კლამოქსი – KLAMOKS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა/
AMOXICILLIN; CLAVULANIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინის ჯგუფის ინჰიბიტორ-დაცული ანტბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 15 ც.
1 ტაბ.
ამოქსიცილინი……………………………500 მგ
კლავულანის მჟავა
(კალიუმის მარილის სახით)………….125 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ამოქსიცილინი……………………………..    875 მგ
კლავულანის მჟავა
(კალიუმის მარილის სახით)………………  125 მგ
ფხვნილი სიროფის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ
5 მლ
ამოქსიცილინი……………………………….  125 მგ
კლავულანის მჟავა
(კალიუმის მარილის სახით)………………….31.25 მგ
ფხვნილი სიროფის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ
5 მლ
ამოქსიცილინი………………………………  250 მგ
კლავულანის მჟავა
(კალიუმის მარილის სახით)…………………62.5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლამოქსი წარმოადგენს პენიცილინის ჯგუფის ინჰიბიტორ-დაცულ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია ძირითადი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით). პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კლავულანის მჟავა აფართოებს ამოქსიცილინის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს იმ მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც გამძლე არიან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
კლამოქსი არის ბაქტერიოციდული მოქმედების ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.
გრამდადებითი ბაქტერიები: აერობული მიკროორგანიზმები: Streptococcus spp. А,Б,С,G ჯგუფის(მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus milleri, Streptococcus pyogenes, Staphylococcus epidermidis (გარდა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამებისა), Staphylococcus aureus (გარდა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამებისა), Staphylococcus saprophyticus, Corynebacterium, Bacilla anthracis, Listeria monocytogenes, Nocardia asteroids.
გრამუარყოფითი ბაქტერიები:
აერობული მიკროორგანიზმები:Campylobacter jejuni, Campylobacter coli, Citrobacter spp. (ზომიერად მგრძნობიარე), Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae,Haemophilus ducreyi, Moraxella catarrhalis, Escherichia coli,  Klebsiella (ყველა ცნობილი შტამები ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელის ჩათვლით), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Salmonella, Shigella, Brucella, Vibrio cholerae, Pasteurella multocida, Legionella pneumonia, Morganella spp.(ზომიერად მგრძნობიარე), Pasteurela multocida, Providaencia spp., Salmonella, Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica (ზომიერად მგრძნობიარე)
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Actynomices israelii, Bacteroides spp. (მათ შორი. Bacteroides fragilis), Prevotella, Peptostreptococcus spp., Eikenella corrodens, Fusobacterium spp., Propionibacterium spp., Treponema pallidum.
პრეპარატის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა Mycobacterium tuberculosis, mycobacterium fortuitum, Mycobacterium bovis, Mycobacterium kansasii.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა Mycobacterium chelonae.
ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით
ჩვენებები:
კლამოქსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებებების მკურნალობა:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები);
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკული და აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები);
შარდ-სასქესო გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, მცირე მენჯის ღრუს ინფექციები: ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, მშობიარობის შემდგომი გართულებები, ათაშანგი, გონორეა);
გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით და ანაერობებით გამოწვეული შერეული ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი გართულებები, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ოდონტოგენური ინფექციები, ასპირაციით გამოწვეული პნევმონია, სარძევე ჯირკვლის აბსცესი, ხახის ახლო მიდამოს აბსცესი, ქრონიკული ოსტეომიელიტი);
ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით მსუბუქი და საშუალო ინფექციების დროს ენიშნებათ 625 მგ კლამოქსის 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 1 გ კლამოქსის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიროფის სახით.
7-12 წლის ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 312.5 მგ/5მლ სუსპენზია ფორტე ან 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 156.25 მგ/მლ პედიატრიული სუსპენზია ყოველ 8 სთ-ში.
1-7 წლის ასაკის ბავშვებში: 1/2 კოვზი (2.5 მლ) 312.5 მგ/5მლ სუსპენზია ფორტე ან 1 კოვზი (5 მლ) 156.25 მგ/მლ პედიატრიული სუსპენზია ყოველ 8 სთ-ში.
2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 კოვზი (2.5 მლ) 156.25 მგ/მლ პედიატრიული სუსპენზია ყოველ 8 სთ-ში.
მომზადება: კლამოქსის სუსპენზიის მოსამზადებლად აუცილებელია ფლაკონის გადმობრუნება და შენჯღრევა. შემდგომ ფლაკონის შიგთავსს უმატებენ 85 მლ წყალს 2-ჯერადად (თავდაპირველად 2/3-მდე, ხოლო შემდგომ დანაყოფამდე) და ფლაკონს ხელმეორედ შეანჯღრევენ.
გვერდითი მოვლენები:
კლამოქსი ძირითადად კარგი ტოლერანტობით ხასიათდება.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენების შემცირება შესაძლებელია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებით.
შესაძლებელი აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები (კანის სიწითლე, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, ურტიკარია), რომელთა დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
იშვიათად ღვიძლის ტრანსმინაზების აქტივობის მომატება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ჯგუფის ანტბიოტიკების მიმართ;
* ინფექციური მონონუკლეოზი;
*ლიმფოლეიკოზი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებანი:
* კლამოქსი სიფრთხილით ენიშნებათ ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილ პაციენტებს, აგრეთვე ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, ჯვარედინი რეაქციების განვითარების გამო.
* თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა.
მკურნალობა: სიპტომურია.
დიალიზატში შესაძლებელია 23.5% ამოქსიცილინის და 40% კლავულანის მჟავას აღმოჩენა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– კლავულანის მჟავა გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინის შეწოვის პროცესზე.
– კლამოქსის და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების კომბინაციის დროს ადგილი აქვს ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტის გაძლიერებას.
– In vitro კლამოქსი იწვევს ამინგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მოქმედების ინაქტივაციას.
– კლამოქსის კომბინაცია ალუმინის ჰიდროჟანგის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან – ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან და მ-ქოლინობლოკატორებთან არ ცვლის პრეპარატის აქტიური მეტაბოლიტების აბსორბციის პროცესს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას.
მომზადებული სუსპენზია ინახება მაცივარში 7 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

გაფრთხილება