დიფრარელი-E – DIFRAREL E

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიფრარელი-E – DIFRAREL E-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოპროტექტორი


დიფრარელი-E – DIFRAREL E აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.
1 ტაბ.
მოცვის ანტოციანოზიდური ექსტრაქტი………………   50 მგ
α-ტოკოფეროლის აცეტატი (ფხვნილის სახით) ………  50 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფლავონიდის პრეპარატები ხასიათდებიან ვენომატონიზირებელი და ვაზოპროტექტორული მოქმედებით (ავიწროებენ სისხლძარრვებს, ამაღლებენ წინააღმდეგობას და აქვეითებენ კაპილარების გამავლობას). ფარმაკოლოგიური გამოკვლევებით დადგენილი იქნა ანტიოქსიდანტური და ვაზოპროტექტორული მოქმედება.
ვაზოპროტექტორული ეფექტი ვლინდება დაზიანებული ბაზალური მემბრანის დონეზე, ეს ხდება კოლაგენის ნორალიზაციის  და სისხლარღვოვანი გამტარობის კონტროლის დონეზე, კოლაგენაზის მოქმედების მიმართ რეზისტენტობის გაზრდის გამო.
ჩვენებები:
ვენო–ლიმფატური უკმარისობისათვის დამახსიათებელი ფუნქციონალური გამოვლენისას დამხმარე მკურნალობის სახით (მძიმე ფეხები, ტკივილი);
დამხმარე სიმპტომატური მკურნალობა კანის კაპილარების სიმყიფის დროს (ექკიმოზები, პეტექიები);
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის დაქვეითება სისხლძარღვოვანი წარმოშობის.
მიღების წესი:
1–2 დრაჟე 3–ჯერ დღეში. დრაჟეს მთელს ყლაპავენ, ჭიქა წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 20 დღეს.
აუცილებლობისას მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.
გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები (იშვიათად)
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი
შენახვის პირობები და ვადა:
3 წელი. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილზე.
მწარმოებელი: Laboratories LEURQUIN MEDIOLANUM S.A.

გაფრთხილება