ზუმ გელი / Zumm gel

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსკეტოპროფენი/ dexketoprofen

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
პრეპარატის ათქ კოდი
M02AA27
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი 18.45 მგ (რომელიც ექვივალენტურია 12,5 მგ დექსკეტოპროფენის).
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი ჰომოპოლიმერი, ეთანოლი 96%, ლავანდის ზეთი, მენთოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
ზუმ გელი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს), პროპიონის მჟავას წარმოებული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც ასრულებენ ძირითად ფუნქციას ანთების, ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში.

ფარმაკოკინეტიკა
გელის სახით ადგილობრივი გამოყენებისას, პრეპარატი ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ კუმულირდება ორგანიზმში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 5%-ს, რაც განაპირობებს ზემოქმედების ადგილობრივ ხასიათს და სისტემური ეფექტების არარსებობას.
გელის ადგილობრივი გამოყენებისას, დექსკეტოპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 4 საათის შემდეგ. პრეპარატი სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან 24 საათის შემდეგ.
დადგინდა, რომ პრეპარატის თერაპიული დონე სინოვიალურ სითხეში დექსკეტოპროფენის 1,25% გელის გამოყენების შემდეგ ექვივალენტურია ან მეტია კეტოპროფენის 2,5% გელის გამოყენების შემდეგ მიღებულ დონეზე.

ჩვენება
მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული ანთებითი, ანთებით-დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები (მათ შორის, რევმატოიდული ართრიტი, სპონდილოართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი);
– რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი და ა.შ.);
-რბილი ქსოვილების და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადატვირთვის, ნაღრძობის, დაჟეჟილობის შედეგად და ა.შ.).

გამოყენების წესი და დოზირება
ზუმ გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. გამოსაყენებელი პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია ანთებითი პროცესის და ტკივილის სინდრომის გამოხატულებაზე.
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ზუმ გელი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5 გ-ს, რაც შეესაბამება დაახლოებით გელის 14 სმ-ს. გელი დაიტანება კანის დაუზიანებელ ნაწილზე და უნდა შეიზილოს სრულ გაწოვამდე. არ არის ნებადართული პრეპარატის წასმა ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.
ზუმ გელის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტხანს.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს, ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
– ანამნეზში ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ურტიკარია ან ანგიონევროზული შეშუპება, რომელთა განვითარება დაკავშირებული იყო მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე ნივთიერებების გამოყენებასთან (აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასპ);
– კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მითითებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი სახით: იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათი – დერმატიტი (სიწითლე, ქავილი, კანის შეშუპება); სიხშირე უცნობია – ფოტოსენსიბილიზაცია.
იმუნური სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი).

უსაფრთხოების ზომები
ზუმ გელი დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, ღია ჭრილობაზე მისი წასმა არ უნდა მოხდეს. საჭიროა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის ფართო უბნებზე. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში ან ლორწოვან გარსებზე. მკურნალობის დროს და მკურნალობიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საჭიროა თავის არიდება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისაგან და სოლარიუმში ვიზიტისაგან.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მზის დამცავი საცხების, ფენოფიბრატის და ქიმიურ სტრუქტურაში ბენზოფენონის შემცველი სხვა პრეპარატების პარალელური გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი რეაქციები.
ზუმ გელი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

გავლენა ავტოსატრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ზუმ გელი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე ან პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
დექსკეტოპროფენის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.
ზუმ გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში
მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ბავშვებში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ზუმ გელის დაბალი აბსორბციის გამო, რთულია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მისი ურთიერთზემოქმედების შეფასება.
დოზის გადაჭარბება
ჭარბი დოზის გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან დექსკეტოპროფენის სისტემური აბსორბცია, მისი გარეგანი გამოყენების დროს, ძალიან დაბალია.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C –ზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა
60 გ გელი ალუმინის ტუბში.
1 ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გამოშვების ფორმა: 1.25% 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი

გაფრთხილება