ზანოცინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ოფლოქსაცინი/OFLOXACIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ოფლოქსაცინი…………….     200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფართო სპექტრის ანტიმიკრობული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან.
ზანოცინს გამოხატული აქვს ბაქტერიციდული ეფექტი ბაქტერიის უჯრედის დნმ-ჰირაზის ინჰიბირების და დნმ-ის სპირალიზაციის პროცესის დათრგუნვის შედეგად. პრეპარატი აქტიურია იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც გამოყოფენ ბეტა-ლაქტამაზებს.
ზანოცინის მიმართ მგრძნობიარეა:  Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Citrobacter, Klebsiella spp. (Klebsiella pneumonia-ს ჩათვლით), Enterobacter spp., Hafnia, Proteus spp. (Proteus mirabilis-ს ჩათვლით, Proteus vulgaris – ინდოლ დადებითი და ინდოლ უარყოფითი), Salmonella spp., Shigella spp. (Shigella sonnei-ს ჩათვლით), Yersinia enterocolitica, Campylobacter jejuni, Aeromonas hydrophila, Plesiomonas aeruginosa, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Haemophilus influenzae, Chlamydia spp., Legionella spp., Serratia spp., Providencia spp., Haemophilus ducreyi, Bordetella parapertussis, Bordetella pertussis, Moraxella catarrhalis, Propionibacterium acne, Brucella spp. პრეპარატის მიმართ სხვადასხვა მგრძნობელობა აქვთ: Enterococcus faecalis, Streptococcus pyogenes, pneumoniae და viridans, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfringens, Corynebacterium spp., Helicobacter pylori, Listeria monocytogenes, Gardnerella vaginalis. უმრავლეს შემთხვევაში არ არიან მგრძნობიარენი: Nocardia asteroides, ანაერობული ბაქტერიები (მაგ., Bacteroides spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Eubacter spp., Fusobacterium spp., Clostridium difficile). არ მოქმედებს Treponema pallidum-ზე.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პარენტერული მიღებისას ხდება მისი სრული და სწრაფი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 25%-ს. იგი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით (80% 24 საათში), ხოლო 4% გამოიყოფა განავალით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.

ჩვენებები:
გინეკოლოგიური ინფექციები (კოლპიტი, ადნექსიტი, ცერვიციტი, სალპინგოოფორიტი, ენდომეტრიტი, პარამეტრიტი);
საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, პიელონეფრიტი);
სასუნთქი გზების ინფექცია (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია);
ყელ-ყურ-ცხვრის ინფექცია (ტონზილიტი, ოტიტი, სინუსიტი, ფარინგიტი);
მხედველობის ორგანოების ინფექცია (ბლეფარიტი, კერატიტი);
კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია (ცელულიტი, იმპეტიგო);
ძვლების და სახსრების ინფექცია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაწლავური ინფექცია);
სეპტიცემია;
ენდოკარდიტი;
ტუბერკულოზის კომბინირებული თერაპია;
ინფექციური დაავადების პროფილაქტიკა ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნიტეტით.

მიღების წესი და დოზირება:
საშარდე გზების და კუჭნაწლავის ტრაქტის ინფექციის დროს ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში.
სხვა ინფექციების დროს 200 მგ 400 მგ-მდე 2-ჯერ დღეში.
ცერვიციტის ან ურეთრიტის დროს, რომელიც გამოწვეულია ქლამიდიებით 300 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
პროსტატიტის დროს, რომელიც გამოწვეულია E,coli-ით 300 მგ 2-ჯერ დღეში 6 კვირის განმავლობაში. გაურთულებელი გონორეის დროს 400 მგ ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ციება.
კუჭნაწლავის სისტემისა და ღვიძლის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.
ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, სისუსტე, აგრეთვე გულისცემის შეგრძნება, სტომატიტი, ქეილიტი.

უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*ორსულობა;
*ლაქტაცია.

ჭარბი დოზირება:
არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250Cტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: RANBAXY LABORATOIRES, ინდოეთი 

გაფრთხილება