ზაფირლუკასტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მიეკუთვნება ლეიკოტრიენული LTC4, LTD4, LTE4 რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტს, რომლებიც წარმოადგენენ ანაფილაქსიის ნელი რეაგირების სუბსტანციის შემადგენელ ნაწილს. იგი თრგუნავს სასუნთქი სისტემის გლუვი მუსკულატურის ტონუსს და ხელს უშლის ლეიკოტრიენებით გამოწვეული ეფექტების განვითარებას: სისხლძარღვების განვლადობის მომატებას, რაც იწვევს სასუნთქი გზების შეშუპებას და ეოზინოფილების შეღწევას სასუნთქ გზებში.
პრეპარატი ამცირებს ბრონქების რეაქტიულობას ალერგენების შესუნთქვისას და ასევე ბრონქოსპაზმს, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, კერძოდ, გოგირდის ორჟანგით, ფიზიკური დატვირთვით, ცივი ჰაერით. იგი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ამცირებს ბრონქული ასთმის სიმპტომების გამოხატულებას დღისით და ღამით. პრეპარატი არ მოქმედებს პროსტაგლანდინების, თრომბოქსანის, ქოლინერგულ და ჰისტამინურ რეცეპტორებზე.

ჩვენებები
ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა.
ბრონქული ასთმის მკურნალობა ბეტა-ადრენომიმეტური საშუალების არაეფექტურობის შემთხვევაში.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს 2-ჯერ დღეში. საჭიროებისას შესაძლოა დოზის თანდათანობითი მომატება. მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 მგ-ს 2-ჯერ დღეში.
ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ალკოჰოლური ციროზის დროს საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს 2-ჯერ დღეში. პრეპარატის დოზის კორექცია წარმოებს ავადმყოფის რეაქციის მიხედვით მკურნალობაზე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს თავის ტკივილი, დისპეფსია, იშვიათად – ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში. არის მონაცემები ინფექციური დაავადების განვითარების სიხშირის მომატების შესახებ. განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის მხრივ, თუმცა ამ დროს პრეპარატის მოხსნა არ არის საჭირო.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი არ ინიშნება ბრონქოსპაზმის კუპირებისთვის ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის დროს
♦  ზაფირლუკასტი ინიშნება რეგულარულად იმ შემთხვევაშიც, თუ დაავადების სიმპტომები არ არის გამოხატული. ასევე ბრონქული ასთმის გამწვავებისას. პრეპარატის გამოყენება ბრონქული ასთმის ლაბილური ან არასტაბილური ფორმების სამკურნალოდ შესწავლილი არ არის.
♦  პრეპარატი როგორც შემცველი საშუალება არ ინიშნება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების მიღების უეცარი შეწყვეტისას;
♦ არ მოიპოვება რეკომენდაციები პრეპარატის გამოყენების შესახებ ღვიძლის (გამონაკლისია ალკოჰოლური ციროზი) და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.
♦ ზაფირლუკასტის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში დადგენილი არ არის, რის გამოც იგი ამ პერიოდში არ ინიშნება. პრეპარატი გადადის დედის რძეში. ამიტომ მისი დანიშვნა ამ პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.
♦ პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.
♦ პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.

გაფრთხილება