ინტეტრიქსი – INTETRIX – ИНТЕТРИКС

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტილიქინოლი, ტილბროქინოლი/
TILIQUINOL; TILBROQUINOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
ტილიქინოლი…………..   50 მგ
ტილბროქინოლი………  200 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნაწლავური ანტისეპტიკი მოქმედების ფართო სპექტრით. ახასიათებს ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოული მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Vibrio cholerae; Entamoeba histolitica, Candida-ს ტიპის სოკოების მიმართ. განსხვავებით ჰიდროქსი – 8 – ქინოლინის სხვა წარმოებულებისაგან არ შეიცავს იოდის და ქლორის იონს, არ არღვევს ნაწლავის საპროფიტული ფლორის წონასწორობას.
ჩვენებები:
ინფექციური გენეზის მწვავე დიარეა (თუ არ არის ეჭვი ჭიებით ინვაზიაზე);
ქრონიკული ნაწლავური ამებიაზი (კომბინაციაში სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც მოქმედებს  ქსოვილოვანი ფორმის ამებაზე), ამებამტარებლობა (ამების სანათურის ფორმები);
დიარეის პროფილაქტიკა ენდემურ რაიონებში ყოფნისას და მოგზაურობისას.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით: მძიმედ მიმდინარე მწვავე ნაწლავური ინფექციებისას – დღეღამური დოზა 6–8 კაფსულა; მიღების ჯერადობა – 3–4 –ჯერ დღეში.
დაავადების საშუალო სიმძიმით მომდინარეობისას – დღეღამური დოზა შეადგენს 4–6 კაფსულას. მკურნალობის კურსი –3–5 დღ.
ქრონიკული ამებიაზისას – 4 კაფსულა დღეში 10 დღის მანძილზე; ერთი–ორი თვის შემდეგ კურსი მეორდება.
სოკოთი გამოწვეული დიარეის დროს, ასევე ფართო სპაქტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას მიკოზის პროფილაქტიკისთვის – 3 კაფსულა დღეში.
ეპიდემიურ რეგიონებში მოხვედრისას ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით – 2 კაფსულა დღეში ენდემურ ზონაში ყოფნის მანძილზე. მიიღება ჭამის წინ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ბავშვებში დანიშვნისას კაფსულა შეიძლება გაიხსნას და შეერიოს 1 ჩაის კოვზ საჭმელს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
სიფრთხილით: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.
გვერდითი ეფექტები:
გულისრევა, გასტრალგია.
განსაკუთრებული მითითება:
არ არის რეკომენდებული 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით დანიშვნა.
არ ინიშნება ერთდროულად ჰიდროქსიქინოლინის სხვა წარმოებულებთან.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSRN INTERNATIONAL

გაფრთხილება