დილსანი – ორალური წვეთები / Dillsun Oral Drop

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დილსანი – ორალური წვეთები / Dillsun Oral Drop-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


დილსანი – ორალური წვეთები / Dillsun Oral Drop აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
კამის (Anethum graveolens) ეთერზეთი
მოქმედი ნივთიერებები
კარვონი, ფელანდრენი
ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები
კამის ეთერზეთი – ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და აძლიერებს პერისტალტიკას, აქტიური ნივთიერებები ხსნის სპაზმს და ხელს უშლის ნაწლავებში აირების დაგროვებას
ჩვენებები
• მეტეორიზმი
• დისპეფსიური მოვლენები
• კოლიკა
• სპაზმი
დოზირება და მიღების წესი
მიიღეთ 7-20 წვეთი  3 ჯერ დღეში
უკუჩვენებები და გაფრთხილებები
კამის ეთერზეთის მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური დოზაა 2მგ/კგ/დღეში; პროდუქტის ყოველი მლ შეიცავს 20მგ ეთერზეთს, ამაზე მეტი რაოდენობით გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული რაოდენობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა.  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ბოდვა, თავბრუსხვევა და თირკმლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ამ პროდუქტის უსაფრთხოება არ არის შეფასებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს. საჭიროა მისი სარგებლობის განისაზღვრა პოტენციურ რისკთან შედარებით.
დამატებითი შენიშვნები
• სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად   დილსანის ორალური წვეთი შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მოხუფეთ და შეინახეთ სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30 °C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები15მლ-იანი ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება