დრ. ტაისი სალბის ექსტრაქტი – DR. THEISS EXTRACTUM SALVIAE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემკვრელი და სადეზინფექციო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის:ფლაკონში 50 მლ
10 მლ
სალბის თხიერი ექსტრაქტი……..    5 გ
ეთილის სპირტი…………………..    2 გ
გლიცერინი, პიტნის ზეთი, წყალი.
ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.
1 ტაბ.
სალბის ექსტრაქტი……………        50 მგ
სალბის ზეთი…………………           6 მგ
ასკორბინის მჟავა…………..          20 მგ
ლიმონის მჟავა, გლუკოზის სიროფი, საქაროზა, წყალი.
ჩვენებები:
პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, გლოსიტი, სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი).
მიღების წესები და დოზირება:
ხსნარი:
პრეპარატის 50 წვეთს ხსნიან 100 მლ თბილ წყალში და ივლებენ პირში 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7-10 დღის გამავლობაში.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება წყლით განზავების გარეშე შეზელვით, ან პირის ღრუს ლორწოვანის ირიგაციით 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.
ტაბლეტები: 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში. აჩერებენ პირში სრულ გაწოვამდე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი შეიცავს 16% ალკოჰოლს.
პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები:
*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ეთილის სპირტის გამო, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მის გამოყენება რეკომენდებული არ არის;
*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
*ალკოჰოლური სასმელების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობას ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

გაფრთხილება