იმოვაქსი ოერილონს – IMOVAX OERILLONS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაქცინა.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ვაქცინა: ფლაკონში 1 დოზა, შეფუთვაში 10 ფლ., შპრიცთან და გამხსნელთან კომპლექტში
1 დოზა
პაროტიტის ცოცხალი ატენუირებული ვირუსი…….  5000 სე
გამხსნელი: საინექციო წყალი ამპულაში 0.5 მლ.
ჩვენებები:
ეპიდემიური პაროტიტის პროფილაქტიკა.
დოზირების რეჟიმი:
გამოიყენება კანქვეშ ან კუნთებში. ვაქცინაცია ტარდება ვაქცინის 1 დოზის ერთჯერადი შეყვანით 12 თვის ასაკიდან. აცრა არ არის რეკომენდებული 12 თვემდე ასაკის ბავშვებში, მათ ორგანიზმში დედის ანტისხეულების არსებობის გამო.
აცრილებთან კონტაქტი არ არის საშიში.
ეპიდემიური პაროტიტის პროფილაქტიკისათვის ვაქცინა გამოდის ლიოფილიზირებული სახით. გახსნილი პრეპარატი გამჭვირვალეა და გააჩნია ფერი, რომელიც ვარირებს უფერო ყვითელი ფერიდან გამჭვირვალე მოვარდისფრო-მოყვითალო ფერებს შორის.
გამოყენებული შპრიცი აუცილებლად უნდა განადგურდეს. გახსნილი ვაქცინა გამოყენებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
გვერდითი მოვლენები:
– ინექციის ადგილას შესაძლოა უმნიშვნელო ერითემატოზული რეაქციის განვითარება, რომელსაც ხანდახან თან ახლავს ტემპერატურის ზომიერი მომატება და (იშვიათად) – ყბა-ყურის ჯირკვლების ანთება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ხანმოკლე და უმნიშვნელოა, რომელიც ვლინდება ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ ან მოგვიანებით.
– მონიტორინგის შედეგად იშვიათად აღინიშნება ნევროლოგიური დარღვევები როგორიცაა: მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი და ცალმხრივი სიყრუე. ვაქცინის შეყვანის შემდეგ 30 დღის განმავლობაში, რომელიც შეიცავს Urabe AM-9-ის შტამს, აღინიშნება არაბაქტერიული მენინგიტი გართულებების გარეშე. ხანდახან ცერებროსპინალური სითხიდან შეიძლება იზოლირებულ იქნას ეპიდემიური პაროტიტის ვირუსი. ზოგიერთ შემთხვევებში სპეციალური მეთოდის გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე და ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვაზე იძლევა ვაქცინის მსგავსი ვირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
– ასეპტიური მენინგიტის შემთხვევების სიხშირე ვაქცინაციის დროს შედარებით დაბალია, ვიდრე ეპიდემიური პაროტიტის, რომელიც პაროტიტის ველური ვირუსით არის გამოწვეული. ჩვეულებრივ ადგილი აქვს გამოჯანმრთელებას რაიმე გართულებების გარეშე.
– ორქიტის განვითარების შემთხვევები ძალზე იშვიათად აღინიშნება.
უკუჩვენებები:
*მწვავე ინფექციური დაავადებები;
*პროგრესირებადი დაავადებები (მწვავე ან ქრონიკული);
*თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი;
*კვერცხის ცილების მიმართ დადასტურებული ალერგია;
*ორსულობა.
თეორიულად, შიდსის ინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგჩვენებას ეპიდემიური პაროტიტის დროს აცრის ჩასატარებლად. ამასთან ერთად, აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში ვაქცინაცია რეკომენდებულია ჩატარდეს სპეციალური კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსაკუთრებული მითითებები:
*პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კანამიცინის მიმართ დადგენილი ალერგიის დროს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმუნოგლობულინის გამოყენებისას, ყველა სახის მკურნალობის ჩატარების შემდეგ, აგრეთვე სისხლის გადასხმის შემდეგ აუცილებელია დაცული იქნას ინტერვალი არანაკლებ 6 კვირისა (დაახლოებით 3 თვე). იმუნოგლობულინების შეყვანა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: AVENTIS PASTEUR, საფრანგეთი

გაფრთხილება