გლიცეროლო ზეტა / GLICEROLO ZETA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლიცეროლო ზეტა / GLICEROLO ZETA-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გლიცერინი/glycerol

გლიცეროლო ზეტა / GLICEROLO ZETA-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები


გლიცეროლო ზეტა / GLICEROLO ZETA აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


1. რა არის გლიცეროლო Zeta და რისთვის გამოიყენება იგი
გლიცეროლო Zeta  შეიცავს აქტიური ნივთიერება გლიცერინს, რომელიც ეკუთვნის საფაღარათო საშუალებებს – მედიკამენტებს,  რომლებიც  ხელს უწყობენ   განავლის გამოძევებას ნაწლავებიდან. ეს წამალი არის განკუთვნილი მოკლევადიანი მკურნალობისათვის.
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ შეამჩნევთ გაუმჯობესების ან გაუარესების სიმპტომებს 7 დღის შემდეგ

2. რა უნდა იცოდეთ, სანამ გამოყენებით გლიცეროლო Zeta-

არ
გამოიყენოთ გლიცეროლო Zeta
– თუ თქვენ ხართ ალერგიული გლიცერინის და ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (აღწერილი 6);
– თუ თქვენ გაქვთ მწვავე ან აუხსნელი მუცლის ტკივილი;
– თუ თქვენ გაქვთ გულისრევა ან ღებინება;
– თუ თქვენ გაქვთ ნაწლავის შევიწროება (სტენოზი);
– თუ თქვენ გაქვთ უცნობი წარმოშობის  რექტალური სისხლდენა;
– თუ გაქვთ  ნაწლავების სისხლძარღვების შეშუპება (მწვავე ჰემოროიდული კრიზისი) ტკივილით და სისხლდენით;
– თუ გაქვთ  დეჰიდრატაცია.

სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლიცეროლო Zeta-ს მიღებამდე;
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ან / და არ გაქვთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა,  აცნობეთ  ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.
საფაღარათე საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ. ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს.
თუ თქვენ განიცდით ყაბზობას, რომ გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არის  ქრონიკული ხასიათის,  ასეთ დროს აუცილებელია ექიმის ჩარევა, რომელიც გასცემს შესაბამის დანიშნულებას და განახორციელებს თერაპიული პროცესის მონიტორინგს.  მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც მოულოდნელად გეცვლებათ ნაწლავების პერისტალტიკის ჩვევა (ევაკუაციის სიხშირე), როდესაც ნაწლავების გაუვალობა გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს და როდესაც  საფაღარათო საშუალების გამოყენებამ ვერ მოგცათ ეფექტი.
მიიღეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე, რათა სითხე დაეხმაროს ნაწლავებს ფეკალური მასების დარბილებაში საფაღარათო საშუალებებთან ერთად.
საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით.  მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების)  შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვების გამდიდრება საკვები ბოჭკოების და წყლის ადექვატური რაოდენობით.
დაბალანსებულმა საკვებმა, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი პროდუქტებითა და სითხით, შეიძლება მოაგვაროს შეკრულობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბევრი ადამიანი თვლის რომ აწუხებთ ყაბზობა, თუ არ აქვთ კუჭის მოქმედება ყოველდღიურად, მაგრამ ეს არის მცდარი მოსაზრება. შეკრულობად მოიაზრება ის მდგომარეობა, თუ  განავალი არის მცირე პორციებით და მყარი ფეკალური მასებით. თუ ასეთი მდგომარეობა ხშირად მეორდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები
12 წლამდე ასაკის  ბავშვებში გლიცეროლო Zeta -ს გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ან იღებთ ან აპირებთ რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტები.სხვა მედიკამენტებთან უარყოფითი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ თქვენ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, მიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე. მიიღეთ ეს წამალი მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა:
ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები და სასურველია მის შესახებ გვქონდეს ინფორმაცია წინასწარ.

3. როგორ გამოვიყენოთ გლიცეროლო Zeta
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ანოტაციაშია გათვალისწინებული ან მიგითითათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.
მითითებული მინიმალური დოზა   საკმარისია ფეკალური მასების  მარტივი ევაკუაციისათვის.თავდაპირველად გამოიყენება დაიწყეთ  მინიმალური დოზით.
გამოყენება მოზრდილებსა და მოზარდებში:
მოზრდილებსა და მოზარდებში რეკომენდირებულ დოზას წარმოადგენს ერთი ერთჯერადი მოზრდილთა მიკრო ოყნა 6.75მგ-იანი ან მაქსიმუმ 2 ერთჯერადი მოზრდილთა მიკრო ოყნა დღეში.
მოხსენით კომტეინერს   თავსახური და აუცილებლად გამოიყენეთ თავმოხდილი რადგან შეიძლება მოხდეს გაჟონვა არსებული სითხის თუ თქვენ დააწვებით გოფრირებულ მემრანას თავსახურის მოხსნის გარეშე.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ  იგივე ხსნარი  სამკურნალო საშუალების რათა მოახდინოთ დატენიანება კოპრიკათეტერის  სანამ შეიყვანთ სწორ ნაწლავში და შემდეგ მოუჭირეთ ხელი არსებულ გოფრირებულ მემბრანას.მოხსენით კათეტერი გოფრირებულ მემბრანის დაჭერით.თითეული სათავსის გამოყენება შეიძლება ერთჯერადად. პროდუქტიის გამოყენება უნდა მოხდეს მთლიანად.
საფაღარათოები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არა უმეტეს 7 დღე(იხილეთ უსაფრთხოების ზომები) სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტს.
გამოყენება ბავშვებში.

ბავშვებში 6 დან 11 წლამდე დასაშვებია ერთი კონტეინერი გლიცეროლო ZETA 4.5 გრ.  საჭიროების დროს მაქსიმუმ  2 კონტეინერი ერთჯერადი გამოყენებით დღეში.
ბავშვები 2 დან 6 წლამდე რეკომენდირებულია გლიცეროლო ZETA 2.25 გრ ერთი კონტეინერი, საჭიროების დროს მაქსიმუმ 2 კონტეინერი ერთჯერადი გამოყენებით დღეში.
გლიცეროლო ZETA -ს  დოზის გადაჭარბება:
თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი დოზით  ან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვა.სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს იხილეთ(სიფრთხილის ზომები).
ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:წყურვილი,ღებინება,სისუსტე,შეშუპება, ძვლების ტკივილი(ოსტეომალაცია) და  ჰიპოალბუმინურია.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს  ან უახლოეს საავამყოფოს.
თუ გააქვთ კითხვები  გლიცეროლო ZETA-ს გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა პრეპარატმა გლიცეროლო ZETA-მ შეიძლება  გამოიწვიოს  გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:
არ არსებობს  მონაცემები (ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის).
-ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკი და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით,უფრო ხშირად მწვავე ყაბზობა.
-გაღიზიანება სწორი ნაწლავის.

გვერდითი მოვლენები:
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენები რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ გვერდით: www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili რომელიც წარმოადგენს ეროვნულ სისტემას გვერდითი მოვლენების შესახებ.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება საშუალებას მოგვცემს შევიტყოთ მეტი პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში   მზის სხივისაგან დაცულ ადგილას.
არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.კითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები.ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს გლიცეროლო ZETA.
გლიცეროლო ZETA  რექტალური ახალშობილთა ხსნარი 2.25 გრ.

აქტიური ინგრედიენტი გლიცერინი. ყოველი  ერთჯერადი დოზა შეიცავს:გლიცერინს  2.25გრ. სხვა ინგრედიენტები:გვირილის თხევადი ექსტაქტი,ბალბის თხევადი ექსტრაქტი,სახამებელი და გამოხდილი წყალი.

გლიცეროლო ZETA ბავშვების რექტალური ხსნარი 4.5 გრ.
აქტიური ინგრედიენტი გლიცერინი.ყოველი  ერთჯერადი დოზა შეიცავს:გლიცერინს  4.5გრ. სხვა ინგრედიენტები:გვირილის თხევადი ექსტაქტი,ბალბის თხევადი ექსტრაქტი,სახამებელი და გამოხდილი წყალი.

გლიცეროლო ZETA დიდების  რექტალური ხსნარი 6.75 გრ.
აქტიური ინგრედიენტი გლიცერინი.ყოველი  ერთჯერადი დოზა შეიცავს:გლიცერინს  4.5გრ. სხვა ინგრედიენტები:გვირილის თხევადი ექსტაქტი,ბალბის თხევადი ექსტრაქტი,სახამებელი და გამოხდილი წყალი.

ფარმაცევტული ფორმა  და
შემცველობა:
გლიცეროლო zeta ახალშობილთა 2.25 გრ რექტალური ხსნარი. კოლოფში 6 ერთჯერადი მიკროოყნა  გვირილით და ბალბით.
გლიცეროლო zeta  ბავშვების 4.5 გრ რექტალური ხსნარი. კოლოფში 6 ერთჯერადი მიკროოყნა  გვირილით და ბალბით.
გლიცეროლო zeta  დიდების 6.75 გრ რექტალური ხსნარი. კოლოფში 6 ერთჯერადი მიკროოყნა  გვირილით და ბალბით.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Zeta Farmaceutice, იტალია

გაფრთხილება