ესონექსთი – ჰუმანითი / esonext-humanity

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება): ესომეპრაზოლი/esomeprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ათქ კოდი:
A02BC05.
შემადგენლობა
თითოეული ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ესომეპრაზოლის 20მგ- ს ან 40მგ-ს (მაგნიუმის ესომეპრაზოლის სახით)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ეზომეპრაზოლი არის ომეპრაზოლის S-იზომერი და ამცირებს კუჭის მჟავის სეკრეციას პარიეტალურ უჯრედებში პროტონული ტუმბოს სპეციფიური ინჰიბირების გზით. ეზომეპრაზოლის R- და S-იზომერებს აქვთ მსგავსი ფარმაკოდინამიური მოქმედება. ეზომეპრაზოლი არის სუსტი ფუძე და გარდაიქმნება აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედის სეკრეტორული არხების მჟავე გარემოში, სადაც იგი ახდენს H+K+aATPაზა ფერმენტის – მჟავას ტუმბოს ინჰიბირებას და თრგუნავს კუჭის მჟავას ბაზალურ და სტიმულირებულ  სეკრეციას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
ეზომეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღებისას, პიკური პლაზმური კონცენტრაცია  მიიღწევა დაახლოებით 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64% 40მგ ერთჯერადი დოზის მიღების შედეგად და იზრდება 89%-მდე დღეში ერთხელ განმეორებითი მიღებისას. 20 მგ დოზისთვის შესაბამისი მაჩვენებელებია 50% და 68%. განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ მოხალისეებში დაახლოებით 0.22 ლ/კგ-ია სხეულის წონის მიხედვით. ეზომეპრაზოლი 97% უკავშირდება პლაზმურ ცილებს.
საკვების მიღება ამცირებს და ანელებს ეზომეპრაზოლის შეწოვას, თუმცა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე კუჭის მჟავიანობის მიმართ.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ეზომეპრაზოლი სრულიად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP)-ის მეშვეობით. მეტაბოლიზმი ძირითადად დამოკიდებულია პოლიმორფულ CYP2C19-ზე, რომლის მეშვეობით წარმოიქმნება ჰიდროქსი- და დესმეთილ მეტაბოლიტები.  CYP3A4-ს იზოფორმა ახდენს ეზომეპრაზოლის სულფონის ფორმირებას, რომელიც  პლაზმაში ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს. ყველა მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტები
პაციენტთა დაახლოებით  2.9± 1.5% -ს აღენიშნება CYP2C19 ფერმენტის აქტივობის ნაკლებობა. მოცემულ ინდივიდებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი  სავარაუდოდ ძირითადად  ხდება CYP3A4-ის საშუალებით. დღეში ერთხელ განმეორებითი 40მგ ეზომეპრაზოლის მიღებისას, ასეთ პაციენტებში AUC 100%-ით მეტია აქტიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებთან შედარებით.  საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 60%-ით.
ორგანოთა ფუნქციების დარღვევა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შეიძლება დაირღვეს. მეტაბოლური სიჩქარე შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რაც იწვევს ეზომეპარზოლის პლაზმური AUC-ის გაორმაგებას.
ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 20 მგ-ს. დღეში ერთჯერადი მიღებისას პრეპარატს და მის მეტაბოლიტებს არ ახასიათებს კუმულაცია.

პედიატრიული პოპულაცია
12-18 წლის მოზარდები:
20მგ და 40მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი დოზების მიღების შედეგად საერთო ექსპოზიცია (AUC) და პრეპარატის კონცენტრაციის მაქსიმალური მიღწევის დრო (Tmax) 12-18 წლის მოზარდებში ეზომეპრაზოლის ორივე დოზის მიღების შემთხვევაში მსგავსი იყო მოზრდილებთან შედარებით.

გამოყენების ჩვენებები
გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის დაავადება (GORD)
– ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
– განკურნებული ეზოფაგიტის ხანგრძლივი მართვა და რეციდივის პრევენცია
– გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის დაავადების სიმპტომური მკურნალობა
Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლულოვანი დაავადების მკურნალობა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში:
– Helicobacter pylori-სთან ასოცირებული 12-გოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა და
– პეპტური წყლულის რეციდივის პრევენცია

აასს-ებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს:
– აასს-თან ასოცირებული კუჭის წყლულის მკურნალობა
– რისკ-ჯგუფის პაციენტებში აასს-ებთან ასოცირებული კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია
– პეპტური წყლულის სისხლდენის შემდგომ რეციდივის ხანგრძლივი პრევენცია
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან
გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსი
– ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა  40მგ დღეში 4 კვირის მანძილზე.
რეკომენდებულია დამატებითი 4-კვირიანი მკურნალობა სიმპტომების შენარჩუნების ან კვლავ გაჩენის შემთხვევაში.
– რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობის შემდეგ რეციდივის პრევენცია.
20მგ დღეში ერთხელ.
– გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა
20მგ დღეში ერთხელ. თუ ვერ ხერხდება სიმპტომების  მოხსნა 4 კვირის  შემდეგ, პაციენტს დამატებით ენიშნება ხანგრძლივი დროის    განმავლობაში – დოზით 20მგ დღეში.
ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაცია Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა
– Helicobacter pylori -სთან ასოცირებული 12-გოჯა ნაწლავის  წყლულის მკურნალობა და პეპტური წყლულის რეციდივის პრევენცია.
20მგ ესომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500მგ კლარითრომიცინთან კომბინაციაში. თითოეული პრეპარატი დღეში ორჯერ  7 დღის მანძილზე.
აასს-ებით ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში
– აასს-ების თერაპიასთან ასოცირებული კუჭის წყლულის მკურნალობა:
დოზა შეადგენს 20მგ დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.
– რისკ-ჯგუფის პაციენტებში აასს-ებთან ასოცირებული კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია: 20მგ დღეში ერთხელ.
– პეპტური წყლულის სისხლდენის შემდგომ რეციდივის ხანგრძლივი პრევენცია
40მგ დღეში ერთხელ 4 კვირის მანძილზე.
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40მგ დღეში ორჯერ. შემდგომში უნდა მოხდეს დოზის კორექცია ინდივიდუალურად და მკურნალობის გაგრძელება კლინიკური ჩვენების მიხედვით. არსებული კლინიკური მონაცემების მიხედვით პაციენტთა უმრავლესობის დაავადების კონტროლი მიიღწევა 80-160მგ ეზომეპრაზოლის დოზებით დღეში. 80მგ-ზე მეტი დოზების მიღებისას, უნდა მოხდეს დოზის გაყოფა და დღეში ორჯერადი მიღება.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
მონაცემების არარსებობის გამო, ეზომეპრაზოლი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თირკმლის უკმარისობა
არ არის საჭირო დოზის კორექცია  თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ინიშნება სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა
არ არის საჭირო დოზის კორექცია  ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში მაქსიმალური დოზა შეადგენა 20მგ-ს.
ხანდაზმულები
არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულებში.

გვერდითი მოვლენები
რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით (ხშირი>1/100, <1/10; არახშირი > 1/1000, <1/100; იშვიათი >1/10000, <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10000).
ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება.
არახშირი: პერიფერული შეშუპება; თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა; ვერტიგო; პირის სიმშრალე, უძილობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, დერმატიტი, პრურიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ალერგიული რეაქციები: მაგ ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია (შოკის ჩათვლით); ჰიპონატრიემია; აჟიტაცია, დაბნეულობა, დეპრესია; გემოვნების დარღვევა; მხედველობის დარღვევა ყურის და ლაბირინთის დარღვევები; ბრონქოსპაზმი; კუჭ-ნაწლავის დარღვევები; სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი; ჰეპატობილიარული დარღვევები; ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე; ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა; ართრალგია, მიალგია; სისუსტე, ოფლიანობა.
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; აგრესია, ჰალუცინაციები; ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია  ადრე არსებული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში; ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN); კუნთების სისუსტე; ინტერსტიციული ნეფრიტი; გინეკომასტია.
უკუჩვენებები
ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებითი ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ლაქტაცია. არ გამოიყენება ატანაზავირთან და ნელფინავირთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ეზომეპრაზოლის ზემოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.
პრეპარატები pH-ზე დამოკიდებული აბსორბციით.
ესომეპრაზოლით მკურნალობის დროს შემცირებულმა კუჭის მჟავიანობამ, შესაძლებელია შეცვალოს სხვა პრეპარატების აბსორბცია, თუ ის დამოკიდებულია pH-ზე. სხვა ანტაციდების მსგავსად, ესომეპრაზოლმა შესაძლებელია შეამციროს კეტოკონაზოლის და იტრაკონაზოლის აბსორბცია.
ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს ზოგიერთ პროტეაზას ინჰიბიტორთან, მაგრამ ამ ურთიერთობის კლინიკური მნიშვნელობა და მექანიზმი უცნობია.
ომეპრაზოლით მკურნალობის დროს კუჭის მომატებულმა pH- მა შესაძლებელია შეცვალოს პროტეაზას ინჰიბიტორების აბსორბცია. სხვა შესაძლო ურთიერთქმედების მექანიზმები დამოკიდებულია  CYP2C19-ს დათრგუნვასთან. ომეპრაზოლის (40მგ დღეში ერთხელ) მიღება ატაზანავირთან 300მგ/რიტონავირთან 100მგ ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში, იწვევდა ატაზანავირის ექსპოზიციის მნიშვნელოვან შემცირებას (AUC, Cmax და Cmin დაახლოებით 75%-ით შემცირდა).
ომეპრაზოლის (20მგ დღეში) ატაზანავირთან 400მგ/რიტონავირთან 100მგ მიღებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, იწვევდა ატაზანავირის ექსპოზიციის შემცირებას 30%-ით მხოლოდ ატაზანავირთან/რიტონავირთან მიღებასთან შედარებით. ომეპრაზოლთან (40მგ დღეში) ერთდროული მიღებისას მცირდებოდა ნელფინავირის AUC, Cmax, Cmin 36-39%, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის M8-ს AUC, Cmax, Cmin  მცირდებოდა 75-92%-ით.
საქუინავირის (რიტონავირთან ერთად) მომატებული შრატისმიერი კონცენტრაცია (80-100%) შეინიშნებოდა ომეპრაზოლთან ერთად მიღებისას (40მგ დღეში). ომეპრაზოლის 20მგ დღეში მიღებას არ ჰქონია ზემოქმედება დარუნავირის (რიტონავირთან ერთად) და ამპრენავირის (რიტონავირთან ერთად) ექსპოზიციაზე. ომეპრაზოლი 40მგ დღეში მკურნალობისას არ ჰქონია ეფექტი ლოპინავირის ექსპოზიციაზე (რიტონავირთან ერთად). ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის ერთმანეთის მსგავსი ფარმაკოდინამიკური ეფექტების და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, არ არის რეკომენდებული ეზომეპრაზოლის ატაზანავირთან ერთად გამოყენება, ხოლო ნელფინავირთან  კომბინაცია უკუნაჩვენებია.
პრეპარატები CYP2C19 -ზე დამოკიდებული მეტაბოლიზმით
ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითად ფერმენტს. ეზომეპრაზოლთან ერთდროული გამოყენებისას, CYP2C19 -ზე დამოკიდებული მეტაბოლიზმის მქონე პრეპარატების (დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, ქლომიპრამინი, ფენიტოინი და ა.შ) პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს და საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება.

40მგ დოზით ეზომეპრაზოლის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვარფარინით, კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ კოაგულაციის დრო მერყეობს დასაშვებ დიაპაზონში. თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეინიშნებოდა  INR-ის  მომატება  კომბინირებული თერაპიისას. ვარფარინთან ან სხვა კუმარინწარმოებულებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. ეზომეპრაზოლს არ გამოუვლენია ამოქსიცილინის ან ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი.
ასევე არ ახასიათებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაპროქსენთან ან როფეკოქსიბთან.
სხვა პრეპარატების ზემოქმედება ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე
ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4  ფერმენტებით. ეზომეპრაზოლის და CYP3A4 ინჰიბიტორებთან, კლარითრომიცინთან (დღიური დოზით 1000 მგ) ერთდროული  გამოყენება იწვევს ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის გაორმაგებას (AUC). CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი ვორიკონაზოლი ზრდის ომეპრაზოლის AUC-ს 280%-ით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. უცნობია ეზომეპრაზოლი გადადის თუ არა დედის რძეში. ეზომეპრაზოლის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები
საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (მაგ. წონის მნიშვნელოვანი კლება, ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზისი ან მელენა) და კუჭის წყლულის არსებობის დროს  უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა, რადგან ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოსტირება.
ხანგრლივი მკურნალობის დროს (განსაკუთრებით 1 წელზე მეტ ხანს) პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.
პაციენტები, რომელების იღებენ პრეპარატს სიმპტომურად, უნდა დაუკავშირდნენ ექიმს სიმპტომების ხასიათის ცვლილების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გავლენის გათვალისწინება ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაციების ცვალებადობის გამო.
ეზომეპრაზოლის დანიშვნისას Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული წყლულოვანი დაავადების კომბინირებული  მკურნალობისას უნდა მოხდეს სამივე კომპონენტის ურთიერთქემდების გათვალისწინება. კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4-ის პოტენციურ ინჰიბიტორს და ამიტომ, უნდა მოხდეს კლარითრომიცინის უკუჩვენებების და ურთიერთქმედებების გათვალისწინება სამმაგი თერაპიის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 -ით მეტაბოლიზირებად სხვა პრეპარატებს (მაგ, ცისაპრიდი).
პრეპარტი შეიცავს საქაროზას და არ გამოიყენება  იშვიათი მემკვიდრეობითი  ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს Salmonella და  Campylobacter -ით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკის მატება.
ჭარბი დოზირება
ესემეპრაზოლის დოზით 280მგ მიღებისას აღწერილია საერთო სისუსტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების განვითარება. ეზომეპრაზოლის  80მგ ერთჯერადი მიღებისას ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას. უცნობია სპეციფიური ანტიდოტი. ეზომეპრაზოლი ჭარბად უკავშირდება ცილებს და მისი გამოდევნება დიალიზით ვერ ხერხდება. ჭარბი დოზირების ნებისმიერი შემთხვევის დროს, რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
შეფუთვის ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბნელ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი
გამოშვების ფორმა:
20მგ და 40მგ ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Mepro Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება