კლიმონორმი – KLIMONORM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ესტრადიოლის ვალერატი, ლევონორგესტრელი/ESTRADIOL VALERATE; LEVONORGESTREL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ესტროგენისა და გესტაგენის შემცველი კომბინირებული პრეპარატი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე სხვადასხვა ფერის: შეფუთვაში 21 ც.
მათ შორის:
ყვითელი ფერის – 9 ცალი
1 დრაჟე
ესტრადიოლის ვალერატი………..  2 მგ
ყავისფერი – 12 ც
1 დრაჟე
ესტრადიოლის ვალერატი……….  2 მგ
ლევონორგესტრელი……………..  0.15 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ესტროგენგესტაგენური პრეპარატი მენოპაუზის პერიოდში სასქესო ჰორმონების დეფიციტის შესავსებად.
კლიმონორმი ახდენს პრე-, პერი- და პოსტმენოპაუზის ესტროგენდამოკიდებული სომატური, ფსიქო-ვეგეტატიური და სხვა კლინიკური სიმპტომების კუპირებას. ახდენს ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას. გესტაგენი ლევონორგესტრელი იცავს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის (არ მიმდინარეობს პროლიფერაციული პროცესები).
ფარმაკოკინეტიკა:
ესტრადიოლის ვალერატი
აბსორბცია: პერორალურად მიღებისას ესტრადიოლის ვალერატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.
ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს მხოლოდ 3%-ს.
განაწილება: ორგანიზმში მოხვედრისას ესტრადიოლის ვალერატი სწრაფად მეტაბოლიზირდება ბუნებრივი მაღალაქტიური ექსტროგენის 17b –  ესტრადიოლის წარმოქმნით, რომელიც შემდგომში განიცდის სტანდარტულ მეტაბოლურ გარდაქმნას.
ჩვენებები:
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია პრე-  პოსტმენოპაუზასა და შემდგომ პერიოდში.
კლიმაქტერული დარღვევების ფსიქიური და ვეგეტატური სიმპტომების (ჰიპერემია, მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავის ტკივილი), ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია კანისა და ლორწოვანი გარსის ატროფიის სიმპტომების (მათ შორის სასქესო ორგანოების მხრივ), ასევე შარდის ბუშტისა და საშარდე გზების გაღიზიანების, სტრესული სიტუაციის დროს შარდის შეუკავებლობის (შარდის ბუშტის სფინქტერის ატროფიის დროს) სამკურნალოდ.
ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
პრე- და პერიმენოპაუზაში პრეპარატის პირველი დრაჟე ინიშნება მიმდინარე მენსტრუალური ციკლის მეოთხე დღეს. პოსტმენსტრუალური ციკლის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დღეს.
მიღება იწყება დრაჟეთი, რომელსაც ამოტვიფრული აქვს ციფრი „1“ და შემდგომში მისი მიღება გრძელდება ისრის მიმართულებით 9 ყვითელი ფერის და 12 ყავისფერი დრაჟეს მიღებით. მას შემდეგ, რაც 3 კვირის განმავლობაში გამოყენებული იქნება ყველა დრაჟე, საჭიროა შესვენება 7 დღის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში მოსალოდნელია მენსტრუალური ციკლის მსგავსი რეგულარული სისხლდენა.
7 დღიანი შესვენების შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება შემდეგი შეფუთვიდან სისხლდენის მიუხედავად. დრაჟე მიიღება მთლიანად დაუღეჭევად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის საღამოს მიღება.
კლიმონორმი არ გამოიყენება როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება. აღნიშნული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი ინიშნება ვახშმის შემდეგ.
ხანდახან პრეპარატის მიღებისას მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ლიბიდოს დაქვეითება, თავის ტკივილი, კანის პიგმენტაცია და ქავილი.
იშვიათად აღინიშნება არარეგულარული, გაძლიერებული და ხანგრძლივი სისხლდენა.
ადაპტაციის (3-6 ციკლის) შემდეგ მენსტრუალურ ციკლებს შორის მოსალოდნელი სისხლდენა, როგორც წესი, ქრება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* ენდომეტრიოზი და პათოლოგიური სისხლდენები;
* სარძევე ჯირკვლის დადგენილი ან სავარაუდო კიბო;
* ჰორმონდამოკიდებული კიბოს წინა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები ან ეჭვი მათზე;
* ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);
* შაქრიანი დიაბეტი ანგიოპათიებით;
* ლიპიდური ცვლის თანდაყოლილი დარღვევები;
* ორსულობის პერიოდში არსებული ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით, ჰერპესი, სიყვითლე ან მუდმივი ქავილი;
* ღრმა ვენების თრომბოზი გამწვავების სტადიაში, თრომბოემბოლიები ან უტყუარი ცნობები აღნიშნული დაავადებების შესახებ წარსულში;
* მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია;
* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
* სავარაუდო ან არსებული საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძეე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (ასევე მათი მკურნალობის შემდეგ);
* ღვიძლის ვირუსული ანთებითი პროცესის შემდეგ (ღვიძლის ფუნქციის პარამენტრების ნორმალიზებისას), პრეპარატის მიღება შეიძლება არა უადრეს ნახევარი წლისა.
განსაკუთრებული მითითებები:
* მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: შაქრიანი დიაბეტი; არტერიული ჰიპერტენზია; ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფლებიტი, ოტოსკლეროზი; გაფანტული სკლეროზი; ეპილეფსია; პორფირია; ნამგლისებურ-უჯრედული ანემია.
პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა თუ ქალმა:
* შეამჩნია თრომბოზის შესაძლო ნიშნები: პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მარცხენა ხელში გადაიცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულო ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი, შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, დიპლოპია. მეტყველების დარღვევა ან აფაზია; სმენის, ყნოსვისა გემოვნების უეცარი ცვლილებები. თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა; სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის შესუსტება ან დაკარგვა; „მწვავე მუცლის“ სიმპტომოკომპლექსი; ფეხის ძლიერი ტკივილი ან ფეხის უეცარი შეშუპება;
* გეგმიური ოპერაციები (6 კვირით ადრე მათ ჩატარებამდე), იმობილიზაცია. აღნიშნულ შემთხვევებში იზრდება თრომბოზის განვითარების რისკი;
* ჰეპატიტი, სიყვითლე, ქავილი, ეპილეფსიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება.
* ცალკეულ შემთხვევებში, კლიმონორმის მიღების ფონზე საჭირო ხდება ჰიპოგლიკემიური პერორალური საშუალებებისა და ინსულინის დოზის კორექცია.
* კლიმონორმის ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისას. პრეპარატს არ გააჩნია კონტრაცეპტიული ეფექტი.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება 6 თვეში ერთხელ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– კლიმონორმის ბარბიტურატებთან, არანარკოტიკულ ანალგეტიკებთან (ფენილბუტაზონი), ანტიბიოტიკებთან (რიფამპიცინი, გრიზეოფულვინი, ამპიცილინი, ტეტრაციკლინი), ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებთან (კარბამაზეპინი, ფენიტონი) ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება კლიმონორმის მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება. თუ კლიმონორმის მიღების ფონზე ქალი დაორსულდა, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგნა დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: ScheringGnbH & CO. Production KG FOR Schering AG, გერმანია

გაფრთხილება