დერმატოსანი / DERMATOSANI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერმატოსანი / DERMATOSANI-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დერმატოსანი / DERMATOSANI-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალება


დერმატოსანი / DERMATOSANI აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:-აქტიური სუბსტანცია: სალიცილის მჟავა 3%, რეზორცინი 1%, ბორის მჟავა6%.

დამხმარე სუბსტანცია: ვაზელინი, თუთიის ოქსიდი და სხვა.

ჩვენება:– დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი,ნეიროდერმიტი და პიოდერმია.

გამოყენების წესი და დოზირება:-გამოიყენება ადგილობრივად გარეგანად. დერმატოსანის მალამო თხელ ფენად  დაიტანება კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.

გვერითი მოვლენები:-ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. სახეზე ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ტელეანგიოექტაზიები.

უკუჩვენება:- ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულიოზი, მიკოზი, კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ჩუტყვავილა), ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

შენიშვნა:-მალამოს გამოპყენება ხდება კანის მშრალ ზედაპირზე.სისველით მიმდინარე პროცესების  შემთხვევაში საჭიროა საფენების ან საღებავების გამოყენება კერის სრულ გაშრობამდე.

გამოშვების ფორმა:– 25გ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:- 2 წელი. ვარგისიანობის  ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:- ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,არა უმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 25გ მალამო
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ვიტაფარმი,  საქართველო

გაფრთხილება