კლონიდინი – CLONIDINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მიეკუთვნება ვაზომოტორული ცენტრების ტონუსის დამაქვეითებელ ანტიჰიპერტენზულ საშუალებას. იგი ახდენს გამოხატულ ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის, გულის შეკუშვის სიხშირის შემცირებით და მისი სისტოლური მოცულობის დაქვეითებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი რეალიზდება თავის ტვინის შემაკავებელი სტრუქტურის პოსტსინაფსური ალფა2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით, სიმპათიკური ნერვული სისტემის მედიატორის გამოყოფის შემცირებით და გულზე და სისხლძარღვებზე ეფერენტული სიმპათიკური იმპულსაციის მოქმედების დაქვეითებით. პრეპარატის ვენაში სწრაფი ინექციის დროს შესაძლებელია არტერიული წნევის ხანმოკლე მომატება, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვების პოსტსინაფსური ალფა1-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით. იგი ასევე ავლენს გამოხატულ სედატიურ მოქმედებას.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის, ჰიპერტონული კრიზის სამკურნალოდ.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი ინიშნება საწყისი დოზით 75 მკგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან საშუალო სადღეღამისო დოზამდე – 450-600 მკგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 300 მკგ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო – 2.4 მგ. ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცერებროვასკულური დარღვევები, ინიშნება საწყისი დოზით 37.5 მკგ 3-ჯერ დღეღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა დგინდება ინდივიდუალურად, რომელიც საშუალოდ შეადგენს 1-2 თვეს. ჰიპერტონული კრიზის კუპირებისათვის კლონიდინი შეჰყავთ ვენაში ან კუნთებში დოზით 150 მკგ.
გვერდითი მოვლენები
პირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის სუნთქვის გაძნელება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ფსიქიური და მოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება. იშვიათად – ნევროზული მდგომარეობა, მოუსვენრობა, ყაბზობა, კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, დეპრესია, ბრადიკარდია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია. პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზია.
უკუჩვენებები
* დეპრესია;
* თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი;
* პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები;
გამოხატული სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
*  პრეპარატისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.
♦ პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზის განვითარება (მოხსნის სინდრომი).
♦ პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შევიკავოთ იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
♦ ორთოსტატული ჰიპოტენზიის პროფილაქტიკისათვის კლონიდინის ვენაში შეყვანის და მის შემდეგ 1.5-2 სთ-ის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს წოლით მდგომარეობაში.

გაფრთხილება