურ განვითარებას.

გამოიყენება
• ბავშვებში ინტენსიური ზრდის  და განვითარების პერიოდში ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
• ორგანიზმის დამცავი ძალების ასამაღლებად სუსტ და/ან ხშირად მოავადე ბავშვებში
• გადატანილი დაავადების შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში.
• არაბალანსირებული ან არასრულფასოვანი კვების  და უმადობისას
• მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.

უკუჩვენებები
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰიპერვიტამინოზი A და  D. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე და 5 წლის ზევით.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 2 დან 5 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, ჭამის შემდგომ, დასაღეჭად

გვერდითი მოქმედება
პრეპარატის კომპონენტებზე შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია. შესაძლოა შარდის ფერის ცვლილება ინტენსიურ ყვითელ ფერად(არ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან ეს განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით).

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური მკურნალობა
უსაფრთხოების ზომები:
არ გადააჭარბოთ დადგენილ დოზას.
დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით. არ მიიღოთ იმ პრეპარატებთან ერთად, რომელიც შეიცავენ ვიტამინებს A, E, D და რკინას,
შენახვის პირობები:
ინახება 10-30°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა – 5 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი №30; №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება