ეთამზილატი – ETHAMSYLATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეთამზილატი წარმოადგენს ანტიჰემორაგიულ საშუალებას. იგი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმების სტიმულირებას, ამცირებს სისხლდენის ხანგრძლივობას, ზრდის თრომბოციტების რაოდენობას. მათ აქტივობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. მისი ეფექტი ვლინდება სისხლდენის ხანგრძლივობის სტატისტიკური შემცირების და თრომბოციტების რიცხვის ზომიერი მომატების სახით. პრეპარატი არ მოქმედებს პროთრომბინის დროზე, არ გააჩნია ჰიპერკოაგულაციური თვისებები და არ უწყობს ხელს თრომბის წარმოქმნას. იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს პერიფერიული სისხლის შემადგენლობაზე, ცილებისა და ლიპოპროტეინების კონცენტრაციაზე. მისი მოქმედებით ფიბრინოგენის დონე იზრდება უმნიშვნელოდ, ხოლო ერითროციტების დალექვის სიჩქარე უმნიშვნელოდ მცირდება.
მისი მოქმედების სავარაუდო მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის გამააქტივებელ ეფექტთან თრომბოპლასტინის ფორმირებაზე. ეთამზილატი იწვევს კაპილარების კედლის განმავლობის შემცირებას. მისი ანგიოპროტექტული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კაპილარების ენდოთელიუმზე და ენდოთელიუმშორისო სივრცის ძირითად ნივთიერებებზე ზემოქმედებით და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით. ეთამზილატის ჰემოსტატური ეფექტი ვლინდება სწრაფად. პრეპარატის მოქმედება იწყება ინტრავენური ინექციიდან 5-15 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს, რომელიც მცირდება შემდგომი 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის კუნთებში შეყვანისას მოქმედება ვლინდება უფრო ნელა, ხოლო პერორალური მიღებისას მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 3 საათის შემდეგ.
ჩვენებები
კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ:
ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობა (ვერლგოფის დაავადება, ვილებრანდ-იურგენსის დაავადება, თრომბოპათია), სისხლის სისტემური დაავადების თანმხლები ჰემორაგიული სინდრომით, რომელიც განპირობებულია ჰემოსტაზის სისხლძარღვოვანი ფაქტორით;
მეტრო-მენორაგიების მკურნალობა (ფუნქციური, ფიბრომიომა);
დიაბეტური მიკროანგიოპათიების დროს (განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათიის ჰემორაგიული ფორმა, განმეორებითი სისხლჩაქცევა ბადურაში და ჰემოფტალმი);
შინაგანი სისხლდენების, მათ შორის ტრავმული სისხლდენების დროს, გადაუდებელ თერაპიაში სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
ოტორინოლარინგოლოგიაში (პრეპარატით პრემედიკაცია უზრუნველყოფს კარგ ჰემოსტაზს ტონზილექტომიის, ადენოტომიის, ყურის მიკროქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ვინაიდან აჩერებს სპონტანურ სისხლდენებს, ასევე დროებით სისხლდენებს ოპერაციული ჩარევის შემდეგ);
ოფთალმოლოგიაში (კერატოპლასტიკის დროს მცირდება არასასურველი გამოსავალი სისხლდენის გამო. ოპერაცია კატარაქტის გამო, ბადურას ჩამოფცქვნა, გლაუკომის შემთხვევაში ოპერაციების დროს იძლევა კარგ პრეოპერაციულ ჰემოსტაზს და ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების ხარისხს. აგრეთვე ხელს უწყობს დიაბეტური და პოსტკონტუზიური რეტინული და ვიტრეული სისხლდენების გაჩერებას);
სტომატოლოგიაში (აჩერებს სისხლდენებს პირის ღრუში ოპერაციების დროს, მაგალითად, კისტის გრანულომის რეზექცია და კბილების ექსტრაქციის შემდეგ);
უროლოგიაში (ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების მოცულობას და ხანგრძლივობას პროსტატექტომიის შემდეგ, თირკმელების სიმსივნის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ);
ქირურგიაში (ხანგრძლივი და სათუთი ჩარევა ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილებზე);
გინეკოლოგიაში და მეანობაში (პოსტოპერაციული ჰემორაგიების პროფილაქტიკა ჰისტერექტომიის, უტეროტომიის, სიმსივნის ამოკვეთის, ორსულობის შეწყვეტის დროს; ასევე დასაშვებია ეთამზილატის გამოყენება, როგორც დამხმარე საშუალების მოსალოდნელი აბორტის დროს, მშობიარობის შემდგომი და პოსტაბორტული სისხლდენის, მეტრორაგიების დროს და სხვა);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან სისხლდენის დროს;
წამლისმიერი ჰემორაგიები, თუ ისინი არ არის გამოწვეული ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებით.
დოზირების რეჟიმი
პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია ეთამზილატის 1-2 ამპულის (2-4 მლ) შეყვანა ინტრავენურად, ან კუნთებში (რაც შეესაბამება პრეპარატის 0.25-0.5 გ-ს) 1 საათით ადრე, ან 2-3 ტაბლეტი (თითო 0.25 გ) 3 საათით ადრე ოპერაციამდე. აუცილებლობის შემთხვეაში შეყავთ 1-2 ამპულა ინტარვენურად ოპერაცის დროს. სისხლდენის საშიშროების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ 2-4 ამპულა ოპერაციის შემდეგ, ან უნიშნავენ 2-8 ტაბლეტს თანაბარი ინტერვალებით 24 საათის განმავლობაში.
გადაუდებელ შემთხვევაში კეთდება 1-2 ამპულა ინტრავენურად ან კუნთებში, შემდგომ ყოველ 4-6 საათში 1 ამპულა (ან 2-2 ტაბ.).
საინექციო ხსნარით გაჟღენთილი ტამპონი შეიძლება გამოვიყენოთ ადგილობრივად ჭრილობაზე.
დიაბეტური მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ (რეტინოპათია ჰემორაგიით) ინიშნება კურსობრივად 2-3 თვის განმავლობაში 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში ან 1 ამპულა კუნთებში 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
დისპეფსია, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ჰიპერემია, სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება, პარესთეზიები ქვემო კიდურებში.
უკუჩვენებები
* ეთამზილატი პრაქტიკულად არატოქსიკურია. შესაძლებელია მისი კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, დამატება საინფუზიო ხსნარებთან;
* დაუშვებელია მისი მიღება, როგორც ერთარდეთი საშუალების ანტიკოაგულანტებით გამოწვეული სისხლდენის დროს.
* არ შეიძლება მისი შერევა სხვა პრეპარატებთან ერთ შპრიცში.

გაფრთხილება