ველთინი – WELLTEEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი ვიტამინებით,
მიკროელემენტებითა და ბუნებრივი კომპონენტებით.
ველთინი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის თინეიჯერებისთვის.
მის შემადგენლობაში შედის 25 სიცოცხლისათვის აუცილებელი  ვიტამინი და მიკროელემენტი, კოენზიმ Q10, L-კარნიტინი, მწვანე ჩაის და შტოშის ექსტრაქტი.
ველთინი ხელს უწყობს ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ენერგიის მატებას.

შემადგენლობა
:
ნუტრიენტები / ერთ ტაბლეტში / RDA%
L-კარნიტინის ეტარტრატი / 50მგ /  
მწვანე ჩაის ექსტრაქტი / 40მგ /  
შტოშის ექსტრაქი / 100მგ /  
კოენზიმ Q 10 / 2მგ / _
ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები / 2მგ /  
ვიტამინი A / 400მკგ RE / 50
ვიტამინი D3 800სე / 20მკგ / 400
ვიტამინი E (ბუნებრივი წყარო) / 8მგ ალფა-TE / 67
ვიტამინი C / 80მგ / 100
თიამინი (ვიტამინი B1) / 6მგ / 545
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) / 3მგ / 14
ნიაცინი (ვიტამინი B3) / 18მგ / 113
ვიტამინი B6 / 8მგ / 571
ფოლაცინი (ფოლის მჟავა) / 400მკგ / 200
ვიტამინი B12 / 15მკგ / 600
ბიოტინი / 75მკგ / 150
პანთოტენის მჟავა / 6მგ / 100
მაგნიუმი / 94მგ / 25
რკინა / 12მგ / 86
თუთია / 15მგ / 150
სპილენძი / 1000მკგ / 100
მანგანუმი / 2მგ / 100
სელენი / 55მკგ / 100
ქრომი / 50მკგ / 125
იოდი / 130მკგ / 87
TE – ტოკოფეროლის ექვივალენტი, NE – ნიაცინის ექვივალენტი,
RE – რეტინოლის ექვივალენტი
RDA – რეკომენდებული დღიური რაციონი

ჩვენებები:
ჰიპო– და ავიტამინოზების, ასევე მიკრო- და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. უმადობა,  რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი.
მიღების წესი: ერთი ტაბლეტი დღეში დასალევად ძირითად
საკვებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია რეკომენდებული
დოზის გადამეტება.
ველთინი არ შეიცავს:
• ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს
• ალკოჰოლს
• ლაქტოზას
• გლუტეინს
• ცხიმს, მარილსა და საფუარს
შენახვის პირობები:
ინახება 25°C-მდე შეფუთულ მდგომარეობაში, მშრალ და ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი – 30 ტაბლეტი შეფუთვაში 2 ბლისტერზე.
მწარმობელი: მწარმოებელი კომპანია “ვიტაბიოტიკსი”, ლონდონი, ინგლისი.

გაფრთხილება