თიეთილპერაზინი – THIETHYLPERAZINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას. მოქმედებს ე.წ. გამშვები (ტრიგერ) ზონის ქემორეცეპტორებზე და უშუალოდ ღებინების ცენტრზე. პრეპარატი ხსნის თავბრუსხვევას რეტიკულურ ფორმაციაში ლოკალიზებულ კოორდინაციის ცენტრებზე ზემოქმედებით. ეფექტი ვითარდება სწრაფად, ჩვეულებრივ პირველი გამოყენების შემდეგ.
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის გულისრევა და ღებინება (მათ შორის ორსულობის დროს), ცენტრალური და ვესტიბულური გენეზის თავბრუსხვევა.
დოზირების რეჟიმი
პერორალურად ან რექტალურად მოზრდილებში და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზევით ინიშნება 6.5 მგ 1-3-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევაში – 1 მლ კანქვეშ, კუნთებში ან ინტრავენურად. პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკის მიზნით – 1-2 კუნთებში ოპერაციის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე.
გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, ძილიანობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარება.
უკუჩვენებები
* დეპრესია;
* კომატოზური მდგომარეობა;
* გლაუკომის მწვავე შეტევა;
* მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში;
♦  პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს;
♦  იგი ასევე მოქმედებს ავადმყოფის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე, მისი რეაქციის უნარზე;
♦  პრეპარატი იწვევს ალკოჰოლის, ბენზოდიაზეპინების, ნარკოტიკული ანალგეტიკების და სხვა პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას;
♦  თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას.

გაფრთხილება