ვენესცინი – VENESCIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
: ვენების მატონიზირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 30 ც.
1 დრაჟე
Aesculinum………………………………….  0.5 მგ
Rutosidum………………………………….  15 მგ
Hippocastani semen extractum siccum..  25 მგ
შემავსებელი: ad 100 მგ.
ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია ვენური სისხლმიმოქცევის დარღვევის, ქვედა კიდურების და ანალური ხვრელის ვარიკოზული კვანძების შეშუპების, მიკროცირკულაციის დარღვევის დროს, რომელიც ვლინდება კაპილარების განვლადობის მომატებით, სისხლჩაქცევებით და ასევე ალერგიული მოვლენის დროს, როგორიცა ურტიკარია.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
მოზრდილებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 დრაჟეს 3-%ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები ან ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენებები:
*პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
*თირკმელების უკმარისობის დროს, სულფანილადებით მკურნალობისას და
*მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ უშლის ხელს ავტოტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას. არ არის ცნობილი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-200C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: HERBAPOL, პოლონეთი

გაფრთხილება