თიდაზინი – TIDAZIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
გულყვითელას ნაყენი; 20გრ. კრაზანას ნაყენი, 5 გრ.მზესუმზირის ზეთი; 55გრ.თაფლის სანთელი 20გრ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შეიცავს ფლავონიდებს, კაროტინოიდებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვა; ახასიათებს ეპითელური ქსოვილის სწრაფი რეგენერაცია და გრანულაციური ქსოვილის განვითარება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აჩქარებს შეხორცების პროცესს.
დანიშნულება:
პრეპარატი გამოიყენება ჭრილობების, ჩირქოვანი პოსტოპერაციული ჭრილობების, დამწვრობის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ჰემოროიდული კვანძების, მასტიტის სამკურნალოდ.
გვერდითი მოქმედება:
არ არის დადგენილი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
– ჭრილობა იხვევა მსუბუქად მარლის ორმაგ ფენაზე დატანილი მალამოთი, საფენი იცვლება 24 სთ–ში ერთხელ. საფენის გამოცვლის წინ დაზიანებული არე უნდა იყოს სახვევისაგან თავისუფალი 1 სთ–ის განმავლობაში.
– მძიმე დამწვრობის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული წესით მკურნალობის ერთი კვირის თავზე ჭრილობა მუშავდება 2% ბრილიანტის ხსნარით და შემდეგ მკურნალობა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.
–  საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ჰემოროიდული კვანძების დროს:
ჰიგიენური პროცედურის შემდეგ გამოიყენება ტამპონის სახით.
–მასტიტების დროს – კომპრესის სახით.
–კვანძის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში მალამო ედება ყოველ 8 სთ–ში ერთხელ.
გამოშვების ფორმა: 30 და 50გრ. ალუმინის ან პოლიმერული მასალის ტუბი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთნ ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გაფრთხილება