დერმატოპი – DERMATOP

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერმატოპი – DERMATOP-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პრედნიკარბატი/PREDNICARBATE

დერმატოპი – DERMATOPვ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის


დერმატოპი – DERMATOP აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 3 გ
1 გ
პრედნიკარბატი………………….  2.5 მგ
ხსნარი: ფლაკონში 20 მლ
1 მლ
პრედნიკარბატი…………………   2.5 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენების. ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედების. აფერხებს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას. კანზე მოქმედებისას ხდება ნეიტროფილების დაგროვების პრევენცია, რაც განაპირობებს ანთებითი ექსუდატისა და ციტოკინების პროდუქციის, მაკროფაგების მიგრაციის, ინფილტრაციის და გრანულაციის პროცესების შეფერხებას.
მაზი ახდენს კანზე ჰიდრატირებულ მოქმედებას, ამაღლებს მის ელასტიურობას, მნიშვნელოვანწილად ამდიდრებს ეპიდერმისს ცხიმით და ღრმად აღწევს ქსოვილში.
ჩვენებები:
უბრალო ალერგიული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, უბრალო ქრონიკული ლიქენი, ეგზემა, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, დამწვრობა.
მიღების წესი და დოზირება:
გამოყენება გარეგანი. მაზი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად 1–2–ჯერ დღეში და მსუბუქად შეიზილება. რეკომენდებულია თავი აარიდოთ ხანგრძლივ უწყვეტ გამოყენებას (4 კვირაზე მეტი).
პრეპარატის თერაპიული ეფექტი შეიძლება გაიზარდოს დაზიანებულ ადგილზე დროებითი ოკლუზიური ნახვევის დადებით.
ადგილობრივი ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის თანდართვისას საჭიროა ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების გამოყენება.
თუ კანის ქრონიკული დაზიანება მშრალია, მაშინ უმჯობესია მაზის გამოყენება, ხოლო სველი დაზიანებისას – კრემი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ვაქცინაციის შემდგომი კანის მხრივ რეაქცია, სიფილისი, ტუბერკულოზი; სოკოვანი, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები (ყვავილი, ჩუტყვავილა, ჰერპესი, პიოდერმია, აქტინომიკოზი, ბლასტომიკოზი, სპოროტრიქოზი), კანის სიმსივნე,(კიბო, ნევუსი, ათერომა, ეპითელიომა, მელანომა, ჰემანგიომა, ქსანტომა, სარკომა); ორსულობა.
გვერდითი მოქმედება:
წვა, კანის ქავილი, სტეროიდული ფერისმჭამელა, სტრიები, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი.
ხანგრძლივი გამოყენებისას: კანის ატროფია, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, ტელეანგიექტაზია, პურპურა, პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპერტრიხოზი;
დიდ ფართზე დატანისას შესაძლებალია სისტემური მოქმედება (გასტრიტი, კუჭ–ნაწლავის დაწყლულება).
განსაკუთრებული მითითება:
სახის კანზე გამოყენებისას მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.
მწარმოებელი: HOECHST MARION ROUSSEL

გაფრთხილება