ზოპიკლონი – ZOPICLONE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ზოპიკლონი წარმოადგენს ციკლოპიროლონების ჯგუფის საძილე საშუალებას. ციკლოპირონოლი სტრუქტურით განსხვავდება ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატებისაგან. პრეპარატის საძილე მოქმედება განპირობებულია მაღალი აფინურობით. გაემს-ას ტიპის რეცეპტორების სუბპოპულაციასთან ცნს-ში, რაც აძლიერებს გაემ-ას შემაკავებელ მოქმედებას. საძილე ეფექტი აღინიშნება ნახევარი საათის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან. იგი არ ამცირებს „სწრაფი“ ძილის ფაზას, ახანგრძლივებს ნელ ძილს და უზრუნველყოფს ნორმალური ფიზიოლოგიური ძილის ინიცირებას. მისი მოქმედება გრძელდება 6-8 საათი. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება არ იწვევს ავადმყოფურ მძინარობას და დაღლილობის შეგრძნებას დილისათვის, რაც დამახასიათებელია ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატების ჯგუფის საძილე საშუალებებისათვის.
პრეპარატი პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მისი ელიმინაციის ნახევარპერიოდი შეადგენს 3,5-6 საათს. პრეპარატის დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. იმონოლი განიცდის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც წარმოიქმნება 2 ძირითადი მეტაბოლიტი – N-დესმეთილზოპიკლონი (არა აქტიური) და S-ზოპიცინის ოქსიდი (ნაწილობრივ აქტიური). ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.
პირის ღრუში მწარე გემოს არსებობა შეიძლება აიხსნას იმოლონის გამოყოფით ნერწყვთან ერთად.
ჩვენებები
მოკლევადიანი, მკურნალობა დარღვეული ძილის დროს: უძილობა, გაძნელებული ძილი, გარდამავალი, სიტუაციით გამოწვეული ან ქრონიკული უძილობა, რომელიც რეალურად პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას აუარესებს.
ზოპიკლონი ზრდის ღამის ცვლაში მომუშავეთათვის ხანგრძლივ და ეფექტურ დღის ძილს.
დოზირების რეჟიმი
მიიღება პერორალურად, მოზრდილების დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს (1 ტაბ) ძილის წინ. ხანგრძლივი უძილობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე (2 ტაბ.).
ხანდაზმულ ავადმყოფებში ნიშნავენ ნახევარი დოზით 3.75 მგ. შეძლებისდაგვარად შეარჩევენ მცირე დოზას, რომელიც დამოკიდებულია მის ეფექტურობასა და შეწოვაზე. შემდგომში დოზა შესაძლოა გაიზარდოს. მაგრამ მიუხედავადა იმისა, რომ თირკმელების ფუნქციის დარღვევისას სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება არ აღინიშნება, საწყისი დოზა შეიძლება განახევრდეს.
მკურნალობის კურსი არ აღემატება 4 კვირაზე მეტ ხანს. პრეპარატის გახანგრძლივებული მიღება არ არის სასურველი წამლისადმი დამოკიდებულების განვითარების რისკის გამო.
გვერდითი მოვლენები
ხშირად ადგილი აქვს – მწარე ან ლითონის გემოს პირის ღრუში. იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებს (ღებინება, გულისრევა) და ფსიქიურ მოშლილობას (აღგზნება),
იშვიათად შეიმჩნევა ალერგია (ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ავადმყოფური მძინარობა, იშვიათად – თავბრუსხვევა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.
უკუჩვენებები
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* სუნთქვის გამოხატული უკმარისობა;
* თირკმელების უკმარისობა;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
*  პრეპარატი არ ინიშნება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში და პაციენტებში;  რომელთაც გააჩნია თიმუნოლის მიმართ იდიოსინკრაზია.
განსაკუთრებული მითითებები
♦ მკურნალობისას საჭიროა ალკოჰოლის მიღებისას და აგრეთვე ცნს-ზე მომქმედი საშუალებებისგან თავის შეკავება.
♦ პაციენტებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია რეკომენდებულია პრეპარატი 3.75 მგ დოზით.
♦ პრეპარატისადმი დამოკიდებულების რისკი იზრდება პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება.
♦ რისკი მცირეა, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა არ აჭარბებს 4 კვირას.
♦ უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე ზემოქმედება: მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოვლენები ნაკლებად ვითარდება, პრეპარატის მიღებიდან მომდევნო დღეს, პაციენტს დიდი სიფრთხილე მართებს მანქანის მართვისას.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი არ იწვევს მწვავე რეაქციებს. დარღვევები ძირითადად გარდამავალი ხასიათისაა. მაღალი დოზების გამოყენებისას (15 ტაბ. და მეტი) შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მეხსიერების დაკარგვას, რაც ნიველირდება ფლუმაზელინის ინტრავენური შეყვანით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზოპიკლონი აქვეითებს იმიპრამინის კონცენტრაციას. ეს ყურადსაღებია
იმოლონის ერთდროული მიღებისას ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან;
ერითრომიცინი აჩქარებს იმოლონის შეწოვას და ახანგრძლივებს მის გამოყოფას.
– ცნს-ზე პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას აძლიერებს სხვა ცნს-ის დამთრგუნველები – საძილე საშუალებები, ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და ნარკოზული საშუალებები.
– ზოპიკლონის აქტივობა შეიძლება გააძლიერონ საშუალებებმა, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის ენზიმების აქტივობას.

გაფრთხილება