ენფინ ფორტე / ENFIN FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა
ენფინ ფორტეს 1 კაფსულა შეიცავს:
ამილაზა – 7500 DU (dextrinizing unit) – 75 მგ
პროტეაზა 4,5 – 18000 HUT (hemoglobin unit on tyrosine basis) – 36 მგ
გლუკოამილაზა – 10 AGU (amyloglucocidase unit) – 22,22 მგ
პროტეაზა 6,0 – 5000 HUT (hemoglobin unit on tyrosine basis) – 10 მგ
პროტეაზა 3,0 – 10 SAPU (spectrophotometric acid protease unit) – 9,35 მგ
ლიპაზა RO – 437,5 FIP (federatin international pharmaceutique) – 8,75 მგ
ცელულოზა – 125 CU (cellulose unit) – 3, 13 მგ
მალტ დიასთაზა – 250 DP (degrees diastatic power) – 3, 09 მგ
ინვერტაზა – 250 SU (summer unit) – 2, 5 მგ
ბრინჯის ქატო
მიკროკრისტალური ცელულოზა E 460
ჰიდროოქსიპროპილმეთილცელულოზა E 460 (კაფსულა)
ქლოროფილი E 460 (კაფსულა)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ენფინ ფორტე წარმოადგენს ფერმენტულ საშუალებას, რომელიც შეიცავს საჭმლის მონელების პროცესში მონაწილე ყველა მნიშვნელოვან ფერმენტს. ის აკომპენსირებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობას; ახდენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ჰიდროლიზს ხსნად ფორმებად და აადვილებს ნაწლავში მათ შეწოვას.
ენფინ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები მიღებულია მიკროორგანიზმებისაგან, კაფსულის გარსი მცენარეული წარმოშობისაა; ვინაიდან ენფინ ფორტე არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს, ის არ თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას, აქტიურია როგორც მჟავე, ისე ტუტე გარემოში.
ენფინ ფორტე შეიცავს სხვადასხვა აქტიურობს პროტეაზას, რომლებიც ცილებს შლის ამინომჟავებად. მათი კომბინაცია ზრდის პრეპარატის პროტეოლიზურ მოქმედებას.
ლიპაზა ხელს უწყობს ცხიმების დაშლას გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად. ლიპაზა RO მიღებულია სოკოსგან (Rhizopus oryzae). ის გაცილებით თერმოსტაბილურია ანალოგიურ ფერმენტებთან შედარებით, მდგრადია პროტეაზას მიმართ და არ საჭიროებს აქტიურობისათვის ნაღვლის მჟავას არსებობას 12-გოჯა ნაწლავში.
ამილაზა შლის ნახშირწყლებს ოლიგოსაქარიდებად.
გლუკოამილაზა ხელს უწყობს ოლიგოსაქარიდების დაშლას დისაქარიდებად.
მალტდიასთაზა და ინვერტაზა შლის დისაქარიდებს. მალტდიასთაზა-მალტოზას, ხოლო ინვერტაზა საქაროზას გლუკოზად და ფრუქტოზად.
ცელულოზა საჭმლის მონელებაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ითვლება რომ შეუცვლელი პოლისაქარიდია საჭმლის ნორმალური მონელებისთვის. ის აჩქარებს საკვები მასების გადაადგილებას ნაწლავში, ხელს უშლის საკვებში არსებული კანცეროგენების და სხვა ტოქსიური ნივთიერებების მოქმედებას და აჩქარებს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან, გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტიქოლესტერინული მოქმედება.
ენფინ ფორტე ზრდის ყველა სახის საკვების ათვისებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;

ჩვენებები
კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ცისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი), ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე და სხვ.);
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი); მალდიგესტიით და დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა);
კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა;
საკვების სწრაფი ფუნქციური პასაჟით მიმდინარე მდგომარეობები (ნევროზი, ნაწლავური ინფექციები და სხვ.);
არასწორი კვება, ცხიმიანი და ძნელად მონელებადი საკვების მიღება;
გასტროკარდიული სინდრომი (რემჰელდის სინდრომი);
ჰეპატო-ბილიარული სისტემის ქრონიკული დარღვევები (ჰეპატოგენური პანკრეასული უკმარისობა, ციროზი, ქოლესტაზური დაავადებები, ჰიპომოტორული ნაღვლის ბუშტი, ქოლეცისტექტომია და სხვ.);
წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია; წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა;
საჭმლის მონელების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, ასევე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან;
მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინ, მეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);

მიღების წესები და დოზები
ენფინ ფორტე მიიღება შიგნით, ჭამის დროს მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით;
ენფინ ფორტეს მიღება შესაძლებელია დაბადების პირველივე დღიდან.
ბავშვებსა და მოზრდილებში – 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საჭმლის მონელების დარღვევის მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე;

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები;

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
მწვავე პანკრეატიტი; ქრონიკული პანკრეატიტის მწვავე ფაზა;

ორსულობა და ლაქტაცია
ენფინ ფორტეს გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით;

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე;

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Hankintatukku Oy, ფინეთი

გაფრთხილება