ენაპ-H – ENAP-H

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ენალაპრილი, ჰიდროქლორთიაზიდი/ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE
მწარმოებელი: KRKA,სლოვენია

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ონჰიბიტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ენალაპრილის მალეატი ……………   10 მგ
ჰიდროქლორთიაზიდი…………..     25 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენაპ-H წარმოადგენს ენალაპარილის მალეატისა და ჰიდროქლორთიაზიდის შემცველ კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.
ჩვენებები:
ყველა სტადიის არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა ხდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
რეკომენდებული საწყისი დოზაა 1-2 ტაბ. ერთხელ დღეღამეში.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ფიქსირებული კომბინაციით რეკომენდებული არ არის. ფიქსირებული კომბინაციით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პრეპარატის შემადგენელი აქტიური კომპონენტების შესაბამისი დოზის დადგენა. პაციენტების უმეტესი ნაწილისათვის საკმარისია 50 მგ ჰიდროქლორთიაზიდი დღე-ღამეში, რის გამოც პრეპარატის 2 ტაბლეტზე მეტის დანიშვნა დღეღამის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა ენაპ-H-ის დოზის გაზრდა.
დიურეზული საშუალებებით პაციენტების ადრე მკურნალობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტა ან აღნიშნული პრეპარატების დოზის შემცირება 2-3 დღით ადრე ენაპ-H-ით მკურნალობის დაწყებამდე.
მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
გვერდითი მოვლენები:
ხშირად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, ღებინება, კუნთების სპაზმები, იშვიათად არტერიული ჰიპოტენზია, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, მშრალი ხველება, რომელიც გაივლის რამდენიმე კვირის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, სისხლის შრატში შარდოვანას, კრეატინინის ან ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება.
უკუჩვენებები:
*ენაპ-H-ის ან მასში შემავალი ინგრედიენტების, ან სულფოამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
*ავადმყოფებში ანგიონევროზული შეშუპებით ალერგიული რეაქცია ტუჩების, სახის, კისრის, მკვეთრი შეშუპებით, შესაძლებელია ხელებისა და ფეხების შეშუპება, რასაც თან ახლავს ხმის ჩახლეჩა და მოხრჩობის შეგრძნება;
*თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <0.5 მლ/წმ-ში ან კრეატინინის კონცენტრაცის მაჩვენებლებით სისხლშის შრატში >265 მმოლ/ლ (3 მგ/100 მლ), თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
*ორსულობა და ლაქტაცია;
*პორფირიით დაავადებული ავადმყოფები.
*რადგან ენაპ-H-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატი მათ არ ენიშნებათ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში (განსაკუთრებით ორსულობის II და III ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
*ენაპ-H სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებს (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წმ-ში).
*საჭიროა პრეპარატისაგან თავის შეკავება ავადმყოფებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით, ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზით.
*პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან და ინსულინთან ერთად, რადგან ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედების ეფექტს, ენალაპრილი კი აძლიერებს მათ მოქმედებას.
*არტერიული ჰიპოტენზია აღენიშნებათ (პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან რამოდენიმე სთ-ის შემდეგ) ავადმყოფებს გულის მწვავე უკმარისობით და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით, ღებინებით ან ჰემოდიალიზზე ყოფნით.
*ჰიპოტენზია ძირითადად ვლინდება გულის რითმის გახშირებით და წნევის დაქვეითებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს გულის წასვლა.
*ჰიპოტენზია და მის მძიმე თანამოვლენები იშვიათად ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.
*ჰიპოტენზიის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ღებინება, გულის რითმის გახშირება და გულის წასვლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
*სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს მძიმე ხარისხის გულის იშემიური დაავადების, მძიმე ცერებროვასკულური დაავადებების და ავადმყოფებს ჰემოდინამიკურად გამოხატული აორტის სტენოზით (აორტის სარქველის შევიწროვება), ან მარცხენა პარკუჭიდან გადმოსროლილი სისხლის ნაკადის მიმართ სხვა სახის სტენოზის დროს, რადგან არსებობს ჰიპოტენზიის განვითარების და სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოებში სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების რისკი.
*საჭიროა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.
*ენაპ-H-ით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პლაზმაში კალიუმის დონის მომატება განსაკუთრებით ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (როგორიცაა – სპირონოლაქტონი, ამილორიდი და ტრიამტერენი) ან კალიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მისი დანიშვნისას.
*ანგიონევროზული შეშუპების (სახის, ყელის, ენის, ხახის და ხორხის) შემთხვევაში საჭიროა ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა და მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ადრენალინის შეყვანა, ინტუბაცია ან ლარინგოტომია.
*ალერგიული რეაქციები შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემოდიალიზის ან სისხლის სხვა სახის ფილტრაციების დროს გამოყენებულმა გასაფილტრმა მემბრანებმა.
*იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია.
*პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ელექტროლიტების, შარდოვანას, კრეატინინის კონცენტრაციის, აგრეთვე ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და შარდში ცილის შემცველობის პერიოდული კონტროლი.
*პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე საჭიროა პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ენაპ-H-ის ერთდროული დანიშვნისას სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიზანებთან ერთად ძლიერდება მისი ეფექტურობა.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება, რადგან, ალკოჰოლი აძლიერებს ენაპ-H -ით სისხლის წნევის დაქვეითებას.
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ენაპ-H -ის შეწოვის პროცესზე.
ანალგეტიკებმა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა საკვებში არსებულმა დიდი რაოდენობით მარილმა და ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთდროულმა დანიშვნამ, შესაძლებელია დააქვეითოს ენაპ-H-ის ეფექტურობა.
ლითიუმისა და ენაპ-H-ის ერთდროული გამოყენებით, ძლიერდება ლითიუმის გვერდითი ეფექტი. მისმა ერთდროულმა დანიშვნამ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) ან დამატებით კალიუმის შემცველ პრეპარატებთან, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია).
ენაპ-H-ის კომბინაციით ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან ან სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ვითარდება ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია, ამ დროს საჭიროა სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. ციკლოსპორინთან კომბინაციით ვითარდება თირკმელების უკმარისობა.
ენაპ-H-ის ერთდროული მიღებით სულფანილადებთან ან სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ვითარდება ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციის განვითარება).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ენაპ-H-ის სათითურას პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნის დროს, რადგან ჰიპოვოლემიის, ჰიპოკალიემიის და ჰიპომაგნიემიის გამო შესაძლებელია მათი ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება.
ენაპ-H-ის და კორტიკოსტეროიდების კომბინაციით ძლიერდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.
არტერიული ჰიპონტეზიის წარმოშობის რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან პრეპარატთან ერთად არადეპოლარიზებული მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) გამოყენებით.
ჭარბი დოზირება:
ხშირად – არტერიული ჰიპოტენზია, რომლის დროსაც ავადმყოფს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა ოდნავ თავით ქვემოთ. შედარებით უფრო მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ინფუზია.
ჭარბი დოზირების შედარებით ხშირი სიმპტომებია აგრეთვე: გაძლიერებული დიურეზი, კრუჩხვები, პარეზი, ილეუსი, დამბლა, მეხსიერების დაბინდვა (აგრეთვე კომა), თირკმელების უკმარისობა, ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითება სისხლის შრატში, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, რათა ენაპ-H გამოიდევნოს კუჭიდან, გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო პრეპარატების მიღება და შემდეგ ექიმის გამოძახება.
შესაძლებელია ჰემოდიალიზის ჩატარება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაფრთხილება