დიბაზოლი – DIBAZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიბაზოლი – DIBAZOL-ის საერთაშორისო დასახელება: ბენდაზოლი/BENDAZOL

დიბაზოლი – DIBAZOL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოდილატაციური საშუალება


დიბაზოლი – DIBAZOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1% ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
ბენდაზოლი……………………… 10 მგ 50 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვაზოდილატაციური საშუალება; ხასიათდება ჰიპოტენზიური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, ასტიმულირებს ზურგის ტვინს, გააჩნია ზომიერი იმუნომასტიმულირებელი აქტიობა. შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ახდენს უშუალო სპაზმოლიტურ მოქმედებას. აადვილებს სინაპსურ გადაცემებს ზურგის ტვინში. იმუნოსტიმულაციური აქტიობა დაკავშირებულია ცამფ–ისა და ცგმფ–ის თანაფარდობითი კონცენტრაცისს რეგულაციასთან, რაც იწვევს მომწიფებული სენსიბილიზებული Tდა B ლიმფოციტების პროლიფერაციას, ურთიერთმარეგულირებელი ფაქტორის სეკრეციას მათ მიერ, კოოპერატიულ რეაქციას და უჯრედის საბოლოო ეფექტური ფუნქციის აქტივაციას.
ახასიათებს ხანმოკლე (2–3სთ) და ზომიერი ჰიპოტენზიური ეფექტი, კარგი ამტანობა. იწვევს ტვინის სისხლძარღვების ხანმოკლე გაფართოებას და ამიტომ უფრო მეტად ნაჩვენებია ტვინში ადგილობრივად სისხლისმიმოქცევის დარღვევით განპირობებული (ცერებრალური არტერიის სკლეროზი) ტვინის ჰიპოქსიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიისას.
ჩვენებები:

პერიფერიული არტერიების სპაზმი: კორონაროსპაზმი, არტერიალური ჰიპერტენზია (მათ შორის ჰიპერტონული კრიზი);
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი: კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის კოლიკა, თირკმლის და ღვიძლის ჭვალი;
პოლიომოელიტის ნარჩენი მოვლენები, სახის ნერვის პერიფერიული დამბლა, პოლინევრიტი.

მიღების წესი და დოზირება:
ჰიპერტონული კრიზი – ვენაში ან კუნთში – 3–4 მლ 1% ან 6–8 მლ 0.5% ხსნარი;
არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატებისას კრიზის გარეშე – 2–4 მლ 1% ან 4–8 მლ 0.5% ხსნარი 2–3–ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები:
არტერიული ჰიპერტენზიისას არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობა, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; სიფრთხილით გამოიყენება მოხუცებში.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქცია. მაღალ დოზებში გამოყენებისას – სიცხის შეგრძნება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იცავს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის მომატებისგან, განპირობებულს არასელექტიური ბეტა– ადრენობლოკატორებით.
აძლიერებს ჰიპოტენზიური და დიურეზული სამკურნალო საშუალებების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ფენტოლამინი აძლიერებს ბენდაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
მწარმოებელი: BIOPHARM

გაფრთხილება