კლომეზოლი ვაგინალური სუპოზიტორია – CLOMEZOL Vaginal suppositories

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი, კლოტრიმაზოლი, ნეომიცინის სულფატი/
Metronidazole, Clotrimazole, Neomycin Sulfate
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური სანთლები, თეთრი ან თეთრი მოყვითალო ფერით.
მეტრონიდაზოლი……………….. 500მგ
კლოტრიმაზოლი…………………. 150მგ
ნეომიცინის სულფატი………… 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი – 80, ადიპინის მჟავა, ლაურილსულფატი, ვაზელინის ზეთი, ნახევრად სინთეტური გლიცერიდები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოული მოქმედებით, რაც განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით. პრეპარატის შემადგენლობა შერჩეულია ისე, რომ საიმედოდ მოხდეს ქალის სასქესო გზების დაავადებების მრავალი ცნობილი გამომწვევის ზრდისა და გამრავლების დათრგუნვა. პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება საშოს ლორწოვანიდან და არ ახდენს მნიშვნელოვან სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე.
ჩვენებები:
ვაგინიტები ბაქტერიალური, ტრიხომონადული, სოკოვანი ან შერეული ეთიოლოგიის;
საშოს სუპერინფექციის პროფილაქტიკა კორტიკოსტეროიდებით, იმუნოსუპრესორებით, ციტოსტატიკებით, ანტიბიოტიკებით მკურნალობისას; ინვაზიური პროცედურების ჩატარებამდე ან მის შემდეგ და გინეკოლოგიური ოპერაციებისას (აბორტი, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, ჰისტეროგრაფია, ენდომეტრიუმის ბიოფსია, საშოსშიგა სპირალის ჩადგმა).
მიღების წესი და დოზირება:
სანთელს ათავისუფლებენ კონტურული შეფუთვიდან და საშოში შეყავთ ღრმად მწოლიარე მდგომარეობაში.
მოზრდილებში მწვავე ვაგინიტისას – თითო სანთელი 2–ჯერ დღეში (დილით და საღამთი), 1–2 დღის მანძილზე, შემდეგ თითო სანთელი საღამოთი 6–8 დღის მანძილზე.
ქრონიკული ვაგინიტისას – თითო სანთელი საღამოთი 8–10 დღის მანძილზე. პროფილაქტიკისათვის – 1 სანთელი საღამოთი 7–10 დღის მანძილზე.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.
ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
დექსამეტაზონი მაღალ დოზებში თრგუნავს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და სულფანილამიდები იწვევენ პრეპარატის მოქმედების პოტენცირებას.
მკურნალობისას უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელები.
ორსულობა და ლაქტაცია:
სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვაზე და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებაზე:
არ ახდენს გავლენას.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 15–250 C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშული ვადის გასვლის შემდეგ.

გაფრთხილება