დიგესტოდორონი – ველედა / Digestodoron

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიგესტოდორონი – ველედა / Digestodoron-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დიგესტოდორონი – ველედა / Digestodoron-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


დიგესტოდორონი – ველედა / Digestodoron  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური სუბსტანციები: ჩადუნას (Dryopteris filix-mas) ფოთლის სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 36 მგ / კილამურას (Polypodium vulgare) ფოთლის სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 8 მგ / წნორის, წითელი ტირიფისა და მანეულის (Salix alba, S. purpurea, S. viminalis) ფოთლების სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 80 მგ / ირმის-ენას (Phyllitis scolopendrium) ფოთლის სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 36 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმბეჰენატი.

ჩვენებები
საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ქრონიკული ანთების ფონზე განვითარებული, მაგალითად, გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (გრანულომატოზური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი).

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ 15 წუთით ადრე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად; 5 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ დაფხვნილი ან წყალში/ჩაიში გახსნილი სახით.
ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი; ბავშვები 2-დან 5 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი; ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში 1-2 ტაბლეტი; მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 1-3-ჯერ დღეში 2-4 ტაბლეტი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #100 ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ველედა, გერმანია

გაფრთხილება