დიაზოლინი – DIAZOLINUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მებჰიდროლინი/MEBHYDROLIN
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1 – ჰისტამონური რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი ასუსტებს ჰისტამინის სპაზმოგენურ ეფექტს ბრონქებისა და ნაწლავების გლუვი კუნთების მიმართ, ასევე ამცირებს მის გავლენას სისხლძარღვების განვლადობაზე. გააჩნია ნაკლებად გამოხატული სედაციური და საძილე ეფექტი.
ჩვენებები:
სეზონური ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კვებითი და წამლისმიერი ალერგია, დერმატოზი, სხვა ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* ჰიპრმგრძნობელობა;
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი და სხვა ანთებითი დაავადება;
* 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლნები:
კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრულ მიდამოში, პირის სიმშრალე.
ცნსის მხრივ: თავბრუსხვევა, პარესთეზია,დაღლა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, რეაქციის სიჩქარის შენელება.
იშვიათად შარდის გამოყოფის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, გრანულემატოზი და აგრანულოციტოზი.
დოზირება: პერორალურად 100–200მგ 1–2–ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 50 მგ. დრაჟე; 100მგ ტაბ,დრაჟე
მწარმოებელი: FARMAK UKRAINE

 

გაფრთხილება