დექსტროზა – DEXTROSE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფდექსტროზა – DEXTROSE-ის არმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი აღჭურვილია რეჰიდრაციული და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. იგი წარმოადგენს ორგანიზმისათვის ძვირფას საკვებ მასალებს. დექსტროზა ადვილად შეიწოვება ორგანიზმში, ქსოვილებში მისი წვის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ენერგია, რომელიც ხმარდება მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს. დექსტროზის (5%) ხსნარი გამოიყენება ორგანიზმის სითხით შესავსებად.
ვენაში პრეპარატის ჰიპერტონული ხსნარის (10%, 20%, 40% შეყვანისას იზრდება სისხლის ოსმოსური წნევა, მატულობს სითხის ნაკადი ქსოვილებიდან სისხლში, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება ღვიძლის ანტიტოქსიკური ფუნქცია, ძლიერდება გულის კუნთის კუმშვადობა, ფართოვდება სისხლძარღვები, იმატებს დიურეზი.


დექსტროზა – DEXTROSE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
დექსტროზას ხსნარებს ხშირად იყენებენ მედიცინაში ჰიპოგლიკემიის, ინფექციური დაავადებების, ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის დისტროფია და ატროფია) დროს;
გულის დეკომპენსაციის;
ფილტვების შეშუპების;
ჰემორაგიული დიათეზის;
ტოქსიკოინფექციების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების (ნარკოტიკებით ნახშირორჟანგით, ციანწყალბადმჟავათი და მისი მარილებით, ანილინით, დარიშხანით, ფოსგენით ან სხვა ნივთიერებებით მოწამვლა) და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს.
ორგანიზმში ნახშირწყლების ნაკლებობით, ღებინების, ფაღარათის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციის, ოპერაციისშემდგომ პერიოდში.
იყენებენ შოკისა და კოლაფსის შემთხვევაში.
იგი წარმოადგენს სხვადასხვა სისხლის შემცველელებისა და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტს. პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა საშუალებების განზავებისათვის მათი ვენაში შეყვანის დროს.
პრეპარატის ხსნარს მეთილენის ლურჯთან ერთად იყენებენ ციანწყალბადმჟავით მოწამვლის დროს.
ხშირად პრეპარატი ინიშნება ასკორბინის მჟავასთან ერთად.
დექსტროზას 40%-იანი ამპულირებული ხსნარი, რომელიც შეიცავს 5% მაგნიუმის ასკორბინატს, ზოგჯერ გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების დროს, რომელთან თან ახლავს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლა (ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, დიურეზულებთან ერთად და სხვა), ასევე ვეგეტატური ნევროზების, ძილის მოშლის დროს.
დოზირების რეჟიმი
ვენაში შეყავთ წვეთოვანი სახით:
– 5% ხსნარი – მაქსიმალურად 150 წვეთი/წუთში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 2 ლ.
– 10% ხსნარი (მაქსიმალურად 60 წვეთი/წთ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში – 500 მლ;
– 20% ხსნარი (მაქსიმალურად 30-40 წვეთი/წთ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში – 300 მლ;
– 40% ხსნარი (მაქსიმალურად 30 წვეთი/წთ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში – 250 მლ; მაგნიუმის ასკორბინატი შეყავთ ვენაში ნელა, დღეში ერთხელ 10 მლ; მკურნალობის კურსი მოიცავს 10-15 ინექციას.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია იონური ბალანსის დარღვევა;
იშვიათად ადგილობრივი გაღიზიანება, თრომბოფლებიტი.
უკუჩვენებები
ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი.
განსაკუთრებული მითითებები
დექსტროზას 5% ხსნარის ოსმოლარობის გაზრდისათვის შეიძლება მისი კომბინირება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან.
დექსტროზას უფრო სწრაფი და სრული შეთვისებისათვის კანქვეშ შეჰყავთ 4-5 ერთეული ინსულინი. ხოლო მისი სწრაფი და სრული შეწოვისათვის, კანქვეშ შეყავთ 4-5 ერთეული ინსულინი.

გაფრთხილება