ვაზონიტი® – VASONIT®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პენტოქსიფილინი/
PENTOXIFILLINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი. დიმეთილქსანტინის წარმოებული.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტალეტები რეტადი: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
პენტოქსიფილინი………………..   600 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაზონიტი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ამაღლებს ერითროციტების ელასტიურობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და ზრდის ჟანგბადის კონცენტრაციას ქსოვილებში. ერითროციტების ელასტიურობის მომატება განპირობებულია ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებითა და ამის შედეგად ციკლო-ადენოზინტრიფოსფატის მომატებით ერითროციტებში. სისხლის სიბლანტის შემცირება შესაძლებელია გახდეს მიზეზი პლაზმაში ფიბრინგენის კონცენტრაციის შემცირებისა და ერითროციტებისა და თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითებისა.
ფარმაკოკინეტიკა:
ვაზონიტი რეტარდის ტაბლეტის მიღება განაპირობებს აქტიური ნივთიერებების უწყვეტ გამოთავისუფლებას და ზომიერ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 3-4 სთ-ში. რის შედეგადაც შენარჩუნდება პრეპარატის თერაპიული ეფექტი 12 სთ-ი ს განმავლობაში. მიღებული დოზის დიდი ნაწილი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 24 სთ-ის შემდეგ, ხოლო მცირე ნაწილი (4%) – ნაწლავებიდან.
ხანდაზმულებსა და ღვიძლის პათოლოგიის დროს პენტოქსიფილინის გამოყოფა შემცირებულია.
ჩვენებები:
პერიფერიული სისხლმიმოქცევის მოშლა (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათია, რეინოს დაავადება).
იშემიური ცერებრული ინსულტი;
ათეროსკლეროზული და დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ანგიონეიროპათია;
არტერიული და ვენური მიკროცირკულაციის მოშლით განპირობებული ქსოვილთა და ორგანოთა ტროფიკის მოშლა (პოსტტრომბოფლებიტური სინდრომი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები, მოყინვა);
თვალში სისხლის მომიქცევის მოშლა (ბადურასა ან თვალის სისხლძარღვოვან გარსში სისხლმიმოქცევის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული უკმარისობა);
სისხლძარღვოვანი წარმოშობის სმენის დაქვეითება.
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის დოზირებისა და ხანგრძლივობის რეჟიმის დადგენა ხდება ექიმის მიერ დაავადების კლინიკური სურათისა და თერაპიულ ეფექტის მიხედვით.
ვაზონიტი რეტარდის ტაბლეტებს პერორალურად იღებენ ჭამის შემდეგ დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).
გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის გადავსების შეგრძნება და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
ცნსის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა;
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, სახის ჰიპერემია;
ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი;
სისხლის სურათის მხრივ:   იშვიათად სისხლდენა, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.
უკუჩვენებები:
*მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მასიური სისხლდენები, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში;
*პენტოქსიფილინისა და მეთილქსანტინის სხვა წარმოებულების (კოფეინი, თეოფილინი, თეობრომინი) მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
*ვაზონიტის გამოყენება ორსულობის დროს ნებადართული არ არის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის, არტერიული ჰიპერტენზიით მიმდინარე მძიმე კორონარული და ცერებრული სკლეროზის, გულის უკმარისობის, არითმიების, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, კუჭ-ნწალავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპოტონია, სხეულის ტემპერატურის მომატება (შემცივნება), გონების დაკარგვა, შესაძლებელია აგრეთვე ტონურ-კლონური კრუნჩხვები, ღებინება "კოფეინური მასით", არითმია, არეფლექსია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პენტოქსიფილინი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების, ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: SCHWARZ PHARMA, გერმანია

გაფრთხილება