დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი – SERUM ANTIDIPHTHERICUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი – SERUM ANTIDIPHTHERICUM-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი.


დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი – SERUM ANTIDIPHTHERICUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 და 2 დოზა, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპ.
შრატის 1 დოზა………………… 10000სე
1 ამპ.
შრატის 2 დოზა………………… 20000 სე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სპეციფიკური იმუნოგლობულინების შემცველ ცხენის სისხლის შრატის ცილოვან ფრაქციას, ჰიპერიმუნიზირებული დიფტერიული ანატოქსინით, რომელიც გაწმენდილია და კონცენტრირებულია პეპტიური გადახარშვის და მარილოვანი ფრაქციონირების მეთოდით.
პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე ან ოპალესცირებულ უფერო ან მოყვითალო ხსნარს ნალექის გარეშე.
კონსერვანტი – ქლოროფორმი 0.5%.
ბიოლოგიური და იმუნობიოლოგიური თვისებები:
შრატის 1 მლ შეიცავს ანტიტოქსიკური აქტივობის არანაკლებ 1500 სე, რომელიც იწვევს დიფტერიის ბაქტერიის ტოქსინის ნეიტრალიზაციას.
ჩვენებები:
დიფტერიით დაავადებული ავადმყოფების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზირება:
სასის დიფტერიის ლოკალიზებული ფორმების დროს შეჰყავთ 10000-20000 სე (ერთჯერადი დოზა), სუბტოქსიკური ფორმის დროს – 40000-50000 სე, I ხარისხის ტოქსიკური ფორმის დროს – 50000-70000 სე;  II ხარისხის – 60000-80000 სე; III ხარისხის და ჰემორაგიული ფორმის დროს – 100000-120000 სე. ხორხის დიფტერიის დროს – 40000-50000 სე. კურსობრივი დოზა 2-2,5-ჯერ აღემატება ერთჯერად დოზას.
ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შრატის შეყვანა მეორდება 1 დღეღამის შემდეგ, ხოლო დიფტერიის ტოქსიკური ფორმების დროს – პირველი 2 დღეღამის განმავლობაში შრატის შეყვანა წარმოებს 12 საათის შემდეგ.
შრატი შეყავთ კუნთებში ბარძაყის ზედა-გარეთა 1/3-ში ან დუნდულოში.
პირველი შეყვანის წინ აუცილებლად კეთდება კანის სინჯი განზავებული ცხენის შრატით 1:100 (ამპულა მარკირებულია წითელი ფერით), რათა დადგინდეს მგრძნობელობა ცხენის შრატის მიმართ; შრატი, განზავებული 1:100, მოცულობით 0.1 მლ, შეყავთ კანში წინა მხრის მომხრელ ზედაპირზე. რეაქციის აღრიცხვა ხდება 20 წუთის შემდეგ. სინჯი უარყოფითია, თუ შეშუპება ან შეწითლების დიამეტრი  შეყვანის ადგილას ნაკლებია 1 სმ-ზე. სინჯი დადებითია, თუ შეშუპება ან შეწითლება აღწევს დიამეტრში 1 სმ-ს ან მეტს.
კანის უარყოფითი სინჯის შემდეგ დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის 0.1 მლ (ამპულა მარკირებულია ლურჯი ფერით) შეჰყავთ კანქვეშ წინა მხრის ზედა 1/3-შ. თუ ადგილობრივი და საერთო რეაქცია არ აღინიშნება 45±15 წუთის შემდეგ, კუნთებში შეჰყავთ შრატის დანიშნული დოზა, რომელსაც ათბობენ (36±1)0C. პრეპარატის მაქსიმალური მოცულობა შეყვანილი ერთ ადგილას არ უნდა აღემატებოდეს (8±2) მლ-ს. ავადმყოფი აცრის შემდეგ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში.
კანის დადებითი სინჯის ან კანქვეშ შეყვანილი 0.1 მლ შრატის შემთხვევაში რეაქციის განვითარებისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. დესენსიბილიზაციისათვის შეყავთ კანქვეშ შრატი, განზავებული 1:100, მოცულობით 0.5 მლ, 2.0 მლ 5.0 მლ ინტერვალით 15-20 წუთი, შემდეგ იგივე ინტერვალებით შეჰყავთ კანქვეშ 0.1 მლ და 1,0 მლ განუზავებელი შრატი. თუ რეაქცია არ აღინიშნება, შეყავთ დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის დანიშნული დოზა. დესენსიბილიზაციასთან ერთად ავადმყოფს უკეთდება შოკის საწინააღმდეგო საშუალებები.
ამპულის გახსნა და პროცედურის ჩატარება წარმოებს ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვით. შრატის გახსნილი ამპულა ინახება დახურული სტერილური საფენით არა უმეტეს 1 საათისა 20±20C. გახსნილი ამპულა განზავებული 1:100 შენახვას არ ექვემდებარება.
არ შეიძლება ვადაგასული, არასწორად შენახული, მთლიანობა, გამჭვვრვალობა და მარკირება დარღვეული ამპულის გამოყენება.
რეაქცია შეყვანაზე:
პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, რის გამოც აცრების გაკეთების ადგილი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი საშუალებებით შოკის საწინააღმდეგო თერაპიის ჩასატარებლად.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5± 30C ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: IMMUNOPRTPARAT, რუსეთი

გაფრთხილება