ეპინეფრინის ჰიდროქლორიდი – EPINEPHRINE HYDROCHLORIDE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეპინეფრინის ჰიდროქლორიდი (ადრენალინი), მიეკუთვნება ადრენომიმეტურ საშუალებას, რომელიც ხასიათდება მასტიმულირებელი ზემოქმედებით სხვადასხვა ლოკალიზაციის ალფა და ბეტა-ადრენორეცეპტორების მიმართ.
პრეპარატს გააჩნია გამოხატული სისხლძარღვების შემავიწროვებელი. პრესორული, ბრონქოლიზური და ჰიპერგლიკემიური მოქმედება. მისი კარდიოტროპული ეფექტი, გამოწვეული ბეტა1-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით „ინიღბება“ პრესორული ეფექტის შედეგად განვითარებული რეფლექსური ბრადიკარდიით, ცთომილი ნერვის ტონუსის რეფლექსური მომატების შედეგად.
იგი ზრდის: გულის სისტოლურ და წუთმოცულობას, ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, სინუსური კვანძის ავტომატიზმს, კორონარულ სისხლძარღვებში პერფუზიულ წნევას, ცენტრალურ ვენურ წნევას და პერფუზიულ წნევას, ცენტრალურ ვენურ წნევას და პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას.
ამასთან ერთად, თირკმელებსა და მეზენტერიულ სისხლძარღვებში ამცირებს სისხლმიმოქცევას, ზრდის მიოკარდის ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილებას, ავიწროვებს მუცლის ღრუს ორგანოების, კანის, ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს, აფართოვებს ჩოჩხის კუნთების სისხლძარღვებს. მაღალ დოზებში იწვევს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებას.
პრეპარატი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტონუსს და პერისტალტიკას, იწვევს მიდრიაზს, აქვეითებს თვალშიდა წნევას. ამასთან ერთად ზრდის სისხლში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობას.
ფარმაკოკინეტიკა
ეპინეფრინის მოქმედების ეფექტი მისი ვენაში შეყვანისას აღინიშნება 1 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 5 წთ-ის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა მისი კანქვეშ შეყვანის შემდეგ უფრო პროლონგირებულია (დაახლოებით 30 წთ-ის განმავლობაში) ეპინეფრინი ორგანიზმში სწრაფად განიცდის ფერმენტულ დეგრადაციას მონოამინოქსიდაზას და კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას მეშვეობით. ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს – 50%-ს.
მეტაბოლიტები და ეპინეფრინის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენებები
ანაფილაქსიური შოკი და ზოგიერთი დაუყოვნებელი ტიპის სხვა ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ხორხის შეშუპება), მათ შორის გამოწვეული სამკურნალო საშუალებებით, შრატებით ან სხვა ალერგენებით;
პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმის კუპირებისათვის;
ინსულინის ჭარბი დოზირებისას, სისხლდენის შეჩერებისათვის.
ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო საშუალების მოქმედების პროლონგირებისათვის;
ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს (ადგილობრივად) თვალისშიდა წნევის შესამცირებლად.
დოზირების რეჟიმი
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი გამოიყენება კანქვეშ, ხანდახან – კუნთებში, ვენაში (ნელა) და ინტრაკარდიულად.
კლინიკური სიტუაციის მიხედვით ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0.2 მლ-დან 1 მლ-მდე, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 5 მგ.
ბავშვებში ერთჯერადი და მაქსიმალური დღეღამური დოზა შესაბამისად შეადგენს:
– 6 თვემდე ასაკის ბავშვებში – 0.1 მგ (0.3 მგ);
– 6 თვიდან 1 წლამდე – 0.15 მგ (0.5 მგ);
– 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.2 მგ (0.6 მგ);
– 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.25 მგ (0.75 მგ);
– 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.4 მგ (1.2 მგ);
– 7-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.5 მგ (1.5 მგ);
– 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.75 მგ (2 მგ).
გულის უეცარი გაჩერების შემთხვევაში 0.1%-იანი ადრენალინის ხსნარი 0.05 მლ-ის ოდენობით შეჰყავთ გულში სიცოცხლის 1 წელზე, ასეთივე რაოდენობით იყენებენ 0.1%-იან ატროპინის სულფატის, 10%-იან კალციუმის ქლორიდის ხსნარს 0.3-0.5 მლ სიცოცხლის 1 წელზე. საინექციო ხსნარი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თვალის წვეთების სახით. სისხლდენის შესაჩერებლად პრეპარატი ადგილობრივად გამოიყენება – ტამპონის სახით, რომელიც გაჟღენთილია პრეპარატით.
გვერდითი მოვლენები
ეპინეფრინის კუნთებში ან კანქვეშ მოხვედრისას არსებობს ნეკროზის განვითარების საშიშროება.
შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, დისპეფსიური  მოვლენები, სისუსტე, ტრემორი, თავის ტკივილი, სახის სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში, არითმიები, პარკუჭების ფიბრილაცია.
ეპინეფრინით გამოწვეული არითმიების დროს რეკომენდებულია ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენება.
უკუჩვენებები
* არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, თირეოტოქსიკოზი, ანევრიზმა, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
* ნარკოზი, გამოწვეული ფტოროტანით, ციკლოპროპანით, ფლოროფორმით (არითმიის განვითარების რისკის გამო);
* ორსულობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ არ შეიძლება ეპინეფრინის შეყვანა კარდიოგენული, ჰემორაგიული შოკის მძიმე ფორმის დროს (პერიფერიულ სისხლძარღვებზე მისი სპაზმოგენური მოქმედების პარკუჭოვანი არითმიის განვითარების საშიშროების და მიოკარდის ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილების გაზრდის გამო).
♦ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ინტრაკარდიულად გულის გაჩერების შემთხვევაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატისა და საგულე გლიკოზიდების, ქინიდინის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია არითმიის განვითარება.

გაფრთხილება