იმოპერი – IMOPER

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ლაქტულოზა/ LACTULOSE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 200 მლ, შეფუთვაში საზომ ჭიქასთან კომპლექტში.
1 მლ
ლაქტულოზა………  667 მგ
სხვა ინგრედიენტები:
გალაქტოზა არა უმეტეს 150 მგ, ლაქტოზა არა უმეტეს 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კალიუმის სორბატი 202, კარამელის არომატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმოპერი შეიცავს ლაქტულოზას (საქაროზას), რომელიც არ იშლება წვრილი ნაწლავის ფერმენტებით და აღწევს მსხვილ ნაწლავში უცვლელი სახით. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ზემოქმედებით ორგანულ მჟავებად გადამუშავდება, რაც იწვევს ნაწლავში მჟავიანობის შემცირებას და მსხვილი ნაწლავის შემცველობის გაზრდას. ეს ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას (ნაწლავების კედლების რითმულ შევიწროვებას), აწესრიგებს განავლის კონსისტენციას და აღადგენს მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიურ რითმს.
ჩვენებები:
ყაბზობის სამკურნალოდ და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის რეგულირებისათვის;
კლინიკური საჭიროების დროს განავლის დასარბილებლად და დეფეკაციის გასაადვილებლად ბუასილის, ანალური ფისტულების და ნახეთქების დროს, ქირურგიული ოპერაციული ჩარევების საჭიროების დროს მსხვილ ნაწლავსა და ანალურ ხვრელზე;
პორტალური სისტემური ენცეფალოპათიისას – ღვიძლის პრეკომისა და კომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
დოზირების რეჟიმი:
სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთჯერადად დილით ჭამის დროს.
სადღეღამისო დოზები განისაზღვრება ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. პრეპარატის მოქმედების სპეციფიკური მექანიზმის გამო კლინიკური ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში.
ეფექტის არარსებობისას პრეპარატის მიღების პირველი ორი დღის შემდეგ შეიძლება დოზის მომატება.
სადღეღამისო რეკომენდებული დოზები:
ყაბზობა და დეფეკაციის გაადვილების კლინიკური საჭიროება
ღვიძლის პრეკომა და კომა

საწყისი დოზა შემანარჩუნებელი დოზა
მოზრდილები 10-45 მლ 10-25 მლ
7-14 წლის ბავშვები 15 მლ 10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები 5-10 მლ 5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ბავშვები 5 მლ 5 მლ

სადღეღამისო საწყისი დოზა 30-50 მლ 3-ჯერ. სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა ისე, რომ რბილი განავალი იყოს დღე-ღამეში 2-3ჯერ, იმ გაანგარიშებით, რომ განავლის pH მაჩვენებელი იყოს 5,0-5,5 ფარგლებში.
გვერდითი მოვლენები:
– მიღების პირველ დღეებში შეიძლება მოხდეს მეტეორიზმის განვითარება (ნაწლავში გაზების წარმოქმნა). ჩვეულებრივ ეს მოვლენა თანდათან მცირდება და გაივლის.
– რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს მუცლის არეში ტკივილები და დიარეა, რაც დოზის შემცირებას საჭიროებს.
– ხანგრძლივი დრის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას ღვიძლის პრეკომისა და კომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შეიძლება განვითარდეს ფაღარათი და ორგანიზმში მარილების ბალანსის დარღვევა.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
*ნაწლავური გაუვალობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
იმოპერის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება რეკომენდებული დოზებითა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობით.
განსაკუთრებული მითითებები:
რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკური ეფექტის არარსებობის ან ყაბზობის განახლების დროს მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
სადღეღამისო რეკომენდებული დოზების დანიშვნა ყაბზობის სამკურნალოდ ან დეფეკაციის გასაადვილებლად პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით დასაშვებია.
მონაცემები დამხმარე ნივთიერებათა შესახებ:
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, მისი გამოყენება შეუძლებელია ავადმყოფებში ლაქტოზას უკმარისობით, გალაქტოზემიით ან გლუკოზურ/გალაქტოზური სინდრომით.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
იმოპერი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს. მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილები მუცლის არეში და ფაღარათი. ამ შემთხვევებში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რეკომენდებულია იმოპერის ერთობლივი გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომელთა შეწოვა ან ორგანიზმიდან გამოყოფა დამოკიდებულია ნაწლავის მჟავიანობაზე, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მის შემცირებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადა შეფუთვის გახსნიდან – 28 დღე.
მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROIAN AD., ბულგარეთი

გაფრთხილება