დერმასეპტი – DERMASEPT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერმასეპტი – DERMASEPT-ის ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო დერმატოლოგიური საშუალება.


დერმასეპტი – DERMASEPT აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) ………..  3.00 გ;
მეტა – დიჰიდროქსიბენზოლი (რეზორცინი)………………………. 1.00 გ;
70% ეთილის სპირტი …………………………………………………… 50 მლ – დე.
მოქმედების მექანიზმი:
ხსნარის შემადგენლობაში შედის ქლორამფენიკოლი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომლის მოქმედების მექანიზმიც მდგომარეობს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დარღვევაში. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასევე რეზორცინი   –   ანტისეპტიკური ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს ასევევ დერმატოპროტექტორული თვისებები. რეზორცინის სხვადასხვა კონცენტრაციის სპირტიანი ხსნარები ფართოდ გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა– აკნე, ეგზემა, სებორეა, ქავილი, სოკოვანი დაავადებები.   მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს კერატოლიზურ აქტივობაში.
ჩვენება:
ვულგარული აკნე, ბაქტერიული ეგზემა, სებორეული კანი და სხვა დერმატიტები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით და გართულებული ინფექციებით.
კანის ზედაპირული შეზღუდული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით, რომელთა მკურნალობა სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით არაეფექტურია.
დერმასეპტი მაღალეფექტურია ზღვით გამოწვეულიგამონაყარების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება:
სითხეს ისმევენ კანის დაზიანებულ უბანზე ბამბის ტამპონით დღეში 1-2ჯერ (შესაძლებელია მეტჯერაც) დაავადების სიმძიმის მიხედვით.
უკუჩვენება:
* ფსორიაზი, ჰიპერმგრძნობელობა ლევომიცეტინისადმი.
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს კანის გამოშრობას, ამ დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ კანის ფართო ზედაპირის დაზიანების დორს.

ურთიერთქმედება სხვა სამკუნრალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
(მაგ:თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები):

შეზღუდვები არ გააჩნია.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავეპერსონალზე:
დანიშნულებისამებრ   მოხმარებისას არ ახდენს გავლენას.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისაღები ზომები: ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლენილი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ არსებობს.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (180C – 200C), სინათლი საგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 50 მლ ან 70 მლ ტევადობის მინის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
წამლის ფორმა: ხსნარი
აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შ. პ. ს   „ გეომედი “

გაფრთხილება