ზრდის თრომბოციტული ფაქტორი (ნატუროპათი) / PDGF (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
PDGF – ზრდის თრომბოციტული ფაქტორი

შემადგენლობა
PDGF 4CH
PDGF 15CH
PDGF 30CH

ბიოლოგიური ეფექტები
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანგიოგენეზში. PDGF-ს შეიცავს თრომბოციტები; მისი სინთეზი ხდება მეგაკარიოციტებში. ყოველ თრომბოციტში ზრდის თრომბოციტული ფაქტორის დაახლოებით ათასი მოლეკულაა. ეს ფაქტორი ქსოვილების რეპარაციის ძლიერი სტიმულატორია. მისი შესაბამისი რეცეპტორები სისხლძარღვთა კედელში არსებულ ფიბრობლასტებში და გლუვკუნთოვანი ქსოვილების უჯრედებშია განლაგებული და ამ უჯრედების პროლიფერაციას
ასტიმულირებენ. გარდა ამისა PDGF-ი ზრდის შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი კომპონენტების (გლიკოზამინგლიკანების, კოლაგენისა და სხვა) პროდუქციას.
ჩვენებები
დაავადებები, რომლებიც ორგანოების დეგენერაციით მიმდინარეპოტენცირებული
ობს – პარკინსონის დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი. შესწავლაშია მისი უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა.
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის. 15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება