ზღვის თევზის ღვიძლის ქონი / Ultra God Liver Oil Omega 3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რეკომენდებულია: ბავშვების, ქალებისა და მამაკაცებისთვის ზოგადად ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და კერძოდ, გულის, თავის ტვინისა და მხედველობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის.
– არ შეიცავს შაქარს
– გამოყენებულია მხოლოდ 100% ბუნებრივი არომატიზატორები
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება ორი კაფსულა შეიცავს რდნ %*
ომეგა-3 თევზის ქონი 540 მგ
ვირთევზას ღვიძლის ქონი 540 მგ
უზრუნველყოფს    
EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 116 მგ
DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) 106 მგ
ვიტამინი E 11 მგ α-TE 92
ვიტამინი D (D3 48 IU სახით) 1,2 მკგ 24
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსჰორმონებს, სახამებელსწებოვანას (გლუტენს), მარილს ან საფუარს

* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მგ=მილიგრამი, მკგ=მიკროგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული
გამოყენების წესი: ორი კაფსულა დღეში კვების დროს წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან, მაგალითად, რძესთან ან ფორთოხლის წვენთან ერთად. არ დააყოლოთ ცხელი სასმელი, ვინაიდან ამან კაფსულის ნაადრევი დაშალა შეიძლება გამოიწვიოს. არ უნდა დაიღეჭოს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გაფრთხილება ალერგიის დროს: შეიცავს თევზს. ნებისმიერი საკვებისმიერი ალერგიის არსებობის შემთხვევაში ან თევზის და თევზის პროდუქტების მიმართ ალერგიის აღმოჩენისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის წესი: შეინახეთ 25°C და ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან და სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისგან.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება