ვაშლის ძმარი / Apple Cider

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ვაშლის ძმარი, ცინარას ექსტრაქტი, ბაბუაწვერას ექსტრაქტი.
Apple Cider 600 შემადგენლობაში შედის ვაშლის ძმრის ექსტრაქტი, ცინარა და ბაბუაწვერა, რომელიც გამოიყენება გასახდომად დიეტის დროს. შემადგენელი ინგრედიენტები აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ცხიმების წვას.
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
600 მგ კონცენტრირებული ფხვნილი (20%) ვაშლის ძმარი, 70 მგ ცინარას ექსტრაქტი (Cynara scolymus) 13.5:1, რაც შეესაბამება 945 მგ მშრალ მცენარეს.
84 მგ ბაბუაწვერას ექსტრაქტი (თარახაცუმ ოფფიცინალე) 5:1, რაც შეესაბამება 420 მგ მშრალ ფესვებს.
დამატებითი ინგრედიენტები:
ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
არ შეიცავს: შაქარს, საფუარებს, კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს, გლუტეინს, ლაქტოზას, სოიოს, გმო-ს.
გამოიყენება ვეგეტარიანელებისა და დიაბეტიკებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვაშლის ძმრის მოქმედების მექანიზმი:
– პექტინები, მჟავები და ენზიმები, რომელთაც ვაშლის ძმარი შეიცავს, შლიან ცხიმებს და ცილებს, და ასევე გააჩნიათ ბაქტერიციდული ზემოქმედება სხვადასხვა ბაქტერიებზე;
– პექტინები უზრუნველყოფენ ჰიპოქოლესტერინემურ ეფექტს, აფერხებს ქოლესტერინის ბალთის წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე, შესაბამისად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
– ხელს უყწობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას ბუნებრივი გზით, წარმოადგენს კალიუმის წყაროს და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას;
– ხელს უყწობს კუჭის წვენის სექრეციის მომატებას, არეგულირებს მჟავიანობას, არ აღიზიანებს ღვიძლს, თირკმლებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს;
– გააჩნია გამოხატული შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, მონაწილეობს კალიუმის შენარჩუნებაში. გამოდევნის ორგანიზმიდან შარდოვანას, შარდის მჟავას, ქლორიდებს, და ამით ხელს უწყობს იოლ და უსაფრთხო გახდომას.

ბაბუაწვერას და ცინარას ექსტრაქტები შეიცავს ისეთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიც არის ტერპენოიდები, ირიდოედები, ფლავონოედები, ინულინი, ფიტოსტერინები, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ვიტამინები B1 და B2, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში:

– გააჩნია ჰეპატოპროტექტურული ეფექტი, რომელიც განაპირობებულია ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიკური და მემბრანო-მასტაბილიზებელი თვისებებით, აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიკურ თვისებებს;
– ჰიპოქოლესტერინემიური მოქმედება (ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ჰეპატოციტების მეშვეობით, ქოლესტერინის დონეს, ლიპოპროთეინებს დაბალი სომჭიდროვით);
– დიურეტიკული მოქმედება (აუმჯობესებს თირკმლების გორგლოვან ფილტრაციას, რაც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციის საბოლოო პროდუქტების გამოდევნას);
– ჰიპოაზოთემიკური მოქმედება (ხელს უწყობს შარდოვანას გამოდევნას ორგანიზმიდან);
– ინული მიეკუთვნება პრებიოტიკების ჯგუფს (აუმჯობესებს ნაწლავური ფლორის შემადგენლობას), იცავს კუჭის და ნაწილობრივ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარს მექანიკური გაღიზიანებისგან და ამცირებს გლუკოზის მომატებულ დონეს სისხლში.
მიღების
წესები და დოზები
მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 15 წლის ასაკის ზევით 1-3 ტაბლეტი დილის კვებასთან ერთად ჭიქა წყლის მიყოლებით. ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვეაში დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირიდან 6 თვემდე.
Apple Cider 600 განსაზღვრულია ხანგრძლივი მიღებისთვის სასურველი ეფექტის მიღწევის მომენტამდე.
კურსების შორის აუცილებელია შესვენება 1 თვის განმავლობაში და მეტი.
შენახვის
პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურისა.
წარმოებულია სისუფთავის და ინგრიდიენტების შემადგენლობის ფარმაცევტული კონტროლის ქვეშ GMP-ის მოთხოვნების თანახმად.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები #60
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნიუ ნორდიკ, შვედეთი

გაფრთხილება