ინტიკაპსი / Inticaps

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა (1კაფსულა):
ჟენშენის ფესვი – 0,0999გრ.
ასკორბინის მჟავა – 0.05გრ.
თუთიის ოქსიდი – 0.02გრ.
იოჰიმბინის ჰიდროქლორიდი – 0.005გრ.
ნატრიუმის სელენიტი – 0.0001გრ.

დამხმარე ნივთიერება: მყარი ჟელატინის კაფსულა.
ენერგეტიკული ღირებულება: 100გრ. – 186,7კკალ./781კჯ.

რეკომენდაცია მოხმარებისთვის:
შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია ექიმის მიერ, როგორც საკვებ დანამატს მამაკაცთა რაციონში, დამატებით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (მცენარეული წარმოშობის) და მიკროელემენტების მისაღებად, რათა მოხდეს ორგანიზმის გაძლიერება, მოხდეს ფიზიკური ამტანობის ამაღლება და იმისთვის, რომ შეიქმნას ოპტიმალური პირობები სასქესო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ასევე მიეცეს პაციენტს რეკომენდაცია, რომ დაიცვას ბალანსირებული კვებითი რეჟიმი, შეზღუდოს ცხოველური ცხიმების, ალკოჰოლის, შაქრის და ტკბილეულის მიღება.
სიფრთხილის ზომები: ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ღვიძლის და თირკმლის პათოლოგია, ადრენომიმეტიკებით მკურნალობა, არტერიული ჰიპერტენზია, ფსიქიკური დარღვევები, მომატებული გაღიზიანობადობის მდგომარეობა.
ინტიკაფსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
არ არის წამალი/არასარეცეპტო.

მიღების წესი: მამაკაცებმა – 1 კაფსულა 2-3ჯერ დღეში (დღეღამური დოზა), უმჯობესია ჭამის დროს, 150-200მლ. წყლის დაყოლებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. არ გამოიყენოთ კაფსულები დაზიანებული შეფუთვიდან.

მიღების ხანგრძლივობა: კურსი 20 დღე, შემდგომში მიღების ხანგრძლივობას და კურსის გამეორების საჭიროებას წყვეტს მკურნალი ექიმი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C-სა.

შენახვის ვადა: 3 წელი წარმოებიდან. არ გამოიყენოთ დავის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: კაფსულა მასით 0,175 (+ -)  5 %, კოლოფში არის 2 ბლისტერი, თითოეულზე 10 კაფსულა.გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Borshchahivskiy CPP, უკრაინა

გაფრთხილება