ვიტრუმ D3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქოლეკალციფეროლი/ colecalciferol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები.
VITRUM D3  1000სე   კაფსულები (ქოლეკალციფეროლი) შეიცავს ვიტამინ D, რომელიც გახსნილია საფლორის ზეთში, რაც აადვილებს ვიტამინის შეწოვას.
საკვები დანამატი სპეციალური სამედიცინო დანიშნულებისთვის.

დანიშვნის ჩვენებები
• D  ვიტამინის დეფიციტი
• იმუნიტეტის დაქვეითება
• ოსტეოპოროზი(ძვლების დაავადება)
• კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები
D ვიტამინის როლი:
D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაში და მონაწილეობს უამრავ სასიცოცხლო პროცესში.პირველყოვლისა,  D  ვიტამინი აუცილებელია   ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადექვატური ბალანსის შენარჩუნებისთვის და დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე.
გარდა ამისა  D   ვიტამინი
• მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე, რადგან ქოლეკალციფეროლი მონაწილეობს იმუნოგლობულინების (იმუნური სისტემის უჯრედების) სინთეზსა და დიფერენცირებაში.
• სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებისთვის
• ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას.
• მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ფუნქციონირებაში. კუნთებში არსებობს  D  ვიტამინის რეცეპტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე, რაც თავის მხრივ პასუხისმგებელია კუნთების სიძლიერესა და მის მასაზე. D   ვიტამინი დიდ როლს ასრულებს კუნთების (მათ შორის გულის კუნთის) მუშაობაში (შეკუმშვაში)
• მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში.
ორგანიზმში   ვიტამინის დეფიციტის მიზეზები:  ვიტამინის   25(OH)D  ოპტიმალური კონცენტრაცია ზრდასრული ადამიანის სისხლში არის 30-50 ნგ/მლ. D  ვიტამინის დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზი არის არასრულფასოვანი კვება და მზის სხივების დეფიციტი.
მიჩნეულია, რომ  კანში  D  ვიტამინის სინთეზისთვის კარგი პერიოდია მხოლოდ აპრილიდან სექტემბრამდე. ოპტიმალური ეფექტის  მისაღწევად სხეულის ზედაპირის  მინიმუმ 18% უნდა მოხვდეს მზის სხივების გავლენის ქვეშ,  მზისგან დამცავი კრემების გამოყენების გარეშე, სულ მცირე 15 წუთი დღის განმავლობაში, დილის 10:00 დან შუადღის 15:00მდე პერიოდში.
D  ვიტამინის დეფიციტი ხშირად აღენიშნებათ:
• მათ, ვინც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს დახურულ სივრცეში  და განიცდის მზის სხივების დეფიციტს.
• გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებთ, სადაც მზის სხივები არ არის ძლიერი და ხანგრძლივი(მაგ. ცენტრალური ევროპის ქვეყნები)
• მზისგან დამცავი კრემების რეგულარულ  მომხმარებლებს (ეს საშუალებები 99%-ით ამცირებენ კანში   D ვიტამინის სინთეზს
• 55 წელს ზემოთ ადამიანები (შემცირებული D ვიტამინის კანისმიერი სინთეზი.
D ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა გამოიწვიოს  ასევე  კუჭ-ნაწლავის ან თირკმლის  დაავადებებმა.
D ვიტამინის რეკომენდებული დოზები მათთვის, ვისაც აღენიშნება   ვიტამინის დეფიციტი, ან მიეკუთვნება დეფიციტის რისკის ჯგუფს: შემუშავებულია ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიერ.(ენდოკრინოლოგია პოლონეთი 2013 ნომერი 4, ივლისი-აგვისტო, ტომი 64)
• ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში
800-2000 სე/ დღეში (20-50 ug)  წონის მიხედვით სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში.
800-2000 სე დღეში  (20-50 ug)      წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თუ ზაფხულში   ვიტამინის სათანადო რაოდენობით სინთეზი უზრუნველყოფილი არ არის.
• 65 წლის ზემოთ
800-2000 სე (20-50 ug)      დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, რადგან D  ვიტამინის სინთეზის უნარი ამ ასაკობრივ ჯგუფში კანში დაქვეითებულია
• ჭარბწონიან ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში
1600-4000 სე დღეში (40-100 ug)  მთელი წლის განმავლობაში
• ფერადკანიანი პირები
1000-2000  სე  (20-50 ug)     დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში.
ღამის ცვლის მუშაკები
1000-2000 სე დღეში (20-50 ug)    წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში.
D ვიტამინის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთათვის, ვისაც აწუხებს ძვლის დაავადებები, როგორიცაა:
ოსტეოპოზი
ოსტეოპოზის განვითარების რისკი ასაკთან ერთად მატულობს.ეს დაავადება აწუხებს ქალების ერთ მესამედს მენოპაუზის შემდეგ და 50 წელს გადაცილებული მამაკაცების 8 %-ს.როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) განმარტავს, ოსტეოპოროზი წარმოადგენს ძვლის (ჩონჩხის) დაავადებას, რომელიც გამოწვულია ძვლები მინერალების ნაკლებობით.მათი სტრუქტურის მოშლით, რაც ზრდის ძვლების მტვრევადობასა და  მოტეხილობის რისკს.  სწორედ ამიტომ სპეციალისტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია საკვები რაციონის გამდიდრება  D  ვიტამინით და კალციუმით.ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობები.ეს ფაქტორები ხელს უწყობს ძვლების ფორმირებას.ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს უწყობს საკვებში  D  ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, ყავის  თამბაქოს მოხმარება,  რაც შესაძლებელია  მარტივად  იქნეს  თავიდან აცილებული.
საკვები რაციონის გამდიდრება  D ვიტამინით და სხვა ნუტრიენტებით უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადექვატურ ფუნქციონირებას. ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია   D ვიტამინის მიღება 2000-4000 სე (50-100 მკგ) პირველი სამი თვის განმავლობაში.აუცილებელია სისხლში D  ვიტამინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი მისი ოპტიმალური მიღების უზრუნველსაყოფად.
ოსტეოპენია
წარმოადგენს ძვლებში მინერალების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ოსტეოპოროზის განვითარების დასაწყისია.
ოსტეომალაცია
ძვლების არასაკმარისი  მინერალიზაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც ორგანიზმში აღენიშნებათ   D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის დარღვევას, რასაც თავის მხრივ მივყავართ კალციუმის  ნაკლებობამდე. საბოლოოდ კი ყველაფერი ეს იწვევს  ძვლების სიმყიფეს  და მოტეხილობის რისკის მატებას.
D ვიტამინის დიდი დოზით მიღება ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აღენიშნებათთირკმლის დაავადებები. თირკმელები კანისა და ღვიძლის შემდეგ ერთერთი საბოლოო პუნქტია, სადაც ხდება  D  ვიტამინის გადამუშავება და მიიღება  მისი ბიოლოგიურად აქტიური ფორმა, რომელიც ერთვება  ფიზიოლოგიურ პროცესებში. ამ პროცესის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს კალციუმ-ფოსფორის დონეზე ორგანიზმში,  რაც დამოკიდებულია ორგანიზმში  D  ვიტამინის შემცველობაზე. პრეპარატ VITRUM D3 FORTE-ს მიღება ერთდროულად მზის სხივების  ზემოქმედებასთან ერთად  არ ქმნის დოზის გადაჭარბების რისკს.ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურის მონაცემების თანახმად, D ვიტამინის სასურველი დოზა ზრდასრული ადამიანისთვის არის 4000სე დღეში (100ug)  ეს მოიცავს D ვიტამინის მიღებას ყველა   წყაროდან.

დოზირება და მიღების წესი:
12 წლიდან ზემოთ- თითო კაფსულა VITRUM D3  დღეში ერთხელ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
პრეპარატი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს   ვიტამინ   (ქოლეკალციფეროლი) 25  ug  (1000სე)
კომპონენტები: საფლორის ზეთი, ჟელატინი, სუბსტანცია ტენიანობის შესანარჩუნებლად, გლიცერინი, ვიტამინი  D (ქოლეკალციფეროლი)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პროდუქტი გამოიყენება  ექიმის დანიშნულების მიხედვით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. რეკომენდებული არ არის სხვაგვარად მისი მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური მიღებისთვის.

შენახვის
პირობები: ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება